საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია შობის დღეს დაბადებულ მეუღლეს იუბილეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს:
"ქრისტეშობას ჩემი ნინოლა დაიბადა. ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ღვთის წყალობას ვეძახი. ჩემი ნინოლას დაბადებას და მასთან შეუღლებას კი ჩემს შობას ვეძახი. სიმბოლურია, რომ ნინოლა ქრისტეშობას დაიბადა და ღვთიური მადლით, სიკეთით, სიყვარულით არის სავსე.
ჩემო დედოფალო, შენ ხარ ჩემი არა მხოლოდ მეუღლე, არამედ მეგობარი, საყვარელი, მასწავლებელი და ჩემი სულის შემავსებელი.
6 წელია შენს დაბადებას შენთან ერთად ვხვდები და მადლობა უფალს ამისათვის, მადლობა ამ განსაკუთრებული სიკეთისათვის ჩემს მიმართ.
შენს შობას ვულოცავ ჩემს თავს ქრისტეშობის საჩუქრად - დაბადების დღეს გილოცავ ჩემო დედოფალო"...