ლოს ანჯელესის ერთ-ერთ გარეუბანში გაზის გაჟონვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა განაცხადა.
რაიონიდან ევაკუირებულია 2 000-მდე ოჯახი, დაიკეტა სკოლები და საბავშვო ბაღები.
როგორც "ბიბისი" წერს, გაზის გაჟონვის ფაქტები პორტერ რენჩში მდებარე მიწისქვეშა გაზსაცავში რამდენიმე თვის წინ დაფიქსირდა. მაშინ ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებნენ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ.
ტერმინალის მფლობელი კომპანიის, Socal Gas-ის განცხადებით, გაჟონვის პროცესის შესაჩერებლად სულ მცირე 2 თვეა საჭირო.