პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იკლებს - რატომ არ იაფდება საწვავი საქართველოში
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იკლებს - რატომ არ იაფდება საწვავი საქართველოში

2016 წელი ნავ­თო­ბის მკვეთ­რი გა­ი­ა­ფე­ბით და­ი­წყო. ერთი ბა­რე­ლი შავი ოქ­როს ფასი უკვე 33 დო­ლარს ქვე­მოთ და­ე­ცა და 11 წლი­ა­ნი რე­კორ­დიც მოხ­სნა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ი­ა­ფე­ბა­ზე გავ­ლე­ნა ამე­რი­კუ­ლი ნავ­თო­ბის ექ­სპორტზე აკ­რძალ­ვის გა­უქ­მე­ბამ და აშშ-ს მა­რა­გის ზრდამ გა­მო­იწ­ვია. შავი ოქ­როს გა­ი­ა­ფე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­უ­ფა­სურ­და რუ­სუ­ლი რუბ­ლი. გუ­შინ ერ­თმა დო­ლარ­მა - 74 რუბლს, ევ­რომ კი 80 რუბლს გა­და­ა­ჭარ­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვი ჯერ არ გა­ი­ა­ფე­ბუ­ლა. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცია ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე იოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით აი­სა­ხე­ბა და ესეც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა არ გა­უ­ფას­რუ­დე­ბა. ლა­რის კურ­სის და­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში, ქვე­ყა­ნა­ში საწ­ვა­ვის ფასი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აღარ და­იკ­ლებს. ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა კი ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა დაბ­ლა მი­ცო­ცავს. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე "ბრენ­ტის" მარ­კის ნავ­თო­ბის ფასი 33 აშშ დო­ლარ­ზე დაბ­ლა ჩა­მო­ვი­და. ფი­უ­ჩერ­სე­ბის და­ცე­მა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ბა­ზარ­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბით.

სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, აშშ-ის ნავ­თო­ბის რე­ზერ­ვებ­მა 1930 წლის შემ­დეგ მაქ­სი­მა­ლურ დო­ნეს მი­აღ­წია. და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ინ­ფორმ­ცა­ი­ით, ამე­რი­კის მა­რა­გი, სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, 130 მი­ლი­ო­ნი ბა­რე­ლით მე­ტია. გარ­და ამი­სა, პა­რას­კევს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­გრეს­მა პირ­ვე­ლად 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნავ­თო­ბის ექ­სპოტ­ზე არ­სე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვა გა­ა­უქ­მა.

არა­და, 2015 წლის მი­წუ­რულს ოპე­კის წევრ ქო­ვეყ­ნებ­ში ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ნავ­თო­ბი გაძ­ვი­რე­ბას 2016 წლი­დან და­ი­წყებ­და და მო­პო­ვე­ბის მა­ღა­ლი ხარ­ჯის გამო, მას­ზე ფა­სის ზრდა მო­მა­ვალ წლებ­შიც გაგ­რძელ­დე­ბო­და. მათი პროგ­ნო­ზი არ გა­მარ­თლდა. ახა­ლი 2016 წელი სწო­რედ შავი ოქ­როს მკვეთ­რი გა­ი­ა­ფე­ბით და­ი­წყო. გუ­შინ ნიუ-იორ­კის ბირ­ჟა­ზე ერთი ბა­რე­ლი ნავ­თო­ბი 32,64 დო­ლა­რი ღირ­და, ლონ­დო­ნის ბირ­ჟა­ზე კი - 32,77 დო­ლა­რი. ნავ­თო­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, რო­მელ­თა ბი­უ­ჯე­ტი "შავი ოქ­როს" ფას­ზეა მიბ­მუ­ლი (რუ­სე­თი, ვე­ნე­სუ­ე­ლა, ნი­გე­რია) სე­რი­ო­ზუ­ლად ზა­რა­ლო­ბენ. მომ­ხმა­რე­ბელ ქვეყ­ნებს კი პრო­დუქ­ტი უიაფ­დე­ბათ, თუმ­ცა მცი­რე კო­ნო­მი­კის ქვეყ­ნებ­ში ამ პრო­ცე­სის თან­მდე­ვი დო­ლა­რის გამ­ყა­რე­ბა ლა­მის ეკო­ნო­მი­კურ კო­ლაფ­სად იქ­ცეს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იკლებს - რატომ არ იაფდება საწვავი საქართველოში

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იკლებს - რატომ არ იაფდება საწვავი საქართველოში

2016 წელი ნავთობის მკვეთრი გაიაფებით დაიწყო. ერთი ბარელი შავი ოქროს ფასი უკვე 33 დოლარს ქვემოთ დაეცა და 11 წლიანი რეკორდიც მოხსნა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დასავლური მედიის ინფორმაციით, გაიაფებაზე გავლენა ამერიკული ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის გაუქმებამ და აშშ-ს მარაგის ზრდამ გამოიწვია. შავი ოქროს გაიაფების პარალელურად, გაუფასურდა რუსული რუბლი. გუშინ ერთმა დოლარმა - 74 რუბლს, ევრომ კი 80 რუბლს გადააჭარბა.

საქართველოში საწვავი ჯერ არ გაიაფებულა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მსოფლიო ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზე იოდნავ მოგვიანებით აისახება და ესეც იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ვალუტა არ გაუფასრუდება. ლარის კურსის დაცემის შემთხვევაში, ქვეყანაში საწვავის ფასი, სავარაუდოდ, აღარ დაიკლებს. ეროვნული ვალუტა კი ბოლო რამდენიმე დღეა დაბლა მიცოცავს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი 33 აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. ფიუჩერსების დაცემა განპირობებულია ბაზარზე გადაჭარბებული შეთავაზებით.

სტატისტიკის თანახმად, აშშ-ის ნავთობის რეზერვებმა 1930 წლის შემდეგ მაქსიმალურ დონეს მიაღწია. დასავლური მედიის ინფორმცაიით, ამერიკის მარაგი, საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 130 მილიონი ბარელით მეტია. გარდა ამისა, პარასკევს შეერთებული შტატების კონგრესმა პირველად 40 წლის განმავლობაში ნავთობის ექსპოტზე არსებული აკრძალვა გააუქმა.

არადა, 2015 წლის მიწურულს ოპეკის წევრ ქოვეყნებში ვარაუდობდნენ, რომ ნავთობი გაძვირებას 2016 წლიდან დაიწყებდა და მოპოვების მაღალი ხარჯის გამო, მასზე ფასის ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდებოდა. მათი პროგნოზი არ გამართლდა. ახალი 2016 წელი სწორედ შავი ოქროს მკვეთრი გაიაფებით დაიწყო. გუშინ ნიუ-იორკის ბირჟაზე ერთი ბარელი ნავთობი 32,64 დოლარი ღირდა, ლონდონის ბირჟაზე კი - 32,77 დოლარი. ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ბიუჯეტი "შავი ოქროს" ფასზეა მიბმული (რუსეთი, ვენესუელა, ნიგერია) სერიოზულად ზარალობენ. მომხმარებელ ქვეყნებს კი პროდუქტი უიაფდებათ, თუმცა მცირე კონომიკის ქვეყნებში ამ პროცესის თანმდევი დოლარის გამყარება ლამის ეკონომიკურ კოლაფსად იქცეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია