პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰოლივუდის ვარსკვლავებზე ლამაზი ხარო, მეუბნება" - როგორ ანებივრებს ორსულ მარიამ კუბლაშვილს ლევან ხურცია
"ჰოლივუდის ვარსკვლავებზე ლამაზი ხარო, მეუბნება" - როგორ ანებივრებს ორსულ მარიამ კუბლაშვილს ლევან ხურცია

ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ წყვი­ლი - ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ხურ­ცია რამ­დე­ნი­მე თვე­ში მშობ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან. მა­რი­ა­მი 3 თვის ორ­სუ­ლია. ბავ­შვის სქე­სი იცი­ან, თუმ­ცა არ ამ­ხე­ლენ. ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თვის ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მა­რი­ა­მის­თვის ეს მე­ო­რე შვი­ლია, მას უკვე ჰყავს ვაჟი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, ლე­ვა­ნის­თვის კი პირ­ვე­ლია. ქმა­რი ორ­სულ ცოლ­ზე გა­ას­მა­გე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ზრუ­ნავს და ყვე­ლა მის კაპ­რიზს ას­რუ­ლებს. წყვი­ლი მათ ცხოვ­რე­ბა­ში დამ­დგარ ახალ ეტაპ­ზე "სარ­კეს" ესა­უბ­რა:

- უკვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი გაქვთ, რო­გო­რი მამა იქ­ნე­ბით?

- არა, აზ­რზე არ ვარ, რო­გო­რი მამა ვიქ­ნე­ბი. მე უკვე მყავს შვი­ლი, მა­რი­ა­მის ვაჟი, გი­ორ­გი-არბი. ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი, ძა­ლი­ან ძმა­კა­ცუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მას­თან, თუმ­ცა მა­მო­ბა რა შეგ­რძნე­ბაა და რო­გო­რი მამა ვიქ­ნე­ბი, არ ვიცი. როცა ბავ­შვი გაჩ­ნდე­ბა, მერე მივ­ხვდე­ბი, რო­გორ უნდა ვი­ურ­თი­ერ­თო მას­თან.

- რო­გორ ზრუ­ნავთ ორ­სულ ცოლ­ზე, ხომ არ ჭირ­ვე­უ­ლობს?

- სხვა­თა შო­რის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი არ შე­მიმ­ჩნე­ვია, უბ­რა­ლოდ ახლა იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტად ვუფრ­თხილ­დე­ბი, ვიდ­რე აქამ­დე.

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი და ლე­ვა­ნის რე­აქ­ცია, როცა გა­ი­გეთ, რომ მშობ­ლე­ბი გახ­დე­ბო­დით?

- არც გვჯე­რო­და, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ლე­ვა­ნი სი­ხა­რუ­ლის­გან ტი­რო­და, ბავ­შვი­ვით ხტუ­ნავ­და.

- რო­გო­რი ორ­სუ­ლო­ბა გაქვთ?

- ყო­ველ სა­ღა­მოს მგო­ნია, რომ ვი­მა­ტებ და ვი­მა­ტებ, ალ­ბათ ყვე­ლა ორ­სულ ქალს აქვს ეს შეგ­რძნე­ბა, რომ ცოტა მძი­მედ სუნ­თქავს, რომ დამ­ძიმ­და და ა. შ. დღეს მი­თხრეს, არ მო­გი­მა­ტია, დამ­შვიდ­დიო. ძა­ლი­ან კაპ­რი­ზუ­ლი ვარ, სულ ვწუ­წუ­ნებ, სულ მგო­ნია, რომ და­ვი­ღა­ლე. ლე­ვა­ნი ყვე­ლა­ფერს თვი­თონ აკე­თებს, უნდა, რომ მე და­ვის­ვე­ნო. პა­ტა­რა რა­ღა­ცა­ზეც რომ და­ვი­წუ­წუ­ნო, თავს მევ­ლე­ბა, აბა, რა გჭირ­დე­ბა, რა გინ­დაო. ოღონდ შენ იწე­ქი, კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძე­ნი თა­ვიო, მე­უბ­ნე­ბა. როცა მე­უღ­ლე თავს ასე გევ­ლე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გია!

- რო­გორ კომ­პლი­მენ­ტებს გე­უბ­ნე­ბათ ლე­ვა­ნი?

- ლე­ვა­ნი კომ­პლი­მენ­ტებს სულ მე­უბ­ნე­ბა, სა­ნამ ცო­ლად გავ­ყვე­ბო­დი, ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, შენს გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ღაც ძა­ლი­ან მომ­წონ­სო. ყვე­ლა კაცს თა­ვი­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ცოლი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ჰგო­ნია, ლე­ვა­ნიც ასეა. ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებ­ზეც ლა­მა­ზი ხარო, მე­უბ­ნე­ბო­და. ახ­ლაც ხში­რად მა­ნე­ბივ­რებს კომ­პლი­მენ­ტე­ბით. სულ მი­მე­ო­რებს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, რომ ლა­მა­ზი ვარ.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

"ჰოლივუდის ვარსკვლავებზე ლამაზი ხარო, მეუბნება" - როგორ ანებივრებს ორსულ მარიამ კუბლაშვილს ლევან ხურცია

"ჰოლივუდის ვარსკვლავებზე ლამაზი ხარო, მეუბნება" - როგორ ანებივრებს ორსულ მარიამ კუბლაშვილს ლევან ხურცია

ახალდაქორწინებულ წყვილი - ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და მსახიობი ლევან ხურცია რამდენიმე თვეში მშობლები გახდებიან. მარიამი 3 თვის ორსულია. ბავშვის სქესი იციან, თუმცა არ ამხელენ. ამბობენ, რომ მათთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მარიამისთვის ეს მეორე შვილია, მას უკვე ჰყავს ვაჟი პირველი ქორწინებიდან, ლევანისთვის კი პირველია. ქმარი ორსულ ცოლზე გაასმაგებული პასუხისმგებლობით ზრუნავს და ყველა მის კაპრიზს ასრულებს. წყვილი მათ ცხოვრებაში დამდგარ ახალ ეტაპზე "სარკეს" ესაუბრა:

- უკვე წარმოდგენილი გაქვთ, როგორი მამა იქნებით?

- არა, აზრზე არ ვარ, როგორი მამა ვიქნები. მე უკვე მყავს შვილი, მარიამის ვაჟი, გიორგი-არბი. ძალიან მეგობრული, ძალიან ძმაკაცური ურთიერთობა მაქვს მასთან, თუმცა მამობა რა შეგრძნებაა და როგორი მამა ვიქნები, არ ვიცი. როცა ბავშვი გაჩნდება, მერე მივხვდები, როგორ უნდა ვიურთიერთო მასთან.

- როგორ ზრუნავთ ორსულ ცოლზე, ხომ არ ჭირვეულობს?

- სხვათა შორის, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შემიმჩნევია, უბრალოდ ახლა იმაზე გაცილებით მეტად ვუფრთხილდები, ვიდრე აქამდე.

- როგორი იყო თქვენი და ლევანის რეაქცია, როცა გაიგეთ, რომ მშობლები გახდებოდით?

- არც გვჯეროდა, ძალიან გახარებულები ვიყავით. ლევანი სიხარულისგან ტიროდა, ბავშვივით ხტუნავდა.

- როგორი ორსულობა გაქვთ?

- ყოველ საღამოს მგონია, რომ ვიმატებ და ვიმატებ, ალბათ ყველა ორსულ ქალს აქვს ეს შეგრძნება, რომ ცოტა მძიმედ სუნთქავს, რომ დამძიმდა და ა. შ. დღეს მითხრეს, არ მოგიმატია, დამშვიდდიო. ძალიან კაპრიზული ვარ, სულ ვწუწუნებ, სულ მგონია, რომ დავიღალე. ლევანი ყველაფერს თვითონ აკეთებს, უნდა, რომ მე დავისვენო. პატარა რაღაცაზეც რომ დავიწუწუნო, თავს მევლება, აბა, რა გჭირდება, რა გინდაო. ოღონდ შენ იწექი, კომფორტულად იგრძენი თავიო, მეუბნება. როცა მეუღლე თავს ასე გევლება, ძალიან კარგია!

- როგორ კომპლიმენტებს გეუბნებათ ლევანი?

- ლევანი კომპლიმენტებს სულ მეუბნება, სანამ ცოლად გავყვებოდი, ყოველთვის მეუბნებოდა, შენს გარეგნობაში რაღაც ძალიან მომწონსო. ყველა კაცს თავისი შეყვარებული და ცოლი ყველაზე ლამაზი ჰგონია, ლევანიც ასეა. ჰოლივუდის ვარსკვლავებზეც ლამაზი ხარო, მეუბნებოდა. ახლაც ხშირად მანებივრებს კომპლიმენტებით. სულ მიმეორებს, რომ განსაკუთრებულად გამოვიყურები, რომ ლამაზი ვარ.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

"რეჟისორებს ვუთხარი: მინდა სერიალში ქართული ისმოდეს-მეთქი" - როგორ მოხვდა ლევან ხურცია რუსულ მძაფრსიუჟეტიან სერიალში

"დეპრესიაში ვარ, რომ ვიღვიძებ და არსად მეჩქარება" - რა შეცვალა პანდემიამ ნიკა წულუკიძისა და თათული ედიშერაშვილის ცხოვრებაში

"ორივე ფილტვზე მაქვს ანთება" - გოგოლა კალანდაძე კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხს ელოდება