Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიას ოჯახი ახალ წელს სამარხვო სუფრით შეხვდა: "იმედი მაქვს დათოს სახლში ყოფნა არ დაებედება..."
დავით ნარმანიას ოჯახი ახალ წელს სამარხვო სუფრით შეხვდა: "იმედი მაქვს დათოს სახლში ყოფნა არ დაებედება..."

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას ოჯახ­ში სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე, ქათ­მი­სა და ინ­და­უ­რის ნაც­ვლად, თევ­ზის სა­ცი­ვი იდო. სხვა კერ­ძე­ბიც სა­მარ­ხვო გახ­ლდათ, რად­გან მერ­მა და მის­მა მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­მა, თიკა თი­ნი­კაშ­ვილ­მა, სა­შო­ბაო მარ­ხვა შე­ი­ნა­ხეს. და­ვით ნარ­მა­ნია ცოლ­თან ერ­თად ახალ წელს ღია ცის­ქვეშ უკვე მე­სა­მედ შეხ­ვდა. 2016 წელს მშობ­ლებ­თან ერ­თად უფ­რო­სი შვი­ლე­ბი - კოკო და ილია-დე­ნი­სიც შეხ­ვდნენ. პა­ტა­რა გო­გო­ნა ელე­ნე კი სახ­ლში და­ტო­ვეს.

ქალ­ბა­ტონ თი­კას ახა­ლი წლის ღა­მეს ჩათ­ქმუ­ლი სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის არ სჯე­რა. გა­ცი­ლე­ბით რე­ა­ლის­ტუ­რად უყუ­რებს ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ოპ­ტი­მის­ტუ­რად.

- ქალ­ბა­ტო­ნო თიკა, გი­ლო­ცავთ ახალ წელს, რო­გორ გა­ა­ტა­რა თბი­ლი­სის მე­რის ოჯახ­მა ახა­ლი წლის ღამე?

- ახალ წელს მე, დათო და ბი­ჭე­ბი ღია ცის­ქვეშ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე შევ­ხვდით. შემ­დეგ მე და ბავ­შვე­ბი სახ­ლში დავ­ბრუნ­დით, და­თომ კი იმ ღა­მეს ახა­ლი წელი მი­უ­ლო­ცა და­სუფ­თა­ვე­ბის, მეტ­როს, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს და გვი­ან დაბ­რუნ­და შინ თა­ვის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად და, რა თქმა უნდა, სუფ­რას­თან გაგ­რძელ­და ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნა.

წელს ვმარ­ხუ­ლობთ და, შე­სა­ბა­მი­სად, სუფ­რაც მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იყო. ტრა­დი­ცი­უ­ლი ქე­ი­ფი არ გა­მარ­თუ­ლა, რო­გო­რიც ქარ­თულ ოჯა­ხებ­შია ხოლ­მე. გამ­თე­ნი­ამ­დე გას­ტა­ნა სუფ­რამ. ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო ის იყო, რომ ღა­მით თოვ­ლი წა­მო­ვი­და. მარ­თა­ლია, ისე­თი არ იყო, რო­გორც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იცის და რი­სიც ყვე­ლას ძა­ლი­ან გვშურს, მაგ­რამ მა­ინც სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. ფან­ჯრი­დან ვუ­ყუ­რებ­დი და ამან სულ სხვა ხიბ­ლი მის­ცა ახალ წელს.

- ბა­ტონ და­ვითს მარ­ხვა არ გა­უ­ჭირ­და?

- არ უჭირს. ად­რეც სულ ვმარ­ხუ­ლობ­დით. ბოლო ერთი წელი ვერ ვი­მარ­ხუ­ლე, რად­გან ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, მერე ბავ­შვი ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე მყავ­და. რო­გორც კი პა­ტა­რე­ბი წა­მო­ი­ზარ­დნენ, ისევ შევ­ძე­ლი მარ­ხვის დაც­ვა.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­ნამ მარ­ხვას და­ვი­წყებ­დი, მე­გო­ნა, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ დღე­ვან­დელ დღეს მარ­ხვის დაც­ვა სუ­ლაც აღარ არის რთუ­ლი. თუ რამე ძა­ლი­ან მო­გინ­დე­ბა, სა­მარ­ხვო თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­პო­ვე­ბა. როცა მარ­ხვას იწყებ, მზად ხარ და გან­წყო­ბაც შე­სა­ბა­მი­სი გაქვს. იცი, რომ ახა­ლი წელი მოვა და შენ­თვის რა­ღა­ცე­ე­ბი აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა. თუ მოთ­ქმა­ში იქ­ნე­ბი, ვა­ი­მე, დედა, გოჭს და ინ­და­ურს ვერ ვჭა­მო, მა­შინ ჯო­ბია, სულ არ იმარ­ხუ­ლო.

და­თოს თევ­ზე­უ­ლი ძა­ლი­ან უყ­ვარს. 25 დე­კემ­ბრამ­დე, ოთხშა­ბა­თი-პა­რას­კე­ვის გარ­და, თევ­ზით ხსნი­ლი იყო, რაც საკ­მა­ოდ უმ­სუ­ბუ­ქებს ადა­მი­ანს მარ­ხვის დღე­ებს. ახა­ლი წლის დღე­ებ­შიც ხსნი­ლი იყო თევ­ზე­უ­ლით და ხორ­ცე­უ­ლის ჭა­მის დიდი სურ­ვი­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ გვქო­ნია. დათო არ არის პრე­ტენ­ზი­უ­ლი მჭა­მე­ლი და არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა იმ მა­მა­კაც­თა კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლებ­მაც ხორ­ცი თუ არ ჭა­მეს, ვერ ნაყ­რდე­ბი­ან.

- ბე­დო­ბა­დღეს, 2 იან­ვარს, რა და­ი­ბე­დეთ?

- ბავ­შვებ­თან ერ­თად ჟი­ვილ-ხი­ვი­ლი და - მე­უღ­ლე სახ­ლში. რო­გორც იქნა, დათო სახ­ლში იყო და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი დავ­რჩით, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, სახ­ლში ყოფ­ნა არ და­ე­ბე­დე­ბა, ეს მთლად მთელ წელს არ გას­ტანს და თბი­ლი­სე­ლებ­ზე ისევ იზ­რუ­ნებს.

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დავით ნარმანიას ოჯახი ახალ წელს სამარხვო სუფრით შეხვდა: "იმედი მაქვს დათოს სახლში ყოფნა არ დაებედება..."

დავით ნარმანიას ოჯახი ახალ წელს სამარხვო სუფრით შეხვდა: "იმედი მაქვს დათოს სახლში ყოფნა არ დაებედება..."

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ოჯახში საახალწლო სუფრაზე, ქათმისა და ინდაურის ნაცვლად, თევზის საცივი იდო. სხვა კერძებიც სამარხვო გახლდათ, რადგან მერმა და მისმა მეორე ნახევარმა, თიკა თინიკაშვილმა, საშობაო მარხვა შეინახეს. დავით ნარმანია ცოლთან ერთად ახალ წელს ღია ცისქვეშ უკვე მესამედ შეხვდა. 2016 წელს მშობლებთან ერთად უფროსი შვილები - კოკო და ილია-დენისიც შეხვდნენ. პატარა გოგონა ელენე კი სახლში დატოვეს.

ქალბატონ თიკას ახალი წლის ღამეს ჩათქმული სურვილების ასრულების არ სჯერა. გაცილებით რეალისტურად უყურებს ყველაფერს, მაგრამ აუცილებლად ოპტიმისტურად.

- ქალბატონო თიკა, გილოცავთ ახალ წელს, როგორ გაატარა თბილისის მერის ოჯახმა ახალი წლის ღამე?

- ახალ წელს მე, დათო და ბიჭები ღია ცისქვეშ, თავისუფლების მოედანზე შევხვდით. შემდეგ მე და ბავშვები სახლში დავბრუნდით, დათომ კი იმ ღამეს ახალი წელი მიულოცა დასუფთავების, მეტროს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს და გვიან დაბრუნდა შინ თავის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად და, რა თქმა უნდა, სუფრასთან გაგრძელდა ახალი წლის აღნიშვნა.

წელს ვმარხულობთ და, შესაბამისად, სუფრაც მოკრძალებული იყო. ტრადიციული ქეიფი არ გამართულა, როგორიც ქართულ ოჯახებშია ხოლმე. გამთენიამდე გასტანა სუფრამ. ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ ღამით თოვლი წამოვიდა. მართალია, ისეთი არ იყო, როგორც დასავლეთ საქართველოში იცის და რისიც ყველას ძალიან გვშურს, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო. ფანჯრიდან ვუყურებდი და ამან სულ სხვა ხიბლი მისცა ახალ წელს.

- ბატონ დავითს მარხვა არ გაუჭირდა?

- არ უჭირს. ადრეც სულ ვმარხულობდით. ბოლო ერთი წელი ვერ ვიმარხულე, რადგან ორსულად ვიყავი, მერე ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა. როგორც კი პატარები წამოიზარდნენ, ისევ შევძელი მარხვის დაცვა.

რამდენიმე წლის წინ, სანამ მარხვას დავიწყებდი, მეგონა, ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ დღევანდელ დღეს მარხვის დაცვა სულაც აღარ არის რთული. თუ რამე ძალიან მოგინდება, სამარხვო თითქმის ყველაფერი მოიპოვება. როცა მარხვას იწყებ, მზად ხარ და განწყობაც შესაბამისი გაქვს. იცი, რომ ახალი წელი მოვა და შენთვის რაღაცეები აკრძალული იქნება. თუ მოთქმაში იქნები, ვაიმე, დედა, გოჭს და ინდაურს ვერ ვჭამო, მაშინ ჯობია, სულ არ იმარხულო.

დათოს თევზეული ძალიან უყვარს. 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათი-პარასკევის გარდა, თევზით ხსნილი იყო, რაც საკმაოდ უმსუბუქებს ადამიანს მარხვის დღეებს. ახალი წლის დღეებშიც ხსნილი იყო თევზეულით და ხორცეულის ჭამის დიდი სურვილი მაინცდამაინც არ გვქონია. დათო არ არის პრეტენზიული მჭამელი და არ მიეკუთვნება იმ მამაკაცთა კატეგორიას, რომლებმაც ხორცი თუ არ ჭამეს, ვერ ნაყრდებიან.

- ბედობადღეს, 2 იანვარს, რა დაიბედეთ?

- ბავშვებთან ერთად ჟივილ-ხივილი და - მეუღლე სახლში. როგორც იქნა, დათო სახლში იყო და ძალიან კმაყოფილები დავრჩით, მაგრამ იმედი მაქვს, სახლში ყოფნა არ დაებედება, ეს მთლად მთელ წელს არ გასტანს და თბილისელებზე ისევ იზრუნებს.

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია