პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
16 საათი თოვლის ტყვეობაში და გაყინული მძღოლები - ტრაგედია რუსეთის ორენბურგ-ორსკის ტრასაზე
16 საათი თოვლის ტყვეობაში და გაყინული მძღოლები - ტრაგედია რუსეთის ორენბურგ-ორსკის ტრასაზე

3 იან­ვარს რუ­სეთ­ში, ორენ­ბურგ-ორსკის ტრა­სა­ზე ძლი­ე­რი თოვ­ლი­სა და ყინ­ვის გამო, 40-კი­ლო­მეტ­რი­ან სა­ცობ­ში რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­მა ადა­მი­ან­მა 16 სა­ა­თი გა­ა­ტა­რა. მძღო­ლებ­მა გზის გაგ­რძე­ლე­ბა ქარ­ბუ­ქი­სა და და­ბა­ლი ხილ­ვა­დო­ბის გამო ვე­ღარ შეძ­ლეს და სა­კუ­თარ მან­ქა­ნებ­ში გა­მო­კე­ტილ­ნი თით­ქმის ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩნენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­სა­ზე ჩარ­ჩე­ნი­ლი 80 ადა­მი­ა­ნი­დან ძლი­ე­რი მოყი­ნუ­ლო­ბით 12 გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, მათ შო­რის - სამი ბავ­შვი. ერთ მან­ქა­ნა­ში სამ­შო­ბი­ა­რო­დან ახ­ლად­გა­მოყ­ვა­ნი­ლი ჩვი­ლი იყო. ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და, ყვე­ბა, რო­გორ წვავ­დნენ მძღო­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს რაც ხელ­ში მოხ­ვდე­ბო­დათ, რომ რო­გორ­მე გა­ეძ­ლოთ ძლი­ე­რი ყინ­ვის­თვის და გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლობ­დნენ და­კავ­ში­რე­ბოდ­ნენ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად.

"სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო, რო­გორ გა­მო­დი­ო­და მწყობ­რი­დან წინ მდგა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც საწ­ვა­ვი უთავ­დე­ბო­დათ და მან­ქა­ნის და­ქოქ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ერთ-ერთ ასე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ჩვენს მან­ქა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა მო­ვი­და. სი­ცი­ვის­გან სრუ­ლი­ად გა­ლურ­ჯე­ბუ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბოდ­ნენ, რომ საწ­ვა­ვის­გან დაც­ლილ, გა­ყი­ნულ მან­ქა­ნა­ში 4 სა­ა­თი გა­ა­ტა­რეს. რად­გან ვე­ღარ გა­უძ­ლეს, სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს. შე­ვი­ფა­რეთ და შევ­ძე­ლით მათი გათ­ბო­ბა", - ყვე­ბა ერთ-ერთი მგზავ­რი.

გზა­ზე ჩარ­ჩე­ნი­ლე­ბი უმოქ­მე­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ სა­მაშ­ვე­ლო და საგ­ზაო სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს. ისი­ნი უარ­ყო­ფენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ გზის გაწ­მენ­დით ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ტექ­ნი­კა იყო ჩარ­თუ­ლი. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის თქმით, სწო­რედ ტექ­ნი­კის უქონ­ლო­ბის გამო მო­უხ­დათ მათ "თოვ­ლის ტყვე­ო­ბა­ში" რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გა­ტა­რე­ბა. თვითმხილ­ვე­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით მეტ და­ზა­რა­ლე­ბულ­ზე სა­უბ­რო­ბენ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი მა­ლა­ვენ გარ­დაც­ვლილ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და მხო­ლოდ ერთი მა­მა­კა­ცის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბი­ან.

და­ღუ­პუ­ლი მა­მა­კა­ცის ცხე­დარს მე­ო­რე დღეს, 4 იან­ვარს მი­აკ­ვლი­ეს. გარ­დაც­ვლი­ლი ტრა­სი­დან რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით იყო თოვლში ჩაფ­ლუ­ლი. რო­გორც ჩანს, ის მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­კენ მი­დი­ო­და დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად, და­ბა­ლი ხილ­ვა­დო­ბის გამო კი ორი­ენ­ტა­ცია და­კარ­გა და ტრა­სი­დან გა­და­ვარ­და.

სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ. ცნო­ბი­ლია, რომ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

16 საათი თოვლის ტყვეობაში და გაყინული მძღოლები - ტრაგედია რუსეთის ორენბურგ-ორსკის ტრასაზე

16 საათი თოვლის ტყვეობაში და გაყინული მძღოლები - ტრაგედია რუსეთის ორენბურგ-ორსკის ტრასაზე

3 იანვარს რუსეთში, ორენბურგ-ორსკის ტრასაზე ძლიერი თოვლისა და ყინვის გამო, 40-კილომეტრიან საცობში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა 16 საათი გაატარა. მძღოლებმა გზის გაგრძელება ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო ვეღარ შეძლეს და საკუთარ მანქანებში გამოკეტილნი თითქმის ერთი დღის განმავლობაში დარჩნენ.

იხილეთ ვიდეო

ოფიციალური ინფორმაციით, ტრასაზე ჩარჩენილი 80 ადამიანიდან ძლიერი მოყინულობით 12 გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათ შორის - სამი ბავშვი. ერთ მანქანაში სამშობიაროდან ახლადგამოყვანილი ჩვილი იყო. ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც შემთხვევის თვითმხილველი გახდა, ყვება, როგორ წვავდნენ მძღოლები ყველაფერს რაც ხელში მოხვდებოდათ, რომ როგორმე გაეძლოთ ძლიერი ყინვისთვის და გამუდმებით ცდილობდნენ დაკავშირებოდნენ სამაშველო სამსახურს დახმარების მისაღებად.

"საშინელი სანახავი იყო, როგორ გამოდიოდა მწყობრიდან წინ მდგარი ავტომობილები, რომლებსაც საწვავი უთავდებოდათ და მანქანის დაქოქვა შეუძლებელი იყო. ერთ-ერთ ასეთი ავტომობილიდან ჩვენს მანქანაში რამდენიმე ახალგაზრდა მოვიდა. სიცივისგან სრულიად გალურჯებულები გვიყვებოდნენ, რომ საწვავისგან დაცლილ, გაყინულ მანქანაში 4 საათი გაატარეს. რადგან ვეღარ გაუძლეს, სხვა ავტომობილებში გადაინაცვლეს. შევიფარეთ და შევძელით მათი გათბობა", - ყვება ერთ-ერთი მგზავრი.

გზაზე ჩარჩენილები უმოქმედობაში ადანაშაულებენ სამაშველო და საგზაო სამსახურების თანამშრომლებს. ისინი უარყოფენ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გზის გაწმენდით ღონისძიებებში ტექნიკა იყო ჩართული. დაზარალებულების თქმით, სწორედ ტექნიკის უქონლობის გამო მოუხდათ მათ "თოვლის ტყვეობაში" რამდენიმე საათის გატარება. თვითმხილველები გაცილებით მეტ დაზარალებულზე საუბრობენ. მათივე ინფორმაციით, ოფიციალური უწყებები მალავენ გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას და მხოლოდ ერთი მამაკაცის დაღუპვის შესახებ იუწყებიან.

დაღუპული მამაკაცის ცხედარს მეორე დღეს, 4 იანვარს მიაკვლიეს. გარდაცვლილი ტრასიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო თოვლში ჩაფლული. როგორც ჩანს, ის მანქანიდან გადმოვიდა და სხვა ავტომობილებისკენ მიდიოდა დახმარების სათხოვნელად, დაბალი ხილვადობის გამო კი ორიენტაცია დაკარგა და ტრასიდან გადავარდა.

სახელმწიფო უწყებები მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ცნობილია, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა