პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე – დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზი მოჩვენებითი სიყვარულია
ილია მეორე – დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზი მოჩვენებითი სიყვარულია

აშ­კა­რად ჩანს, რომ მსოფ­ლიო კარ­გავს ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლის გან­ცდას და მის ად­გილს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი გრძნო­ბე­ბი და გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იკა­ვებს, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი , უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში ბრძა­ნებს. უწ­მინ­დე­სის გან­მარ­ტე­ბით, სხვა­დას­ხვა გა­ტა­ცე­ბას, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ხან­მოკ­ლე დრო­ით ეწ­ვე­ვა ხოლ­მე, დღეს სიყ­ვა­რულს უწო­დე­ბენ, თუმ­ცა იგი ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ თავ­გან­წირ­ვის უნა­რის­გან თით­ქმის სრუ­ლად დაც­ლი­ლია, სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და არ­სე­ბობს მა­ნამ, ვიდ­რე ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის ეგო­ის­ტურ ზრახ­ვებს რა­ი­მე საფრ­თხე არ და­ე­მუქ­რე­ბა. "ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ გრძნო­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მყი­ფეა, ხან­მოკ­ლე და მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო თავ­და­დე­ბულ, ნამ­დვილ სიყ­ვა­რულ­თან", - აღ­ნიშ­ნა­ვეს უწ­მინ­დე­სი. პატ­რი­არ­ქის აზ­რით, სწო­რედ მოჩ­ვე­ნე­ბი­თი სიყ­ვა­რუ­ლია დღე­ვან­დე­ლი ოჯა­ხე­ბის რღვე­ვის მთა­ვა­რი მი­ზე­ზიც. "ცოლ-ქმარს აღარ შე­უძ­ლი­ათ ერ­თმა­ნეთს სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვი მი­ა­გონ, დად­გნენ პი­რად ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა და უღე­ლი ერ­თად გას­წი­ონ. რაკი მათ სიღ­რმი­სე­უ­ლი გრძნო­ბე­ბი არ აკავ­ში­რებთ, მცი­რე­დი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის გა­მოც ად­ვი­ლად ამ­ბო­ბენ უარს პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა­ზე და "ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის" ძებ­ნას იწყე­ბენ. ზო­გი­ერ­თი ოჯა­ხი შე­იძ­ლე­ბა არც და­ინ­გრეს, მაგ­რამ უსიყ­ვა­რუ­ლო­ბამ მუდ­მი­ვი ჩხუ­ბი და უთან­ხმო­ე­ბა წარ­მოშ­ვას; ასეთ გა­რე­მო­ში კი ბავ­შვე­ბი ით­რგუ­ნე­ბი­ან და მძი­მე ხა­სი­ა­თი უყა­ლიბ­დე­ბათ. აც­ნო­ბი­ე­რებს კი ამას დედ-მამა? აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა რომც ჰქონ­დეთ მათ შვი­ლებს, ბავ­შვებ­მა თუ ყვე­ლა­ზე დიდ და მნიშ­ვნე­ლო­ვან სას­წავ­ლე­ბელ­ში, ოჯახ­ში, ვერ და­ი­ნა­ხეს ერ­თგუ­ლე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა, პა­ტი­ე­ბის, სხვის­თვის მსა­ხუ­რე­ბი­სა და გუ­ლი­თა­დო­ბის მა­გა­ლი­თი, თა­ვა­დაც ამ გრძნო­ბე­ბი­სა­გან დაც­ლილ­ნი და ნაკ­ლუ­ლე­ვან­ნი იქ­ნე­ბი­ან, რაც შემ­დეგ მათ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს. მშობ­ლე­ბი ამ ცოდ­ვას რო­გორ გა­მო­ის­ყი­დი­ან?", - ბრძა­ნებს ილია მე­ო­რე. სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში პატ­რი­არ­ქი ხაზს უს­ვამს, რომ ქორ­წი­ნე­ბა ეკ­ლე­სი­ის ერთ-ერთი სა­ი­დუმ­ლოა. "ეს არის ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა სუ­ლი­ე­რი და ხორ­ცი­ე­ლი ერ­თო­ბი­სათ­ვის, რათა ერ­თმა­ნეთს შე­ე­წი­ონ იმ მდგო­მა­რე­ო­ბის მი­საღ­წე­ვად, რა­საც გუ­ლის­ხმობს განღმრთო­ბა. ეს პრო­ცე­სი ჰგავს ოქ­როს გა­მოდ­ნო­ბას, რაც ოჯა­ხურ ყო­ფა­ში ვლინ­დე­ბა ღვთის სა­დი­დებ­ლად ურ­თი­ერ­თმსხვერ­პლშე­წი­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით, გან­საც­დელ­თა ერ­თობ­ლი­ვი დათ­მე­ნით და მოყ­ვა­სი­სად­მი მსა­ხუ­რე­ბით. რა თქმა უნდა, განღმრთო­ბის მიღ­წე­ვის სურ­ვი­ლი არის ბერ-მო­ნოზვნუ­რი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი აზ­რიც, ოღონდ ამ შემ­თხვე­ვა­ში სრულ­ყო­ფის პრო­ცე­სი გან­სა­კუთ­რე­ბულ მოღ­ვა­წე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს. იგი უფრო რთუ­ლი გზა არის და ნუ­რა­ვინ იფიქ­რებს, რომ ეგო­ის­ტუ­რად მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ბერ-მო­ნოზვნო­ბა არის ას­კე­ტუ­რი მსა­ხუ­რე­ბა ღვთი­სა და მოყ­ვა­სი­სათ­ვის ამ სი­ტყვის ფარ­თო გა­გე­ბით", - აცხა­დებს პატ­რი­არ­ქი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ილია მეორე – დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზი მოჩვენებითი სიყვარულია

ილია მეორე – დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზი მოჩვენებითი სიყვარულია

აშკარად ჩანს, რომ მსოფლიო კარგავს ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას და მის ადგილს ვირტუალური გრძნობები და გაყალბებული სიყვარული იკავებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი , უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ბრძანებს. უწმინდესის განმარტებით, სხვადასხვა გატაცებას, რომელიც ადამიანს ხანმოკლე დროით ეწვევა ხოლმე, დღეს სიყვარულს უწოდებენ, თუმცა იგი ნამდვილი სიყვარულისაგან იმით განსხვავდება, რომ თავგანწირვის უნარისგან თითქმის სრულად დაცლილია, საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და არსებობს მანამ, ვიდრე ამა თუ იმ პიროვნების ეგოისტურ ზრახვებს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება. "ბუნებრივია, ასეთ გრძნობებზე დამყარებული ურთიერთობა მყიფეა, ხანმოკლე და მას არაფერი აქვს საერთო თავდადებულ, ნამდვილ სიყვარულთან", - აღნიშნავეს უწმინდესი. პატრიარქის აზრით, სწორედ მოჩვენებითი სიყვარულია დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზიც. "ცოლ-ქმარს აღარ შეუძლიათ ერთმანეთს სათანადო პატივი მიაგონ, დადგნენ პირად ინტერესებზე მაღლა და უღელი ერთად გასწიონ. რაკი მათ სიღრმისეული გრძნობები არ აკავშირებთ, მცირედი უსიამოვნებების გამოც ადვილად ამბობენ უარს პასუხიმგებლობაზე და "ახალი სიყვარულის" ძებნას იწყებენ. ზოგიერთი ოჯახი შეიძლება არც დაინგრეს, მაგრამ უსიყვარულობამ მუდმივი ჩხუბი და უთანხმოება წარმოშვას; ასეთ გარემოში კი ბავშვები ითრგუნებიან და მძიმე ხასიათი უყალიბდებათ. აცნობიერებს კი ამას დედ-მამა? აცნობიერებენ, რომ მატერიალური უზრუნველყოფა რომც ჰქონდეთ მათ შვილებს, ბავშვებმა თუ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სასწავლებელში, ოჯახში, ვერ დაინახეს ერთგულება, პატივისცემა, პატიების, სხვისთვის მსახურებისა და გულითადობის მაგალითი, თავადაც ამ გრძნობებისაგან დაცლილნი და ნაკლულევანნი იქნებიან, რაც შემდეგ მათ პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს. მშობლები ამ ცოდვას როგორ გამოისყიდიან?", - ბრძანებს ილია მეორე. საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი ხაზს უსვამს, რომ ქორწინება ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოა. "ეს არის ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება სულიერი და ხორციელი ერთობისათვის, რათა ერთმანეთს შეეწიონ იმ მდგომარეობის მისაღწევად, რასაც გულისხმობს განღმრთობა. ეს პროცესი ჰგავს ოქროს გამოდნობას, რაც ოჯახურ ყოფაში ვლინდება ღვთის სადიდებლად ურთიერთმსხვერპლშეწირული სიყვარულით, განსაცდელთა ერთობლივი დათმენით და მოყვასისადმი მსახურებით. რა თქმა უნდა, განღმრთობის მიღწევის სურვილი არის ბერ-მონოზვნური ცხოვრების მთავარი აზრიც, ოღონდ ამ შემთხვევაში სრულყოფის პროცესი განსაკუთრებულ მოღვაწეობას გულისხმობს. იგი უფრო რთული გზა არის და ნურავინ იფიქრებს, რომ ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ბერ-მონოზვნობა არის ასკეტური მსახურება ღვთისა და მოყვასისათვის ამ სიტყვის ფართო გაგებით", - აცხადებს პატრიარქი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია