საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების
ილია მეორე - წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების

წა­ხა­ლი­სე­ბა ხდე­ბა უცენ­ზუ­რო გა­მოთ­ქმე­ბის და ტი­რა­ჟი­რე­ბა ავად­მყო­ფუ­რი აზ­რე­ბის, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში ბრძნებს. უწ­მინ­დე­სი მრევლს შე­ახ­სე­ნებს, რომ ეს სიკ­ვდი­ლის და ჯო­ჯო­ხე­თის წყვდი­ა­დის­კენ მი­მა­ვა­ლი გზაა. ამას­თან, სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში პატ­რი­არ­ქი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ახალ­გაზ­რდა გოგო-ბი­ჭე­ბის მიერ მშობ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გახ­ში­რე­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მშობ­ლის შე­უ­რა­ცხმყო­ფელს ღმერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სჯის. "სი­ტყვას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ჩვენ კი მის­და­მი ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვი­ჩენთ და ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ მას მა­რა­დი­ულ სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლეს­თან ღრმა კავ­ში­რი აქვს... ღმერ­თის მსგავ­სად, ადა­მი­ა­ნის მიერ წარ­მოთ­ქმულ სი­ტყვა­საც ძალა აქვს. ოღონდ, უფ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მისი ძალა შე­იძ­ლე­ბა იყოს და­დე­ბი­თი ან უარ­ყო­ფი­თი. იცო­დეთ, არ­ცერ­თი სი­ტყვა უკ­ვა­ლოდ არ ქრე­ბა და ღვთის წი­ნა­შე ჩვე­ნი მე­ტყვე­ლე­ბის გა­მოც გან­ვის­ჯე­ბით... ჩვენ კი რო­გო­რი უგუ­ლის­ხმო­ნი ვართ! ფუჭ სა­უ­ბარ­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, ნა­ხეთ, რო­გო­რი შემ­წიკ­ვლე­ბუ­ლია ჩვე­ნი ბა­გე­ე­ბი და­ცინ­ვით, რის­ხვით, შე­უ­რა­ცხყო­ფით, ცი­ლის­წა­მე­ბით, სიც­რუ­ით, სი­ტყვის გა­ტეხ­ვით, უმა­დუ­რო­ბით, ცრუ ფი­ცით, წყევ­ლით, გი­ნე­ბით... ჩვენ­მა ყო­ფამ ინ­ტრი­გას დიდი გა­სა­ქა­ნი მის­ცა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცხოვ­რე­ბის წე­სად აქ­ცია იგი და ადა­მი­ა­ნი სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლი და­ტო­ვა. ეს ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან და­ა­ზა­რა­ლებს. არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო ის სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტიც, რომ დიდი ხა­ნია, ვა­ჟე­ბიც და ახლა უკვე გო­გო­ნე­ბიც სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბის მი­სა­მარ­თი­თაც არ ერი­დე­ბი­ან ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას და ვერც ხვდე­ბი­ან, რომ თა­ვის თავს იწყევ­ლი­ან და სას­ტიკ სას­ჯელს გა­ნი­წე­სე­ბენ, რად­გან მშობ­ლის შე­უ­რა­ცხმყო­ფელს ღმერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სჯის. სა­ერ­თო­დაც, წა­ხა­ლი­სე­ბა ხდე­ბა უცენ­ზუ­რო გა­მოთ­ქმე­ბის და ტი­რა­ჟი­რე­ბა ავად­მყო­ფუ­რი აზ­რე­ბის. ეს სიკ­ვდი­ლის გზაა, ჯო­ჯო­ხე­თის წყვდი­ა­დის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა. ღმერ­თმა ყვე­ლა იხ­სნას ასე­თი და­ცე­მი­სა­გან, მის­ცეთ სი­ტყვა წმინ­და და მარ­თა­ლი და გუ­ლის­ხმის­ყო­ფა ბო­რო­ტი­სა­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად", - ბრძა­ნებს პატ­რი­არ­ქი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ილია მეორე - წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების

ილია მეორე - წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების

წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ბრძნებს. უწმინდესი მრევლს შეახსენებს, რომ ეს სიკვდილის და ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ მიმავალი გზაა. ამასთან, საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი განსაკუთრებულ ყურადღებას ახალგაზრდა გოგო-ბიჭების მიერ მშობლების მისამართით უცენზურო სიტყვების გამოყენების გახშირებაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ მშობლის შეურაცხმყოფელს ღმერთი განსაკუთრებულად სჯის. "სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ კი მისდამი ზერელე დამოკიდებულებას ვიჩენთ და ვერ ვაცნობიერებთ, რომ მას მარადიულ სიკვდილ-სიცოცხლესთან ღრმა კავშირი აქვს... ღმერთის მსგავსად, ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვასაც ძალა აქვს. ოღონდ, უფლისგან განსხვავებით, მისი ძალა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. იცოდეთ, არცერთი სიტყვა უკვალოდ არ ქრება და ღვთის წინაშე ჩვენი მეტყველების გამოც განვისჯებით... ჩვენ კი როგორი უგულისხმონი ვართ! ფუჭ საუბარზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ნახეთ, როგორი შემწიკვლებულია ჩვენი ბაგეები დაცინვით, რისხვით, შეურაცხყოფით, ცილისწამებით, სიცრუით, სიტყვის გატეხვით, უმადურობით, ცრუ ფიცით, წყევლით, გინებით... ჩვენმა ყოფამ ინტრიგას დიდი გასაქანი მისცა, ფაქტობრივად, ცხოვრების წესად აქცია იგი და ადამიანი სრულიად დაუცველი დატოვა. ეს ქვეყანას ძალიან დააზარალებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სამწუხარო ფაქტიც, რომ დიდი ხანია, ვაჟებიც და ახლა უკვე გოგონებიც საკუთარი მშობლების მისამართითაც არ ერიდებიან ბილწსიტყვაობას და ვერც ხვდებიან, რომ თავის თავს იწყევლიან და სასტიკ სასჯელს განიწესებენ, რადგან მშობლის შეურაცხმყოფელს ღმერთი განსაკუთრებულად სჯის. საერთოდაც, წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების. ეს სიკვდილის გზაა, ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ მიმავალი გზა. ღმერთმა ყველა იხსნას ასეთი დაცემისაგან, მისცეთ სიტყვა წმინდა და მართალი და გულისხმისყოფა ბოროტისაგან თავის დასაღწევად", - ბრძანებს პატრიარქი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია