Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშობაო ალილო 2016" - ყველაზე შთამბეჭდავი კადრები დედაქალაქიდან
"საშობაო ალილო 2016" - ყველაზე შთამბეჭდავი კადრები დედაქალაქიდან

თბი­ლის­ში სა­შო­ბაო ალი­ლოს მსვლე­ლო­ბა გა­ი­მარ­თა. ალი­ლოს მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მსვლე­ლო­ბა 14:00 სა­ათ­ზე, ვარ­დე­ბის მო­ედ­ნი­დან და­ი­წყეს. ალი­ლოს მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის იყ­ვნენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, მრევ­ლი, ბავ­შვე­ბი, მწყემ­სე­ბი, "მოგ­ვე­ბი". ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ფი­გუ­რი­რებ­დნენ კა­მე­ჩე­ბი ნო­ბა­თით დატ­ვირ­თუ­ლი ურ­მე­ბით, ვირი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი სპი­ლო­ე­ბი, აქ­ლე­მე­ბი, კუ, ჟი­რა­ფი.

VIDEO| ცი­დან და­ნა­ხუ­ლი ალი­ლო თბი­ლის­ში - ულა­მა­ზე­სი სა­შო­ბაო სა­ნა­ხა­ო­ბა

მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს დღე­სას­წა­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტთან მი­უ­ლო­ცეს დე­პუ­ტა­ტებ­მა. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან და უმ­ცი­რე­სო­ბი­დან მე­ა­ლი­ლო­ე­ებს ტკბი­ლე­უ­ლი გა­დას­ცეს. მათ შო­რის იყ­ვნენ დე­პუ­ტა­ტე­ბი ეკა ბე­სე­ლია, გია ვოლ­სკი, თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი, ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძე, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, და­ვით ბაქ­რა­ძე, გიგი წე­რე­თე­ლი, ვიქ­ტორ დო­ლი­ძე და სხვე­ბი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსვლე­ლო­ბა დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლოს წინ შე­ჩერ­და, სა­დაც მე­ა­ლი­ლო­ე­ებს შობა-ახა­ლი წელი დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი ალი­ბე­გაშ­ვილ­მა დე­პუ­ტა­ტებ­თან ერ­თად მი­უ­ლო­ცეს და მათ ტკბი­ლე­უ­ლი გა­დას­ცეს.

ალი­ლოს მო­ნა­წი­ლე­თა ჯგუ­ფი და­ლო­ცა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ. იგი პა­ტა­რებს სა­პატ­რი­არ­ქოს ჭიშ­კარ­თან შეხ­ვდა. უწ­მინ­დეს­თან ერ­თად ბავ­შვებს დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პატ­რი­არ­ქმა პა­ტა­რე­ბი და­ლო­ცა და იქ მყო­ფებს ნა­კურ­თხი წყა­ლი აპ­კუ­რა. მათ ტკბი­ლე­უ­ლი გა­დას­ცეს.

ალი­ლოს მო­ნა­წი­ლე­ებს შო­ბის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა. მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე ერთი ჯგუ­ფი პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მათ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად დახ­ვდა.

პრე­ზი­დენ­ტმა და მის­მა მე­უღ­ლემ პა­ტა­რებს შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცეს და რამ­დე­ნი­მე კა­ლა­თი ტკბი­ლე­უ­ლი გა­დას­ცეს.

სა­დღე­სას­წა­უ­ლო მსვლე­ლო­ბა ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში დას­რულ­და. სა­მე­ბის ტა­ძარ­ში მი­ტა­ნი­ლი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი ბავ­შვთა სახ­ლებ­სა და უმ­წე­ო­თა თავ­შე­საფ­რებ­ში გა­და­ნა­წილ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ალი­ლოს ტრა­დი­ცია სა­თა­ვეს V-VI სა­უ­კუ­ნი­დან იღებს. მისი აღ­ნიშ­ვნა 2000 წლი­დან აღ­დგა.

ფოტო: ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე

ფრი­დონ გე­გე­ში­ძე

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

Alilo in Tbilisi as seen from the sky – A beautiful Christmas event

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"საშობაო ალილო 2016" - ყველაზე შთამბეჭდავი კადრები დედაქალაქიდან

"საშობაო ალილო 2016" - ყველაზე შთამბეჭდავი კადრები დედაქალაქიდან

თბილისში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა. ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა 14:00 საათზე, ვარდების მოედნიდან დაიწყეს. ალილოს მონაწილეებს შორის იყვნენ სასულიერო პირები, მრევლი, ბავშვები, მწყემსები, "მოგვები". ღონისძიებაში ფიგურირებდნენ კამეჩები ნობათით დატვირთული ურმებით, ვირი, დეკორატიული სპილოები, აქლემები, კუ, ჟირაფი.

VIDEO| ციდან დანახული ალილო თბილისში - ულამაზესი საშობაო სანახაობა

მსვლელობის მონაწილეებს დღესასწაული პარლამენტთან მიულოცეს დეპუტატებმა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა უმრავლესობიდან და უმცირესობიდან მეალილოეებს ტკბილეული გადასცეს. მათ შორის იყვნენ დეპუტატები ეკა ბესელია, გია ვოლსკი, თამაზ მეჭიაური, ზვიად კვაჭანტირაძე, დიმიტრი ხუნდაძე, დავით ბაქრაძე, გიგი წერეთელი, ვიქტორ დოლიძე და სხვები.

მოგვიანებით მსვლელობა დედაქალაქის საკრებულოს წინ შეჩერდა, სადაც მეალილოეებს შობა-ახალი წელი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატებთან ერთად მიულოცეს და მათ ტკბილეული გადასცეს.

ალილოს მონაწილეთა ჯგუფი დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. იგი პატარებს საპატრიარქოს ჭიშკართან შეხვდა. უწმინდესთან ერთად ბავშვებს დღესასწაული მიულოცეს საქართველოს მთავრობის წევრებმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პატრიარქმა პატარები დალოცა და იქ მყოფებს ნაკურთხი წყალი აპკურა. მათ ტკბილეული გადასცეს.

ალილოს მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მსვლელობის მონაწილე ერთი ჯგუფი პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფებოდა, სადაც მათ გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად დახვდა.

პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ პატარებს შობის დღესასწაული მიულოცეს და რამდენიმე კალათი ტკბილეული გადასცეს.

სადღესასწაულო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. სამების ტაძარში მიტანილი შემოწირულობები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნა 2000 წლიდან აღდგა.

ფოტო: ირაკლი გედენიძე

ფრიდონ გეგეშიძე

იხილეთ ფოტოგალერეა

Alilo in Tbilisi as seen from the sky – A beautiful Christmas event

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია