პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფროამერიკელმა ძირს დავარდნილ ქალს ტანი გაუსწორა და პირის გაღებას შეეცადა. ბნედა აქვს - წამოიძახა ვიღაცამ" - გოგა ჩანადირი მეტროში მომხდარ ამბავზე
"აფროამერიკელმა ძირს დავარდნილ ქალს ტანი გაუსწორა და პირის გაღებას შეეცადა. ბნედა აქვს - წამოიძახა ვიღაცამ" - გოგა ჩანადირი მეტროში მომხდარ ამბავზე

ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­ურ ამ­ბავს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც მას მეტ­რო­ში გა­დახ­და.

"ვი­ჯე­ქი მშვი­დად და წიგნს ვკი­თხუ­ლობ­დი. მეტ­როს მა­ტა­რებ­ლის ჩაქჩა­ქიც კი იავ­ნა­ნა­სა­ვით ჩა­მეს­მო­და. სად­გუ­რებ­ზე კარი რომ გა­ი­ღე­ბო­და, შე­იძ­ლე­ბა, გა­მე­ხე­და, რომ სა­სურ­ვე­ლი გა­ჩე­რე­ბა არ გა­მომ­პარ­ვო­და. ამ დროს თვალს მოვკრავ­დი ხოლ­მე მო­პირ­და­პი­რედ, დი­ა­გო­ნა­ლუ­რად მჯდარ აფ­რო­ა­მე­რი­კელს. მგო­ნი, ყურ­სას­მე­ნიც ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. ის კი შევ­ნიშ­ნე, რომ ვე­ე­ბერ­თე­ლა ზო­მის ბო­ტა­სი ეცვა.

წიგნს რომ ჩავ­ხე­დავ­დი, ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბო­და. ის იყო, მა­ტა­რე­ბე­ლი "მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ზე" შე­ვი­და და წიგ­ნიც გა­დავ­ფურ­ცლე, რომ და­ვი­ნა­ხე, ეს დიდი ბო­ტა­სე­ბი რო­გორ სწრა­ფად წა­მო­ი­მარ­თა და კა­რის­კენ გა­ვარ­და. თვა­ლი გა­ვა­ყო­ლე. ჯერ გა­ვი­ფიქ­რე, ღმერ­თო ჩემო, ეს რა სი­მაღ­ლის კა­ცია მეთ­ქი და და­ვი­ნა­ხე კი­დეც, ხალ­ხის გრო­ვა­ში რო­გორ ჩა­ი­ხა­რა. ვი­თა­რე­ბა ჩოჩ­ქო­ლად შე­ვა­ფა­სე და მა­ტა­რებ­ლი­დან სას­წრა­ფოდ გა­მო­ვე­დი.

ძირს და­ვარ­დნი­ლი ქალი და­ვი­ნა­ხე. აფ­რო­ა­მე­რი­კელ­მა ტანი გა­უს­წო­რა და პი­რის გა­ღე­ბას შე­ე­ცა­და.

ბნე­და აქვს - წა­მო­ი­ძა­ხა ვი­ღა­ცამ.

უცხო­ე­ლი გრძე­ლი და დახ­ვე­წი­ლი ხე­ლე­ბით ძლი­ე­რად ცდი­ლობ­და პი­რის გა­ღე­ბას. ნაქ­სოვ­ქუ­დი­ან გო­გო­ნას ბოთ­ლში წყა­ლიც აღ­მო­აჩ­ნდა და ყუ­რე­ბის და­ზელ­ვა და­უ­წყო.

ქალი გონს მალე მო­ე­გო. ჯერ თვა­ლე­ბი აქეთ-იქით ატ­რი­ა­ლა. მგო­ნი, იმის თქმა უნ­დო­და, სად ვარ, ან რა ხდე­ბაო. მერე ოდ­ნავ წა­მო­ი­წია, და­ი­ნა­ხა მო­ღი­მა­რი უცხო­ე­ლი და ქარ­თუ­ლად ჰკი­თხა:

- კარ­გად ვარ?

- ქი, დე­ი­და, ქარ­გად ხარ. მა­ნაც ქარ­თუ­ლად უპა­ა­უ­ხა.

- შვი­ლო, ვინა ხარ?

- სა­მუ­ე­ლი.

- დედა გი­ხუ­ტებ­დეს შვი­ლო, რა ეროვ­ნე­ბი­სა ხარ?

- დე­ი­და, ეროვ­ნე­ბას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? უთხრა მან, წა­მოდ­გა და ფარ­თო ღი­მი­ლი გა­ის­წო­რა.

გრძე­ლი ბო­ტა­სე­ბი უკვე მშვი­დად შე­ვი­და ხე­ლახ­ლა ჩა­მომ­დგა­რი

მა­ტა­რებ­ლის ვა­გონ­ში...

#‎ადა­მი­ა­ნის­თვის‬

ეროვ­ნე­ბას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"აფროამერიკელმა ძირს დავარდნილ ქალს ტანი გაუსწორა და პირის გაღებას შეეცადა. ბნედა აქვს - წამოიძახა ვიღაცამ" - გოგა ჩანადირი მეტროში მომხდარ ამბავზე

"აფროამერიკელმა ძირს დავარდნილ ქალს ტანი გაუსწორა და პირის გაღებას შეეცადა. ბნედა აქვს - წამოიძახა ვიღაცამ" - გოგა ჩანადირი მეტროში მომხდარ ამბავზე

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ ამბავს აქვეყნებს, რომელიც მას მეტროში გადახდა.

"ვიჯექი მშვიდად და წიგნს ვკითხულობდი. მეტროს მატარებლის ჩაქჩაქიც კი იავნანასავით ჩამესმოდა. სადგურებზე კარი რომ გაიღებოდა, შეიძლება, გამეხედა, რომ სასურველი გაჩერება არ გამომპარვოდა. ამ დროს თვალს მოვკრავდი ხოლმე მოპირდაპირედ, დიაგონალურად მჯდარ აფროამერიკელს. მგონი, ყურსასმენიც ჰქონდა გაკეთებული. ის კი შევნიშნე, რომ ვეებერთელა ზომის ბოტასი ეცვა.

წიგნს რომ ჩავხედავდი, ყველაფერი მავიწყდებოდა. ის იყო, მატარებელი "მარჯანიშვილზე" შევიდა და წიგნიც გადავფურცლე, რომ დავინახე, ეს დიდი ბოტასები როგორ სწრაფად წამოიმართა და კარისკენ გავარდა. თვალი გავაყოლე. ჯერ გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, ეს რა სიმაღლის კაცია მეთქი და დავინახე კიდეც, ხალხის გროვაში როგორ ჩაიხარა. ვითარება ჩოჩქოლად შევაფასე და მატარებლიდან სასწრაფოდ გამოვედი.

ძირს დავარდნილი ქალი დავინახე. აფროამერიკელმა ტანი გაუსწორა და პირის გაღებას შეეცადა.

ბნედა აქვს - წამოიძახა ვიღაცამ.

უცხოელი გრძელი და დახვეწილი ხელებით ძლიერად ცდილობდა პირის გაღებას. ნაქსოვქუდიან გოგონას ბოთლში წყალიც აღმოაჩნდა და ყურების დაზელვა დაუწყო.

ქალი გონს მალე მოეგო. ჯერ თვალები აქეთ-იქით ატრიალა. მგონი, იმის თქმა უნდოდა, სად ვარ, ან რა ხდებაო. მერე ოდნავ წამოიწია, დაინახა მოღიმარი უცხოელი და ქართულად ჰკითხა:

- კარგად ვარ?

- ქი, დეიდა, ქარგად ხარ. მანაც ქართულად უპააუხა.

- შვილო, ვინა ხარ?

- სამუელი.

- დედა გიხუტებდეს შვილო, რა ეროვნებისა ხარ?

- დეიდა, ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს? უთხრა მან, წამოდგა და ფართო ღიმილი გაისწორა.

გრძელი ბოტასები უკვე მშვიდად შევიდა ხელახლა ჩამომდგარი

მატარებლის ვაგონში...

#‎ადამიანისთვის‬

ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს?".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს