მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მწეველ კაცებში მსოფლიო ლიდერი ვართ... ერის გოიმობის ხარისხი განისაზღვრება მწეველთა რიცხვით" - რომან გოცირიძე
"მწეველ კაცებში მსოფლიო ლიდერი ვართ... ერის გოიმობის ხარისხი განისაზღვრება მწეველთა რიცხვით" - რომან გოცირიძე

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი რო­მან გო­ცი­რი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბის მი­ხედ­ვით ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინგს აქ­ვეყ­ნებს და ქარ­თვე­ლი მწე­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს:

"სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა­ში ლი­დე­რი ქვეყ­ნე­ბი 2014 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით.

თუ გა­მო­იც­ნობთ, რა სა­ერ­თო აკავ­ში­რებთ მათ? beso namchavadze-ა ამ მიგ­ნე­ბის ავ­ტო­რი:)

1. სა­ბერ­ძნე­თი

2. სერ­ბია

3. ბულ­გა­რე­თი

4. რუ­სე­თი

5. მოლ­დო­ვა

6. უკ­რა­ი­ნა

9. ბე­ლა­რუ­სი

10. ჩერ­ნო­გო­რია (მონ­ტე­ნეგ­რო)

26. კვიპ­რო­სი

33. რუ­მი­ნე­თი

47. სა­ქარ­თვე­ლო

p.s. სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი ძა­ლი­ა­ნაც ნუ გა­გი­ხარ­დე­ბათ. ეს ცხრი­ლი როცა გა­კეთ­და, არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რის ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით 700 ათა­სით ნაკ­ლე­ბი ვართ. შე­სა­ბა­მი­სად, მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით 2015 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით. მე-6-ე ად­გილ­ზე!!!!

სა­ქარ­თვე­ლოს არც თუ ისე ცუდი ად­გი­ლი იმით აიხ­სნე­ბა, რომ ქა­ლე­ბი ნაკ­ლებს ეწე­ვი­ან. სოფ­ლად იშ­ვი­ა­თად ეწე­ვი­ან. მოსსხლე­ო­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სოფ­ლად ცხოვ­რობს. ანუ მწე­ველ კა­ცებ­ში მსოფ­ლიო ლი­დე­რი ვართ.

ბევ­რს რად უნდა სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა, როცა ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლია. თუმ­ცა არ ვიცი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბა­სა და ნარ­კო­მა­ნი­ას შო­რის არის თუ არა კო­რე­ლა­ცია. ამა­ზე იქ­ნე­ბა რა თქმა უნდა გა­მოკ­ვლე­ვე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბაც არ არის მა­ღა­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ სუ­რათს ის ალა­მა­ზებს, რომ ქა­ლე­ბი არ სვა­მენ და რე­ა­ლუ­რად კა­ცე­ბის მიერ სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლის მი­ღე­ბით ასე­ვე "მო­წი­ნა­ვე­თა" რი­გებ­ში ვართ.

ამი­ტო­მა­ცაა ქა­ლი­სა და კა­ცის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა­ში დიდი სხვა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ ყო­ფი­ლი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ქვეყ­ნე­ბი ლი­დე­რო­ბენ:

რუ­სე­თი, ჩი­ნე­თი, აღ­მო­სავ­ლე­თი ევ­რო­პა, თურ­ქე­თი.

სა­ქარ­თვე­ლოც აქ­ვეა სა­დღაც!

"ერის გო­ი­მო­ბის ხა­რის­ხი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მწე­ველ­თა რი­ცხვით, თუმ­ცა ცალ­კე აღე­ბუ­ლი მწე­ვე­ლი გო­ი­მი არ არის"!

ეს რომ კარლ იას­პერს ეთ­ქვა და არა მე, გა­ე­როს ლო­ზუნ­გი იქ­ნე­ბო­და

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლო­ბის დონე გა­ნი­საღ­ვრე­ბა იმით, თუ რო­გორ ეპყრო­ბი­ან შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს" (კ. იას­პერ­სი. არა­ზუს­ტი ცი­ტა­ტა:)

მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნე­ბის შე­ზღუდ­ვა­ში მხარს ვუ­ჭერ, თამ­ბა­ქო­ში მხარს ვუ­ჭერ და კი­დევ ამ­ბო­ბენ, რომ მთავ­რო­ბას სულ აკ­რი­ტი­კებ­სო?

სად და­კარ­გა ამ ხალ­ხმა იდე­ურ-პო­ლი­ტი­კუ­რი დონე", - წერს რო­მან გო­ცი­რი­ძე.

თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა ასე­ვე კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი გოგი გვა­ხა­რია:

"ამას ვერ და­ჯე­რებ; ვერ და­ვი­ჯე­რებ რომ ამე­რი­კა­ში უფრო მეტს ეწე­ვი­ან, ვიდ­რე საფ­რან­გეთ­ში. რამ­დენ­ჯერ და­მი­წყია მო­წე­ვა სწო­რედ საფ­რან­გეთ­ში, სა­დაც მას მერე, რაც კა­ფე­ებ­ში მო­წე­ვა აკ­რძა­ლეს ყვე­ლა მწე­ვე­ლი გა­რეთ გა­მო­ვი­და და ახლა გგო­ნია, რომ მთე­ლი ქვე­ყა­ნა ეწე­ვა:)

მექ­სი­კა მარ­თა­ლია. აქ თუ ეწე­ვი, ე.ი რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გაქვს და თა­ნაგ­რძნო­ბით გი­ყუ­რებს ხალ­ხი. ამას წი­ნათ ჩემს მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც ეწე­ვი­ან ვკი­თხე, აკა­პულ­კო­ში, სას­ტუმ­რო­ში ეწე­ო­დით მეთ­ქი? და სა­ფერ­ფლე­ე­ბი იდო მთლა­დო.. იმ­დე­ნად არა­ვინ ეწე­ვა რომ და­დეს სა­ფერ­ფლე­ე­ბი გი­ჟე­ბის­თვი­სო:)

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს. ამა­საც ვერ და­ვი­ჯე­რებ რომ ჩევნში და­ვუშ­ვათ გერ­მა­ნი­ა­ზე ნაკ­ლებს ეწე­ვი­ან. გა­ი­ხე­დავ, გა­მო­ი­ხე­დავ, ყვე­ლას სი­გა­რე­ტი უჭი­რავს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"მწეველ კაცებში მსოფლიო ლიდერი ვართ... ერის გოიმობის ხარისხი განისაზღვრება მწეველთა რიცხვით" - რომან გოცირიძე

"მწეველ კაცებში მსოფლიო ლიდერი ვართ... ერის გოიმობის ხარისხი განისაზღვრება მწეველთა რიცხვით" - რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სიგარეტის მოხმარების მიხედვით ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს და ქართველი მწეველების შესახებ წერს:

"სიგარეტის მოწევაში ლიდერი ქვეყნები 2014 წლის მდგომარეობით.

თუ გამოიცნობთ, რა საერთო აკავშირებთ მათ? beso namchavadze-ა ამ მიგნების ავტორი:)

1. საბერძნეთი

2. სერბია

3. ბულგარეთი

4. რუსეთი

5. მოლდოვა

6. უკრაინა

9. ბელარუსი

10. ჩერნოგორია (მონტენეგრო)

26. კვიპროსი

33. რუმინეთი

47. საქართველო

p.s. საქართველოს ადგილი ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ. ეს ცხრილი როცა გაკეთდა, არ იყო გათვალისწინებული მოსახლეობის აღწერის ახალი მონაცემები. დაახლოებით 700 ათასით ნაკლები ვართ. შესაბამისად, მსოფლიო ლიდერებში აღმოვჩნდებით 2015 წლის მონაცემებით. მე-6-ე ადგილზე!!!!

საქართველოს არც თუ ისე ცუდი ადგილი იმით აიხსნება, რომ ქალები ნაკლებს ეწევიან. სოფლად იშვიათად ეწევიან. მოსსხლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს. ანუ მწეველ კაცებში მსოფლიო ლიდერი ვართ.

ბევრს რად უნდა სიგარეტის მოწევა, როცა ნარკოტიკების მომხმარებელია. თუმცა არ ვიცი სიგარეტის მოხმარებასა და ნარკომანიას შორის არის თუ არა კორელაცია. ამაზე იქნება რა თქმა უნდა გამოკვლევები.

საქართველოში სპირტიანი სასმელების მოხმარებაც არ არის მაღალი. სინამდვილეში ამ სურათს ის ალამაზებს, რომ ქალები არ სვამენ და რეალურად კაცების მიერ სპირტიანი სასმელის მიღებით ასევე ”მოწინავეთა” რიგებში ვართ.

ამიტომაცაა ქალისა და კაცის სიცოცხლის ხანგრძლივობაში დიდი სხვაობა საქართველოში.

მწეველთა რაოდენობის მხრივ ყოფილი სოციალისტური ქვეყნები ლიდერობენ:

რუსეთი, ჩინეთი, აღმოსავლეთი ევროპა, თურქეთი.

საქართველოც აქვეა სადღაც!

”ერის გოიმობის ხარისხი განისაზღვრება მწეველთა რიცხვით, თუმცა ცალკე აღებული მწეველი გოიმი არ არის”!

ეს რომ კარლ იასპერს ეთქვა და არა მე, გაეროს ლოზუნგი იქნებოდა

”საზოგადოების ცივილიზებულობის დონე განისაღვრება იმით, თუ როგორ ეპყრობიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს” (კ. იასპერსი. არაზუსტი ციტატა:)

მარჯვენასაჭიანების შეზღუდვაში მხარს ვუჭერ, თამბაქოში მხარს ვუჭერ და კიდევ ამბობენ, რომ მთავრობას სულ აკრიტიკებსო?

სად დაკარგა ამ ხალხმა იდეურ-პოლიტიკური დონე", - წერს რომან გოცირიძე.

თემას ეხმაურება ასევე კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია:

"ამას ვერ დაჯერებ; ვერ დავიჯერებ რომ ამერიკაში უფრო მეტს ეწევიან, ვიდრე საფრანგეთში. რამდენჯერ დამიწყია მოწევა სწორედ საფრანგეთში, სადაც მას მერე, რაც კაფეებში მოწევა აკრძალეს ყველა მწეველი გარეთ გამოვიდა და ახლა გგონია, რომ მთელი ქვეყანა ეწევა:)

მექსიკა მართალია. აქ თუ ეწევი, ე.ი რაღაც სერიოზული პრობლემა გაქვს და თანაგრძნობით გიყურებს ხალხი. ამას წინათ ჩემს მეგობრებს, რომლებიც ეწევიან ვკითხე, აკაპულკოში, სასტუმროში ეწეოდით მეთქი? და საფერფლეები იდო მთლადო.. იმდენად არავინ ეწევა რომ დადეს საფერფლეები გიჟებისთვისო:)

რაც შეეხება საქართველოს. ამასაც ვერ დავიჯერებ რომ ჩევნში დავუშვათ გერმანიაზე ნაკლებს ეწევიან. გაიხედავ, გამოიხედავ, ყველას სიგარეტი უჭირავს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს