ნიუტონში მომხდარი ტრაგედიის გახსენებისას ბარაქ ობამამ იარაღის შეძენასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება მოითხოვა. მისი თქმით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს იმ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, ვინც იარაღს ყიდულობს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს ძალადობას.
შეხვედრას ფედერალური ბიუროს მაღალჩინოსნები და სხვა სამართალდამცველები ესწრებოდნენ.
"ყოველთვის, როცა ნიუტონში დაღუპული ბავშვები მახსენდება, თვალზე ცრემლი მადგება და ვტირი", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პირდაპირ ეთერში გამოსვლის დროს.