პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საავტომობილო მონაკვეთები, სადაც მოძრაობა აღდგენილია
საავტომობილო მონაკვეთები, სადაც მოძრაობა აღდგენილია

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვეთ­ზე აღ­დგე­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა კი­დევ ორ მო­ნაკ­ვეთ­ზე აღ­დგა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს, ამ დრო­ი­სათ­ვის ინ­ტენ­სი­უ­რი გაწ­მე­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია ყვე­ლა სა­ხის ტრან­სპორ­ტის­თვის ქუ­თა­ი­სი-ალ­პა­ნა-მამ­სი­ო­ნის უღელ­ტე­ხი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ1-კმ140 მო­ნაკ­ვეთ­სა და ქუ­თა­ი­სი-წყალ­ტუ­ბო-ცა­გე­რი-ლენ­ტე­ხი-ლას­დი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ1-კმ135 მო­ნაკ­ვეთ­ზე.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით აღ­დგე­ნი­ლია ზუგ­დი­დი-ჯვა­რი-მეს­ტია-ლას­დი­ლი­სა და მცხე­თა-სტე­ფან­წმინ­და ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე, სა­დაც მგზავ­რთა უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით და­წე­სე­ბუ­ლია შემ­დე­გი სა­ხის მოძ­რა­ო­ბის რე­ჟი­მი, კერ­ძოდ, თოვ­ლი­სა და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, ზუგ­დი­დი-ჯვა­რი-მეს­ტია-ლას­დი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ30-კმ188 (ჯვა­რი-უშ­გუ­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია, და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამა­ვე გზის კმ1-კმ29 მო­ნაკ­ვეთ­ზე ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცხე­თა-სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის არაგ­ვის­პი­რი-გუ­და­უ­რი-ლარ­სის მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი­სა და 30 ად­გილ­ზე მეტი ტე­ვა­დო­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა. და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა მლე­თა-კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე და­საშ­ვე­ბია მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ხოლო არაგ­ვის­პი­რი-მლე­თის და კობი-ლარ­სის მო­ნაკ­ვეთ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლია. ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა მთელ გზა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

საავტომობილო მონაკვეთები, სადაც მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო მონაკვეთები, სადაც მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე მონაკვეთზე აღდგენილია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა კიდევ ორ მონაკვეთზე აღდგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამ დროისათვის ინტენსიური გაწმედითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ყველა სახის ტრანსპორტისთვის ქუთაისი-ალპანა-მამსიონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ1-კმ140 მონაკვეთსა და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ1-კმ135 მონაკვეთზე.

უწყების ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით აღდგენილია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილისა და მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზებზე, სადაც მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი, კერძოდ, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამავე გზის კმ1-კმ29 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია