პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ცნობილების ბავშვები, რომლებიც 2015 წელს მოევლინენ ქვეყანას
ქართველი ცნობილების ბავშვები, რომლებიც 2015 წელს მოევლინენ ქვეყანას

2015 წელს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხებ­ში მა­ტე­ბა იყო. პა­ტა­რე­ბი გა­უჩ­ნდათ რო­გორც ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებს, ასე­ვე სხვა სფე­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს.

თემო მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი

პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, თემო მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი 2015 წლის 2 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­და. პრე­ზი­დენ­ტმა ბავ­შვს მა­მის სა­ხე­ლი და­არ­ქვა. პა­ტა­რა თემო მა­ის­ში, ნი­კო­ლო­ზო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე გაქ­რის­ტი­ან­და, რის შემ­დე­გაც მშობ­ლებ­თან და ბე­ბოს­თან ერ­თად პატ­რი­არ­ქს ეს­ტუმ­რა. ამ­ბო­ბენ, რომ პა­ტა­რა დე­დას ჰგავს, მაკა ჩი­ჩუა ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვა­ჟის ფო­ტო­ებს, რა­საც უამ­რა­ვი და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს.

გაბ­რი­ელ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ვაჟი გაბ­რი­ე­ლი 2015 წლის 7 აპ­რილს, ხა­რე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე და­ი­ბა­და. ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვილ­მა მე­სა­მე ვაჟი, და­ვით გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში გა­ა­ჩი­ნა. პა­ტა­რა გაბ­რი­ე­ლი ბი­ძას ალექ­სან­დრე თა­მა­ზაშ­ვილს ჰგავს. მისი ნათ­ლია პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი არი­ან.

ლიზი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი

"მგზავ­რე­ბის" სო­ლის­ტი გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მამა გახ­და. მას და მა­რი­ამ კაპ­რის ქა­ლიშ­ვი­ლი ლიზი გა­უჩ­ნდათ. პა­ტა­რა ლიზი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და, წყვი­ლის­თვის ეს პირ­ვე­ლი შვი­ლია. ლიზი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლის აღ­ზრდა­ში გი­გის და მა­რი­ნას გი­გის დედა, ციცი ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი ეხ­მა­რე­ბა.

ლო­ლი­ტა თო­ლორ­და­ვა

პა­ტა­რა ლო­ლი­ტა თო­ლორ­და­ვა 3 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და. ის განო მე­ლი­თა­უ­რის და კოტე თო­ლორ­და­ვას მე­სა­მე შვი­ლია. თუმ­ცა კოტე თო­ლორ­და­ვა გო­გო­ნას და­ბა­დე­ბას ვერ მო­ეს­წრო. პა­ტა­რას ელე­ნე ჰქვია, თუმ­ცა ლო­ლი­ტას ეძა­ხი­ან. გა­ნოს და კო­ტეს ლო­ლი­ტას გარ­და, ტასო და თა­რა­ში ჰყავთ. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ორ­სუ­ლო­ბის დროს, კოტე თო­ლორ­და­ვა გარ­და­იც­ვა­ლა, რა­საც განო მე­ლი­თა­უ­რი დღემ­დე მძი­მედ გა­ნიც­დის, პა­ტა­რა ლო­ლი­ტა ჯან­მრთე­ლი და ლა­მა­ზი და­ი­ბა­და.

ლივ გე­იხ­მა­ნი

მომ­ღე­რა­ლი ქეთა თო­ფუ­რია 16 ივ­ნისს დედა გახ­და, მას ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ოლი­ვია (ლივი) და­არ­ქვა. პა­ტა­რა ამე­რი­კა­ში გაჩ­ნდა, სა­დაც ქეთა მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე გა­ემ­გზავ­რა. ოლი­ვი­ას აღ­ზრდა­ში ქეთა მთლი­ა­ნად არის ჩარ­თუ­ლი. რო­გორც თა­ვად გა­ნა­ცხა­და, პა­ტა­რას ვერ მო­ნათ­ლავს, რად­გან ქე­თას მე­უღ­ლე ლევ გე­იხ­მა­ნი ებ­რა­ე­ლია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ქართველი ცნობილების ბავშვები, რომლებიც 2015 წელს მოევლინენ ქვეყანას

ქართველი ცნობილების ბავშვები, რომლებიც 2015 წელს მოევლინენ ქვეყანას

2015 წელს ცნობილი ადამიანების ოჯახებში მატება იყო. პატარები გაუჩნდათ როგორც ქვეყნის პირველ პირებს, ასევე სხვა სფეროების წარმომადგენელ ცნობილ ადამიანებს.

თემო მარგველაშვილი

პრეზიდენტის ვაჟი, თემო მარგველაშვილი 2015 წლის 2 თებერვალს დაიბადა. პრეზიდენტმა ბავშვს მამის სახელი დაარქვა. პატარა თემო მაისში, ნიკოლოზობის დღესასწაულზე გაქრისტიანდა, რის შემდეგაც მშობლებთან და ბებოსთან ერთად პატრიარქს ესტუმრა. ამბობენ, რომ პატარა დედას ჰგავს, მაკა ჩიჩუა ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ვაჟის ფოტოებს, რასაც უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს.

გაბრიელ ღარიბაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟი გაბრიელი 2015 წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე დაიბადა. ნუნუკა თამაზაშვილმა მესამე ვაჟი, დავით გაგუას კლინიკაში გააჩინა. პატარა გაბრიელი ბიძას ალექსანდრე თამაზაშვილს ჰგავს. მისი ნათლია პატრიარქი ილია მეორე და ბერა ივანიშვილი არიან.

ლიზი დედალამაზიშვილი

"მგზავრების" სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი რამდენიმე კვირის წინ მამა გახდა. მას და მარიამ კაპრის ქალიშვილი ლიზი გაუჩნდათ. პატარა ლიზი საქართველოში დაიბადა, წყვილისთვის ეს პირველი შვილია. ლიზი დედალამაზიშვილის აღზრდაში გიგის და მარინას გიგის დედა, ციცი ფალავანდიშვილი ეხმარება.

ლოლიტა თოლორდავა

პატარა ლოლიტა თოლორდავა 3 ოქტომბერს დაიბადა. ის განო მელითაურის და კოტე თოლორდავას მესამე შვილია. თუმცა კოტე თოლორდავა გოგონას დაბადებას ვერ მოესწრო. პატარას ელენე ჰქვია, თუმცა ლოლიტას ეძახიან. განოს და კოტეს ლოლიტას გარდა, ტასო და თარაში ჰყავთ. იმის მიუხედავად, რომ ორსულობის დროს, კოტე თოლორდავა გარდაიცვალა, რასაც განო მელითაური დღემდე მძიმედ განიცდის, პატარა ლოლიტა ჯანმრთელი და ლამაზი დაიბადა.

ლივ გეიხმანი

მომღერალი ქეთა თოფურია 16 ივნისს დედა გახდა, მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ოლივია (ლივი) დაარქვა. პატარა ამერიკაში გაჩნდა, სადაც ქეთა მშობიარობამდე რამდენიმე თვით ადრე გაემგზავრა. ოლივიას აღზრდაში ქეთა მთლიანად არის ჩართული. როგორც თავად განაცხადა, პატარას ვერ მონათლავს, რადგან ქეთას მეუღლე ლევ გეიხმანი ებრაელია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია