ნორიოსთან ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა

ნორიოსთან ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა

სოფელ ნორიოსთან, ავარიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა თბილისის შემოვლით გზაზე, ნორიოსთან, 25-ე კილომეტრზე მოხდა. გარდაცვლილების გარდა, ასევე დაშავებულია ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შემთხვევა სამ იანვარს, გამთენიისას მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია