"ფეისბუქზე" პოეტ რატი ამაღლობელის ლექსის "პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში" შესახებ პოსტები არ წყდება.
"ღმერთმა შეგინდოს, შე უღმერთო!"
"ტვინგაყინულო"
"სულ გაგიჟდა ეს ხალხი, აღარაფრის რიდი და შიში აღარ აქვთ!"
"კი არ გაგიჟდა ასეთი სლეები არიან ეს სულგაყიდულები. ამასაც პოეტი უნდა ერქვას და დიდ მუხრანსაც? ვაი საქართველო ასეთი სულ გაყიდულების ხელში!!!"
"ვაიმე რა დებილი ხარ შემეცოდე"
"ნაგავი ხარ რატი ამღლობელო, ერთი ჩვეულებრივი ნაგავი"
ავადმყოფი რომ ხარ არ გეუბნებიან, ფუ შენი უჯიშო..!"
"რატი, რატი რომ ჩაძმარდი, არ გიხდება მსგავსი კადრი!"
"რა ლექსია შე საცოდავო??!! შენ და შენისთანები თუ ამას ლექსს ეძახით??.. კარგად გვქონია საქმე! მომავალ შთამომავლობას რა ეშველება თუ შენი ლექსების კითხვა მოუწია!!! ვინც შენ პოეტი დაგარქვა.. ??! თუ დაგაბრალა ??! ვაი შე საცოდავო!!!!", - წერენ პოეტის შესახებ ინტერნეტ-მომხმარებლები.
კრიტიკოსების შემდეგ რატი ამაღლობელს დამცველები გამოუჩდნენ:
ცოტნე გამსახურდია:
ბრავო, რატი ამაღლობელს! გაბედა და დაწერა, რასაც ჩვენი მხცოვანი ინწილიგენცია და გაინწილიგენტებული ახალგაზრდა კულტმუშაკები ვერ ამბობენ. აბა, საპატრიარქოს კეთილგანწყობას ხომ არ დაკარგავენ? ქართუბანკის მადლის დაკარგვის მერე ასეთ დარტყმას ვერ გადაიტანენ!
მასაც იმეორებს წინამძღვართა საგალობლის ტექსტს:
პოეტს ხან რეალიზმისგან დაშორებაში დებენ ბრალს, თითქოს რეპორტიორი იყოს, ხან - უკიდურეს ნატურალიზმში... მავანი აპროტესტებს, მოხუცი კი არ გაიყინა, გული გაუსკდაო! დიდი შეღავათია, ღმერთმანი... თითქოს ჯერ არავინ გაყინულა მიუსაფრობითა და გუგრილობით ამ ქვეყანაში და ჩვენ ეკლესიის მსახურთა აპარტამენტები - ღიაა გულგახეთქილთა და ქუჩაში დარჩენილთა გამასპინძლებისათვის!
ბევრს აღარ გავაგრძელებ. ჯობს, თავად პოეტის "გაყინული პატრიარქი" წაიკითხოთ. ერთს დავამატებ მათ პასუხად, ვინც გულწრფელი დ. ღვთაებრივი რისხვით აღაპყრობს ხელთა და იკითხავს: რა შუაშია პატრიარქი, ხელები შორს პატრიარქისგანო! ტავარიშჩი, სანამ პატრიარქმადიდებლობას დაეუფლებოდეთ, იქნებ ქრისტეზეც წაგეკითხათ რამე... ფორმალურად მაინც...
"44. მაშინ მიუგებენ ისინიც და ეტყვა ან: უფალო, როდის გნახეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან უძლური, ან საპყრობილეში, და არ გემსახურეთ შენ?
45. მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ამინ გეუბნებით თქვენ: რაც არ გაუკეთეთ ერთ ამ მცირეთაგანს, მე არ გამიკეთეთ." - იესო ქრისტე, მათეს სახარება
***
ჩაქოლეთ ამაღლობელი უკვე თუ ჯერ ცოცხალია? მოდით, არ და ვერ ვიტყვი კომენტარს ლექსთან დაკავშირებულ მოვლენებზე - რელიგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ ასპექტში, გაკერპების ნეგატიურობაზე და ა.შ.
უბრალოდ გეტყვით, გლეხურად, ძვირფასებო:
როგორ გეტყობათ, რომ ოცდაათიანი წლების შემოქმედთა შთამომავალნი ხართ!
და საერთოდ, ვკითხულობ კომენტარებს და გაოგნებული ვარ... არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ არის ამაღლობელის ლექსში ანტიქრისტიანული! მეტიც, სრულიად ქრისტიანული დისკურსი და პათოსია, რომ ადამიანი, მწყემსი, მღვდელმსახური და უბრალოდ, მოყვასი ეწამოს, აღესრულოს სხვის გულისთვის! აი, ამიტომ არის ქართული ეკლესია დღეს ბოროტების მსახური, რომ აქ მისი წინამძღვარისათვის კუთვნილ ადგილად მხოლოდ ფუფუნება და აპარტამენტები წარმუდგენიათ და აზროვნების არე საერთოდ დახშული აქვთ! აი,ესაა უბედურება...
ირაკლი ვაჭარაძე:
მე ხომ ჯვარს მაცვეს, მაგრამ არც რატის დაადგა უკეთესი დღე ამ ლექსისთვის. ლევან სანიკიძისთვის არავის მოუთხოვია ისტორიული ფაქტების სიზუსტის დაცვა და რატის სთხოვენ, პოეტს
ნიკა გვარამია:
ამასობაში, რატი ამაღლობელი დავაჟკაცებულა, შემოევლოს ერი
ნუ ჯერ ეზოპეს ენით იკენწლება, მეტზე გამბედაობა არ ყოფნის, მარა პეპლებზე და ყვავილებზე ლაპარაკს ჯობია მაინც
შოთა დიღმელაშვილი:
მოკლედ, რატი ამაღლობელს გაუხურეს, როგორ გაბედე გაყინული გლახის პატრიარქთან შედარებაო. გამიკვირდა, რადგან ბუნდოვნად მახსოვს ღრმა ბავშვობაში ნასწავლი იგავნი სოლომონისა – "ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს" (19:17).
იქვე მათე (25:34-39): "მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ? მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ".
ჰოდა, ვერ გავიგე რაზეა ამბავი ამტყდარი: თავად წმინდა წერილი თუ ღმერთს გლახაში ხედავს, პატრიარქის შედარება გლახასთან რატომ არ მოსულა? – რა, ახალი ქართული კანონიკით პატრიარქი ღმერთზე დიდია?
ორი შესაძლო დასკვნის გამოტანა შეიძლება:
ა) ქართველი მართლმადიდებლები არ კითხულობენ წმინდა წერილს;
ბ) ქართველი მართლმადიდებლებისთვის ერთი ადამიანი უფრო წარჩინებული და უფრო დიდია, ვიდრე ღმერთი.
არ ვიცი ამ ორი ბოროტებიდან რომელია უფრო მცირე – საკუთარი სარწმუნოების უცოდინარი მორალისტი მორწმუნეების ზეობა თუ აშკარა კერპთაყვანისმცემლობა, თანაც ქრისტიანობის სახელით? თქვენ როგორ ფიქრობთ?
გოგი გვახარია
პოეტს რომ "ისტორიულ სიზუსტეს" სთხოვს ის ხალხი
ვახ როგორ არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში
დათო გოგიშვილი
მე პირადად იოტისოდენადაც არ ვბრაზდები რატი ამაღლობელზე, არც ზოგადად მსგავსი ტიპის გამოვლინებებზე. ბატონებო რატომ არ გაქვთ პროტესტი იმაზე, რომ თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ფსევდო ფასეულობებია დამკვიდრებული?? ერთხელ მაინც გაგჩენიათ კითხვა, რომ რაში მდგომარეობს იმ კრიტერიუმების არსი და მართლზომიერება, რითაც ადამიანებს ვაპოპულარულებთ, ვაკერპებთ და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის ამა თუ იმ სტატუსსა თუ წოდებას ვანიჭებთ?? ამ პროცესებში თანაბარი უპირატესობით არიან ჩართულები საზოგადოების ცნობადი სახეები, საზოგადოების არაცნობადი, მაგრამ ავტორიტეტული წარმომადგენლები. ლომის წილი მიუძღვის ამ საქმეში ქართულ ტელევიზიებს, თანამედროვე ქართულ რეალობაში გამეფებულ სნობიზმს. ქართულ მედიაში გამეფებულ ადამიანების "დაბლოკვის" ინსტიტუტს. ოდესმე მოგიწვევიათ ეთერში ალტერნატიული ხედვისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის მქონე მწერლები და პოეტები?? გაგიცვნიათ ისინი საზოგადოებისათვის??. თქვენ!!!
ბატონებო: მინიმუმ აბაშიძის ქუჩაზე რომელიმე "ზავიძენიაში" ან შარდენზე, რომელიმე "პერო-აბრაზნი" კაფეში თუ არ აქვს "მგოსანს" ფოტკა ატვირთულ-"დაჩექინებული" ისე არა თუ მწერლად, ან რომელიმე თოქ-შოუში მისი სამწერლო შემოქმედების გაშუქების ღირსად, არამედ უბრალოდ ადამიანად არ თვლით. ჩვენ, საზოგადოება ვადგამთ თავზე ამა თუ იმ ფსევდო, მანკიერი ღირებულებების მატარებელ შემთხვევით ტიპებს საზოგადო მოღვაწისა და ერის მამის შარავანდედს და მერე ვბრაზდებით მათ მიერ გადადგმულ ამა თუ იმ აბსოლიტურად მიუღებელ ნაბიჯებსა თუ გამოხტომებზე. მიზეზების საკუთარ თავში ძებნა ისწავლე ქართულო საზოგადოებავ!
იხილეთ ასევე: "მოდის საშინელი ზიზღისა და მუქარების წერილები..." - რატი ამაღლობელი კრიტიკოსებს პასუხობს