5 იანვარს, ქუთაისში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქალაქი შეძრა, - კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე 4 წლის გოგონა მრავალსართულიანი კორპუსიდან ჩამოვარდნილმა ბეტონის კონსტრუქციამ იმსხვერპლა.
კორპუსის მაცხოვრებლები, ამბობენ, რომ ქალის განწირული კივილი გაიგონეს, რის შემდეგაც ქუჩაში გასულები საშინელ ვითარებას შეესწრნენ.
მარინა ნოზაძე. კორპუსის მცხოვრები:
- ქალის განწირული კივილი გავიგონე, ფანჯარას მივვარდი და რაც დავინახე, იმის დანახვას არავის ვუსურვებ, - ქალს ბავშვი ჩახუტებული ჰყავდა და დახმარებას განწირულად ითხოვდა. ბავშვი, სამწუხაროდ, ადგილზევე გარდაიცვალა, დედაც დაშავდა... თუმცა, როგორც ვიცი, მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. გულწრფელად ვუსამძიმრებ მშობლებს ამ უბედურებას, საშინლებაა შვილის დაკარგვა. ჩვენი კორპუსის მაცხოვრებლები არ არიან, როგორც გავიგე, შემთხვევითი გამვლელები იყვნენ, დედას ბავშვი ხელში ეჭირა, როდესაც ეს ტრაგედია დაატყდათ.