თურქეთის სანაპიროებთან გამორიყულ ცხედრებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან

თურქეთის სანაპიროებთან გამორიყულ ცხედრებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან

თურქეთის სანაპიროებთან გამორიყული ცხედრების რაოდენობა გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სანაპიროებზე სულ 34 მიგრანტის ცხედარი იპოვეს. დაღუპულებს შორის არიან მცირეწლოვნებიც. მომხდარის შემდეგ თურქეთის სანაპირო დაცვამ ზღვაში სამძებრო სამუშაოები ჩაატარა, შედეგად რვა ადამიანი გადაარჩინეს. მათი ნავი სავარაუდოდ შუა ზღვაში ჩაიძირა. ისინი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსამდე ცდილობდნენ მიღწევას.

თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთიდან ევროპამდე სწორედ თურქეთის გავლით ცდილობს ჩასვლას. 2015 წლის განმავლობაში ევროპამდე ჩასაღწევად მილიონზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა ხმელთაშუა ზღვა. გაერო-ს მონაცემებით, მათგან 3 771 დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა