მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი – ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა... სძულს ცოდვა
პატრიარქი – ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა... სძულს ცოდვა

დღეს ამ­პარ­ტავ­ნე­ბის ხა­რის­ხი იმ­დე­ნად დი­დია, რომ ადა­მი­ა­ნი ვე­ღარ იტანს შე­ნიშ­ვნას, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში ბრძა­ნებს . უწ­მინ­დე­სი მრევლს შე­ახ­სე­ნებს, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბას სძულს ცოდა, ქრის­ტე კი მკვეთრ ზღვარს ავ­ლებს სი­კე­თე­სა და ბო­რო­ტე­ბას შო­რის. "უსიყ­ვა­რუ­ლო­ბას­თან ერ­თად ჩვე­ნი ყო­ფის­თვის მე­ტად და­მაბ­რკო­ლე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად იქცა ისე­თი აზ­როვ­ნე­ბის­თვის ხელ­შე­წყო­ბა, რომ­ლის­თვი­საც ცოდ­ვა აღარ არის ცოდ­ვა, არა­მედ _ ადა­მი­ა­ნის ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა, ხოლო ცოდ­ვის სიყ­ვა­რუ­ლი, _ თურ­მე ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ერთ-ერთი სახე. სი­ტუ­ა­ცია ისე ვი­თარ­დე­ბა, რომ უფ­ლის მიერ დად­გე­ნი­ლი მცნე­ბე­ბის შეც­ვლაც კი სურთ, რათა ღვთი­სა­გან არ იქ­ნენ მხი­ლე­ბულ­ნი, არა­მედ, მი­სა­ღებ­ნი გახ­დნენ ყვე­ლა­სათ­ვის. ხოლო ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ამ პრო­ცესს, დამ­ცი­რე­ბი­სა და და­ცინ­ვის ობი­ექ­ტი ხდე­ბა. ქრის­ტი­ა­ნო­ბა სიყ­ვა­რუ­ლის რე­ლი­გი­აა. რა თქმა უნდა, მას უყ­ვარს ძე შეც­დო­მი­ლიც, ოღონდ მო­ნა­ნუ­ლი, მაგ­რამ სძულს ცოდ­ვა. ქრის­ტე მკვეთრ ზღვარს ავ­ლებს სი­კე­თე­სა და ბო­რო­ტე­ბას შო­რის და ამ­ბობს: "არა მო­ვედ მი­ფე­ნად მშვი­დო­ბი­სა, არა­მედ მახ­ვი­ლი­სა". გა­ვიხ­სე­ნოთ პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლიც: "ნუთუ არ იცით, რომ უსა­მარ­თლო­ნი ვერ და­იმ­კვიდ­რე­ბენ ღმრთის სა­სუ­ფე­ველს... ვერც მე­ძავ­ნი, ვერც კერ­პთმსა­ხურ­ნი, ვერც მემ­რუ­შე­ნი, ვერც ჩუ­კენ­ნი, ვერც მა­მათ­მა­ვალ­ნი, ვერც მპა­რავ­ნი, ვერც ან­გარ­ნი, ვერც მემ­თვრა­ლე­ნი, ვერც მა­გი­ნე­ბელ­ნი, ვერც მტა­ცე­ბელ­ნი" (Iკორ. 6.9-10)", - აღ­ნიშ­ნავს უწ­მინ­დე­სი. ილია მე­ო­რე მე­ო­რე მარ­თლმა­დი­დებ­ლებს თხოვ­ნით მი­მარ­თავს, ცოდ­ვის გზა­ზე მდგო­მი პი­რე­ბი გან­საც­დელს აა­რი­დონ და და­ა­ნა­ხონ მათი ცდო­მი­ლე­ბა. "მათ­და­მი ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი იმით უნდა გა­მოვ­ხა­ტოთ, რომ ვე­ცა­დოთ, რო­გორ­მე და­ვა­ნა­ხოთ მათი ცდო­მი­ლე­ბა. ერთი პი­როვ­ნე­ბის სწორ გზა­ზე და­ყე­ნე­ბაც კი, კე­თი­ლის­მყო­ფე­ლის მრა­ვალ და­ნა­შა­ულს დაჰ­ფა­რავს. თუმ­ცა ამის მიღ­წე­ვა ად­ვი­ლი არ არის, მით უმე­ტეს დღეს, რო­დე­საც ამ­პარ­ტავ­ნე­ბის ხა­რის­ხი იმ­დე­ნად დი­დია, რომ ადა­მი­ა­ნი ვე­ღარ იტანს შე­ნიშ­ვნას. ისიც არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ჩვენ ხში­რად სხვა­ში ვხე­დავთ გა­მო­სას­წო­რე­ბელ ნაკლს და სა­კუ­თა­რი თავი გვა­ვი­წყდე­ბა. ჯერ კი­დევ ძვე­ლი ბერ­ძნე­ბი ამ­ბობ­დნენ: "შე­ი­ცა­ნი თავი შენი"... სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბა ზო­გი­ერთს ად­ვი­ლი ჰგო­ნია და არ იცის, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში პი­როვ­ნე­ბის სამ­სა­ხოვ­ნე­ბას­თან აქვს საქ­მე: 1. რო­გო­რა­დაც თვი­თონ ხე­დავს იგი სა­კუ­თარ თავს. 2. რო­გორც სხვე­ბი ხე­და­ვენ მას და 3. რო­გო­რი­ცაა ის სი­ნამ­დვი­ლე­ში. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ამ მე­სა­მე მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­მო­ჩე­ნაა, რად­გან ჩვენ­ში არ­სე­ბუ­ლი ამ­პარ­ტავ­ნე­ბით სავ­სე ეგო­ის­ტუ­რი "მე" ჩვენს სი­სუს­ტე­ებ­სა და მცდარ ნა­ბი­ჯებს მუდ­მი­ვად გა­მარ­თლე­ბას უძებ­ნის და შემ­წყნა­რე­ბე­ლია მათ მი­მართ; ეს კი რე­ა­ლო­ბის შეგ­რძნე­ბას გვიჩ­ლუნ­გებს", - ბრძა­ნებს ილია მე­ო­რე. უწ­მინ­დე­სის შე­ფა­სე­ბით, გო­ნი­ე­რია ის, ვინც სწო­რად გან­სჯის უნარს შე­ი­ძენს და თა­ვის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში ჩა­ხედ­ვი­სას არაფ­რის შე­ლა­მა­ზე­ბას არ მო­ინ­დო­მებს. "მა­შინ მი­ემ­სგავ­სე­ბა იგი იმ ჭეშ­მა­რიტ მჭვრე­ტელს, რო­მე­ლიც უკვე ნათ­ლად ხე­დავს თა­ვი­სი სუ­ლის აქამ­დე ბუნ­დო­ვან, ან თუნ­დაც სრუ­ლი­ად უც­ნობ, ფრი­ად და­ზი­ა­ნე­ბულ სამ­ყა­როს და მისი აღ­დგე­ნი­სა და გა­ნახ­ლე­ბი­სა­კენ ის­წრაფ­ვის. ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი "მე-ს" და­მა­ხინ­ჯე­ბის მი­ზე­ზი არას­წორ ქმე­დე­ბებ­თან ერ­თად ცუდ-მე­ტყვე­ლე­ბა და ცუდი აზ­რე­ბია", - აცხა­დებს პატ­რი­არ­ქი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პატრიარქი – ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა... სძულს ცოდვა

პატრიარქი – ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა... სძულს ცოდვა

დღეს ამპარტავნების ხარისხი იმდენად დიდია, რომ ადამიანი ვეღარ იტანს შენიშვნას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ბრძანებს . უწმინდესი მრევლს შეახსენებს, რომ ქრისტიანობას სძულს ცოდა, ქრისტე კი მკვეთრ ზღვარს ავლებს სიკეთესა და ბოროტებას შორის. "უსიყვარულობასთან ერთად ჩვენი ყოფისთვის მეტად დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა ისეთი აზროვნებისთვის ხელშეწყობა, რომლისთვისაც ცოდვა აღარ არის ცოდვა, არამედ _ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ხოლო ცოდვის სიყვარული, _ თურმე ნამდვილი სიყვარულის ერთ-ერთი სახე. სიტუაცია ისე ვითარდება, რომ უფლის მიერ დადგენილი მცნებების შეცვლაც კი სურთ, რათა ღვთისაგან არ იქნენ მხილებულნი, არამედ, მისაღებნი გახდნენ ყველასათვის. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესს, დამცირებისა და დაცინვის ობიექტი ხდება. ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. რა თქმა უნდა, მას უყვარს ძე შეცდომილიც, ოღონდ მონანული, მაგრამ სძულს ცოდვა. ქრისტე მკვეთრ ზღვარს ავლებს სიკეთესა და ბოროტებას შორის და ამბობს: ,,არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა". გავიხსენოთ პავლე მოციქულიც: "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს... ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი" (Iკორ. 6.9-10)", - აღნიშნავს უწმინდესი. ილია მეორე მეორე მართლმადიდებლებს თხოვნით მიმართავს, ცოდვის გზაზე მდგომი პირები განსაცდელს აარიდონ და დაანახონ მათი ცდომილება. "მათდამი ჩვენი სიყვარული იმით უნდა გამოვხატოთ, რომ ვეცადოთ, როგორმე დავანახოთ მათი ცდომილება. ერთი პიროვნების სწორ გზაზე დაყენებაც კი, კეთილისმყოფელის მრავალ დანაშაულს დაჰფარავს. თუმცა ამის მიღწევა ადვილი არ არის, მით უმეტეს დღეს, როდესაც ამპარტავნების ხარისხი იმდენად დიდია, რომ ადამიანი ვეღარ იტანს შენიშვნას. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ხშირად სხვაში ვხედავთ გამოსასწორებელ ნაკლს და საკუთარი თავი გვავიწყდება. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ: ,,შეიცანი თავი შენი"... საკუთარი თავის შეცნობა ზოგიერთს ადვილი ჰგონია და არ იცის, რომ სინამდვილეში პიროვნების სამსახოვნებასთან აქვს საქმე: 1. როგორადაც თვითონ ხედავს იგი საკუთარ თავს. 2. როგორც სხვები ხედავენ მას და 3. როგორიცაა ის სინამდვილეში. ყველაზე რთული ამ მესამე მდგომარეობის აღმოჩენაა, რადგან ჩვენში არსებული ამპარტავნებით სავსე ეგოისტური ,,მე" ჩვენს სისუსტეებსა და მცდარ ნაბიჯებს მუდმივად გამართლებას უძებნის და შემწყნარებელია მათ მიმართ; ეს კი რეალობის შეგრძნებას გვიჩლუნგებს", - ბრძანებს ილია მეორე. უწმინდესის შეფასებით, გონიერია ის, ვინც სწორად განსჯის უნარს შეიძენს და თავის შინაგან სამყაროში ჩახედვისას არაფრის შელამაზებას არ მოინდომებს. "მაშინ მიემსგავსება იგი იმ ჭეშმარიტ მჭვრეტელს, რომელიც უკვე ნათლად ხედავს თავისი სულის აქამდე ბუნდოვან, ან თუნდაც სრულიად უცნობ, ფრიად დაზიანებულ სამყაროს და მისი აღდგენისა და განახლებისაკენ ისწრაფვის. ჩვენი ნამდვილი ,,მე-ს" დამახინჯების მიზეზი არასწორ ქმედებებთან ერთად ცუდ-მეტყველება და ცუდი აზრებია", - აცხადებს პატრიარქი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია