პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - არჩევნების წელია და ამ წლის ბოლოს უკეთეს პარლამენტს გისურვებთ
დავით უსუფაშვილი - არჩევნების წელია და ამ წლის ბოლოს უკეთეს პარლამენტს გისურვებთ

პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ახა­ლი წელი პარ­ლა­მენ­ტის თბი­ლი­სის სა­სახ­ლე­ში აღ­ნიშ­ნეს. სა­დღე­სას­წა­უ­ლო კორ­პო­რა­ტი­უ­ლი მი­ღე­ბა სა­ა­ხალ­წლო მუ­სი­კით გა­იხ­სნა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მი­სალ­მე­ბი­თა და მი­ლოც­ვით გაგ­რძელ­და. "2016 წელი დად­გა! არ­ჩევ­ნე­ბის წე­ლია და პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს ამ წლის ბო­ლოს უკე­თეს პარ­ლა­მენტს გი­სურ­ვებთ. ძა­ლი­ან კარ­გი პარ­ლა­მენ­ტი გვყავს ჩვენ, მაგ­რამ გვინ­და კი­დევ უფრო უკე­თე­სი, ძა­ლი­ან კარ­გი ქვე­ყა­ნა გვაქვს, მაგ­რამ გვინ­და კი­დევ უკე­თე­სი, ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი ვართ ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი, მაგ­რამ უნდა გავ­ხდეთ კი­დევ უფრო მაგ­რე­ბი და უკე­თე­სე­ბი, ამი­ტომ 2016 წლის მან­ძილ­ზე კარგ ამ­ბებს გი­სურ­ვებთ, ყვე­ლა იმ ჩა­ნა­ფიქ­რის ას­რუ­ლე­ბას გი­სურ­ვებთ, რო­მე­ლიც თვი­თო­ე­ულ თქვენ­განს გაქვთ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის, ახ­ლობ­ლე­ბის­თვის და ქვეყ­ნის­თვის", - მი­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს უსუ­ფაშ­ვილ­მა. მან გა­სუ­ლი, 2015 წე­ლიც შე­ა­ფა­სა და იმ მიღ­წე­ვებ­სა და წარ­მა­ტე­ბებ­ზე ისა­უბ­რა, რა­საც პარ­ლა­მენ­ტმა და ზო­გა­დად, ქვე­ყა­ნამ მი­აღ­წია. მისი თქმით, ყო­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის შრო­მის და ღვაწ­ლის და მთლი­ა­ნად ერ­თი­ა­ნი გუნ­დის შე­დე­გია. კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატ­ში მო­მუ­შა­ვე იმ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბის გა­და­ცე­მით გაგ­რძელ­და, რო­მელ­თაც პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბის 25 და მეტ წლი­ა­ნი სტა­ჟი აქვთ. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აპა­რა­ტის 7 თა­ნამ­შრო­მელს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბი გა­დას­ცა და გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. სა­ჩუქ­რე­ბით - სა­ხე­ლო­ბი­თი ავ­ტო­კალ­მე­ბით, და­სა­ჩუქრდნენ ასე­ვე აპა­რა­ტის 53 თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლებ­მაც პარ­ლა­მენტს სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა 20 წელ­ზე მეტი და­უ­კავ­ში­რეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით უსუფაშვილი - არჩევნების წელია და ამ წლის ბოლოს უკეთეს პარლამენტს გისურვებთ

დავით უსუფაშვილი - არჩევნების წელია და ამ წლის ბოლოს უკეთეს პარლამენტს გისურვებთ

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ახალი წელი პარლამენტის თბილისის სასახლეში აღნიშნეს. სადღესასწაულო კორპორატიული მიღება საახალწლო მუსიკით გაიხსნა და პარლამენტის თავმჯდომარის მისალმებითა და მილოცვით გაგრძელდა. "2016 წელი დადგა! არჩევნების წელია და პარლამენტის ყველა თანამშრომელს ამ წლის ბოლოს უკეთეს პარლამენტს გისურვებთ. ძალიან კარგი პარლამენტი გვყავს ჩვენ, მაგრამ გვინდა კიდევ უფრო უკეთესი, ძალიან კარგი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ გვინდა კიდევ უკეთესი, ძალიან მაგრები ვართ ჩვენ, ქართველები, მაგრამ უნდა გავხდეთ კიდევ უფრო მაგრები და უკეთესები, ამიტომ 2016 წლის მანძილზე კარგ ამბებს გისურვებთ, ყველა იმ ჩანაფიქრის ასრულებას გისურვებთ, რომელიც თვითოეულ თქვენგანს გაქვთ საკუთარი ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვის და ქვეყნისთვის", - მიმართა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს უსუფაშვილმა. მან გასული, 2015 წელიც შეაფასა და იმ მიღწევებსა და წარმატებებზე ისაუბრა, რასაც პარლამენტმა და ზოგადად, ქვეყანამ მიაღწია. მისი თქმით, ყოველი წარმატება თითოეული ადამიანის შრომის და ღვაწლის და მთლიანად ერთიანი გუნდის შედეგია. კორპორატიული საღამო პარლამენტის აპარატში მომუშავე იმ თანამშრომლებისთვის სამახსოვრო საჩუქრების გადაცემით გაგრძელდა, რომელთაც პარლამენტში მუშაობის 25 და მეტ წლიანი სტაჟი აქვთ. პარლამენტის თავმჯდომარემ აპარატის 7 თანამშრომელს სპეციალური საჩუქრები გადასცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. საჩუქრებით - სახელობითი ავტოკალმებით, დასაჩუქრდნენ ასევე აპარატის 53 თანამშრომელი, რომლებმაც პარლამენტს საკუთარი საქმიანობა 20 წელზე მეტი დაუკავშირეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."