ქართველი დიპლომატები ევროპაში პარკინგის ჯარიმებს არ იხდიან - რას წერს ნორვეგიული მედია

ქართველი დიპლომატები ევროპაში პარკინგის ჯარიმებს არ იხდიან - რას წერს ნორვეგიული მედია

ქართველი დიპლომატები პარკინგის ჯარიმების გადაუხდელობით ნორვეგიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს შორის ლიდერობენ, - ამის თაობაზე ინფორმაციას ნორვეგიული Osloby ავრცელებს.

მედიაპორტალის ცნობით, 5 იანვრის მონაცემებით, საქართველოს საელჩოს ნორვეგიაში პარკინგის ჯარიმის გადაუხდელობის გამო 101 850 კრონის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა (დაახლოებით 27 500 ლარი). "სამშაბათს, ოსლოში მდებარე უცხო ქვეყნების საელჩოებს პარკინგის ჯარიმის სახით 307 500 კრონის ოდენობის დავალიანება დაუგროვდათ. ამ სიის სათავეში პატარა რესპუბლიკაა", - წერს Osloby. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, პორტალის ინფორმაციით, მეორე ადგილს მაროკოს საელჩო (30 150 კრონი), მესამეს - ვიეტნამის (25 600 კრონი), ხოლო მეოთხეს - ერაყის საელჩო (22 800 კრონი) იკავებს.

"ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს, სადაც ქალბატონს ვესაუბრეთ. როგორც მან გვითხრა, ჯარიმების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და პირადად ის ავტომობილსაც არ მართავს. ამის შემდეგ საელჩოს ელექტრონული ფოსტით მივმართეთ და მივიღეთ პასუხი, რომ ისინი ინფორმირებულები არიან და აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ", - წერს სტატიის ავტორი.

გამოცემის ცნობით, ოსლოს ხელისუფლება პარკირების მოსაწესრიგებლად იბრძვის, თუმცა რადგან უცხოურ საელჩოებს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს, ადგილობრივი მთავრობა პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებს.

"ინტერპრესნიუსი"

ნორვეგიული საიტის ლინკი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."