მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენიმე სიტყვა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვაში არსებულ მდგომარეობაზე - გიორგი ქადაგიძე
რამდენიმე სიტყვა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვაში არსებულ მდგომარეობაზე - გიორგი ქადაგიძე

რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

1. გულ­სის­ხძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა (სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მი­ზე­ზი) არის 7,7 ათას ადა­მი­ან­ზე, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩვენ­თან ორ­ჯერ მე­ტია ვიდ­რე თურ­ქეთ­ში, ეს­ტო­ნეთ­ში, სერ­ბეთ­ში და 25% მე­ტია ვიდ­რე მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში.

2. 1 წლამ­დე ბავშთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა (9,5 ათას ცო­ცხლად­შო­ბილ­ზე) და 5 წლამ­დე ბავ­შვებ­ში (10,8) თით­ქმის სამ­ჯერ აჭარ­ბებს ევ­რო­პის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს.

3. მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ხარ­ჯე­ბი მთლი­ა­ნი ჯან­დაც­ვის ხარ­ჯებ­ში 50-60%-ია, რაც ევ­რო­პის სა­შუ­ა­ლოს (17%) სამ­ჯერ აჭარ­ბებს.

4. მთლი­ა­ნი ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის 80% მო­დის ე.წ. "ჯი­ბი­დან ხარ­ჯებ­ზე" და ამას ვე­რა­ნა­ი­რი სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვა ვერ და­ფა­რავს მრა­ვა­ლი წელი თუ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის დი­ნა­მი­კას გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ.

5. ამა­ვე დროს ჩვენ გვყავს 23 ათა­სი მოქ­მე­დი ექი­მი (6,1 ათას მო­სახ­ლე­ზე) რაც ორ­ჯერ აჭარ­ბებს ის­რა­ე­ლის, ეს­ტო­ნე­თის და ევ­რო­პის სა­შუ­ა­ლოს. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ ჩვე­ნი ზო­მის ქვე­ყა­ნას ჭირ­დე­ბა 12 ათა­სამ­დე ექი­მი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტით. არა­ფერს ვამ­ბობ, რომ ამ რი­ცხვს ყო­ველ­წლი­უ­რად 1000-მდე სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ემა­ტე­ბა.

6. ზუს­ტად სა­პი­რის­პი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს ექთ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით (მათი 90% ქა­ლია).

7. სა­წო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ჯა­მუ­რად შე­სა­ბი­სო­ბა­შია ევ­რო­პის სა­შუ­ა­ლოს­თან, თუმ­ცა ჭარ­ბია თბი­ლის­ში და ნაკ­ლე­ბია რე­გი­ო­ნებ­ში.

8. მრა­ვა­ლი მი­ლი­ო­ნი ლარი იხარ­ჯე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში (ასე­ვე თურ­ქეთ­ში და ის­რა­ელ­ში) დი­აგ­ნოს­ტი­კა­ზე და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, რაც მხო­ლოდ ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი რი­ცხვე­ბის ხა­რისხთან კო­რე­ლა­ცი­ა­ზე მი­უ­თი­თებს. მა­შინ რო­დე­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვა ქვეყ­ნის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მო­სავ­ლე­ბის მომ­ტა­ნი იყოს (მცი­რე მაგ­რამ ამის მა­გა­ლი­თე­ბი ნამ­დვი­ლად გვაქვს მაგ. თვა­ლის კლი­ნი­კე­ბი).

9. თუ ჩვენ გვინ­და ხა­რის­ხი­ა­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ავა­შე­ნოთ, გვჭირ­დე­ბა ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი. მხო­ლოდ სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის/და­ფი­ნან­სე­ბის ზრდა ცხა­დია ვერ შეც­ვლის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ მდგო­მა­რე­ო­ბას.

პ.ს. ც-ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა რომ ძა­ლი­ან მა­გა­რია და ასე­ვე ძა­ლი­ან მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბიც რომ გვყავს უდა­ვოა, თუმ­ცა ეს არ ცვლის ზო­გად სუ­რათს.

ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას 2016 წელს, ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი კარ­გად იქ­ნე­ბა!!!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რამდენიმე სიტყვა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვაში არსებულ მდგომარეობაზე - გიორგი ქადაგიძე

რამდენიმე სიტყვა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვაში არსებულ მდგომარეობაზე - გიორგი ქადაგიძე

რამდენიმე სიტყვა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით:

1. გულსისხძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა (სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მიზეზი) არის 7,7 ათას ადამიანზე, ეს მაჩვენებელი ჩვენთან ორჯერ მეტია ვიდრე თურქეთში, ესტონეთში, სერბეთში და 25% მეტია ვიდრე მეზობელ სომხეთში.

2. 1 წლამდე ბავშთა სიკვდილიანობა (9,5 ათას ცოცხლადშობილზე) და 5 წლამდე ბავშვებში (10,8) თითქმის სამჯერ აჭარბებს ევროპის საშუალო მაჩვენებელს.

3. მედიკამენტებზე ხარჯები მთლიანი ჯანდაცვის ხარჯებში 50-60%-ია, რაც ევროპის საშუალოს (17%) სამჯერ აჭარბებს.

4. მთლიანი ჯანდაცვის ხარჯების 80% მოდის ე.წ. "ჯიბიდან ხარჯებზე" და ამას ვერანაირი საყოველთაო დაზღვევა ვერ დაფარავს მრავალი წელი თუ ევროპული ქვეყნების დინამიკას გავაანალიზებთ.

5. ამავე დროს ჩვენ გვყავს 23 ათასი მოქმედი ექიმი (6,1 ათას მოსახლეზე) რაც ორჯერ აჭარბებს ისრაელის, ესტონეთის და ევროპის საშუალოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ჩვენი ზომის ქვეყანას ჭირდება 12 ათასამდე ექიმი ევროპული სტანდარტით. არაფერს ვამბობ, რომ ამ რიცხვს ყოველწლიურად 1000-მდე სამედიცინო უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ემატება.

6. ზუსტად საპირისპირო მდგომარეობა გვაქვს ექთნებთან დაკავშირებით (მათი 90% ქალია).

7. საწოლების რაოდენობა სამედიცინო დაწესებულებებში ჯამურად შესაბისობაშია ევროპის საშუალოსთან, თუმცა ჭარბია თბილისში და ნაკლებია რეგიონებში.

8. მრავალი მილიონი ლარი იხარჯება ჩვენი მოქალაქეების მიერ ევროპულ ქვეყნებში (ასევე თურქეთში და ისრაელში) დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე, რაც მხოლოდ ზემოთ მოყვანილი რიცხვების ხარისხთან კორელაციაზე მიუთითებს. მაშინ როდესაც წარმატებული ჯანდაცვა ქვეყნისთვის შესაძლებელია მნიშვნელოვანი შემოსავლების მომტანი იყოს (მცირე მაგრამ ამის მაგალითები ნამდვილად გვაქვს მაგ. თვალის კლინიკები).

9. თუ ჩვენ გვინდა ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემა ავაშენოთ, გვჭირდება შინაარსობრივი და სტრუქტურული ცვლილებები. მხოლოდ საბიუჯეტო ხარჯების/დაფინანსების ზრდა ცხადია ვერ შეცვლის მნიშვნელოვნად ამ მდგომარეობას.

პ.ს. ც-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა რომ ძალიან მაგარია და ასევე ძალიან მაღალ პროფესიონალი ექიმებიც რომ გვყავს უდავოა, თუმცა ეს არ ცვლის ზოგად სურათს.

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას 2016 წელს, ყველაფერი დანარჩენი კარგად იქნება!!!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს