მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაპატარავებული კუჭით, ერთ ხინკალზე მეტს ვერ შეჭამს" - ექიმი ჭარბწონიანობასა და ოპერაციული ჩარევის შედეგებზე
"დაპატარავებული კუჭით, ერთ ხინკალზე მეტს ვერ შეჭამს" - ექიმი ჭარბწონიანობასა და ოპერაციული ჩარევის შედეგებზე

"ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა XXI სა­უ­კუ­ნის პან­დე­მი­ად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი. პა­თო­ლო­გი­უ­რი სიმ­სუქ­ნით მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ამის მი­ზე­ზი კი გარ­და გე­ნე­ტი­კუ­რი მზა­ო­ბი­სა, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის რა­სა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, არის ის მძი­მე პე­რი­ო­დე­ბი და და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რაც კა­ცობ­რი­ო­ბამ გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გა­და­ი­ტა­ნა. ეს არის შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი - ქო­ლე­რა, შავი ჭირი. ამან მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა, ამას ემა­ტე­ბა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მსოფ­ლიო ომე­ბი, როცა მა­სობ­რი­ვი შიმ­ში­ლო­ბა იყო", - ამ­ბობს მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ქი­რურ­გი, პრო­ფე­სო­რი და­ვით აბუ­ლა­ძე, რო­მელ­თა­ნაც ვრცლად ვი­სა­უბ­რეთ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა­ზე, რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­ზე და მის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე.

- XX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულ­სა და უკვე XXI სა­უ­კუ­ნე­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, საკ­ვე­ბის მხრივ ია­ფ­ფა­სი­ან­მა და მა­ღა­ლე­ნერ­გე­ტი­კულ­მა, და­ბა­ლი კა­ლო­რა­ჟის უხა­რის­ხო საკ­ვებ­მა მო­ი­კი­და ფეხი, ამი­ტომ იმ "გამ­ზა­დე­ბუ­ლი" გე­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­მა წო­ნა­ში სწრა­ფად მო­ი­მა­ტეს. თუ ავი­ღებთ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, სა­დაც ძი­რი­თა­დად აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლე­ბი არი­ან ჭარ­ბწო­ნი­ა­ნე­ბი, სწო­რედ იმ ხალ­ხის შთა­მო­მავ­ლე­ბი გახ­ლა­ვან, რომ­ლებ­მაც და­ახ­ლო­ე­ბით, 200-300 წლის წინ მძი­მე მო­ნო­ბის პე­რი­ო­დი გა­და­ი­ტა­ნეს და შიმ­შილს გა­უძ­ლეს. ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც ანა­ლო­გი­უ­რად ხდე­ბა, - ჭარ­ბწო­ნი­ა­ნე­ბი ისი­ნი არი­ან, ვის წი­ნაპ­რებ­საც საკ­მა­ოდ გა­ჭირ­ვე­ბის პე­რი­ო­დი აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. აქ მე­ტად იმე­რე­თის რე­გი­ო­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ყოთ, რად­გა­ნაც ეკო­ნო­მი­კუ­რად არას­დროს იყო ძლი­ე­რი და ყვე­ლა­ზე მეტი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნე­ბიც ამ კუ­თხე­ში არი­ან.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვენ­ში სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის გახ­სნამ, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა კი გა­მო­იწ­ვია, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ამას ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რის გამ­ყა­რე­ბა მოჰ­ყვა (მძლავ­რი ინ­ტერ­ნე­ტი, ციფ­რუ­ლი ტექ­ნი­კა, ადა­მი­ანს ფი­ზი­კუ­რად იმ­დე­ნი მოძ­რა­ო­ბა არ უხ­დე­ბა, რომ შე­ას­რუ­ლოს იმა­ვე მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შაო. ეს არის სწავ­ლა, მუ­შა­ო­ბა, მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა), ამი­ტომ შემ­ცირ­და ენერ­გი­ის ხარ­ჯვაც. ფე­ხით სი­ა­რუ­ლის ნაც­ვლად, უმე­ტე­სად მან­ქა­ნით დავ­დი­ვართ. მახ­სოვს, ბავ­შვო­ბა­ში მე­გო­ბარ­თან ფე­ხით მივ­დი­ო­დი, ახლა ვრე­კავ, ან ინ­ტერ­ნე­ტით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი. სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ხდე­ბა ზედ­მე­ტი წო­ნის დაგ­რო­ვე­ბა.

- ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა რაზე ახ­დენს გავ­ლე­ნას?

- გავ­ლე­ნას ახ­დენს ისე­თი ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცი­ებ­ზე, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბა­ში ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას წამ­ყვა­ნი ფუნ­ქცია აკის­რია: იწ­ვევს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პრობ­ლე­მებს, მა­მა­კა­ცებ­ში სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბებს, ლი­პი­დუ­რი და ნახ­შირ­წყლო­ვა­ნი ცვლის დარ­ღვე­ვის შე­დე­გად მოშ­ლილ სხვა­დას­ხვა სის­ტე­მას, შაქ­რი­ან დი­ა­ბეტს, ათე­როსკლე­როზს, გუ­ლის სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბებს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს. გარ­და ერ­თი­სა, - ჭარ­ბწო­ნი­ა­ნე­ბი, სა­ნამ თა­ვი­ანთ პა­თო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას მი­აღ­წე­ვენ, მა­ნამ­დე კარგ ხა­სი­ათ­ზე არი­ან და არი­ან "დუშ­კე­ბი". კვე­ბა ხომ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი აქ­ტია, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს. ამი­ტო­მაც არი­ან მუდ­მი­ვად კარგ ხა­სი­ათ­ზე.

- ჭრბწო­ნი­ა­ნო­ბას თქვენ, რო­გორც ექი­მი, გარ­კვე­უ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დით უპი­რის­პირ­დე­ბით, - ახ­დენთ კუ­ჭის ე.წ. და­პა­ტა­რა­ვე­ბას.

- სა­ერ­თოდ, ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბას­თან ბრძო­ლა საკ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბი­თა და და­ხარ­ჯუ­ლი ენერ­გი­ის გაზ­რდით უნდა და­ი­წყოს. თუ დი­ე­ტით ეს არ ხერ­ხდე­ბა, მა­შინ უნდა მოხ­დეს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დე­ბი ბევ­რია. მათ­გან ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია კუ­ჭის ხა­ზო­ვა­ნი რე­ზექ­ცია, რი­თიც ე.წ. კუ­ჭის და­პა­ტა­რა­ვე­ბა ხდე­ბა. კუჭი სიგ­რძე­ზე იკ­ვე­თე­ბა და მას 70% აკ­ლდე­ბა.

- საკ­ვე­ბის კუჭ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა არ ირ­ღვე­ვა?

- არა. ამ ოპე­რა­ცი­ის ეფექ­ტი ის არის, რომ კუჭს ის უბა­ნი სცილ­დე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მოქ­მნის შიმ­ში­ლის ჰორ­მონს - გრე­ის. ადა­მი­ა­ნი სწო­რედ ამის გამო ვერ იკა­ვებს თავს შიმ­ში­ლის­გან და ხან­გრძლივ დი­ე­ტას ვერ იცავს. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ კი პა­ცი­ენ­ტებს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თოდ არ შიათ და რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რომ მო­უნ­დეთ, ერთ კვე­ბა­ზე 150 მი­ლი­ლიტრზე მეტი არ ეტე­ვათ. ეს რომ ხინ­კალს შე­ვა­და­როთ, - და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი კუ­ჭით, სა­შუ­ა­ლოდ ერთ ხინ­კალ­ზე მეტს ვერ შე­ჭამს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 10 ხინ­კალს უდ­რის. ერთი ხინ­კლის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­დავ­სე­ბის, და­ნაყ­რე­ბის შეგ­რძნე­ბა ექ­ნე­ბა. თუ მა­ნამ­დე ვთქვათ, ჭამ­და 4 ნა­ჭერ ხა­ჭა­პურს, მი­ი­ღებს მხო­ლოდ ერთს, ასე­ვე ერთ ნა­ჭერ მწვადს.

ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი წო­ნა­ში დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­ლებს, ანუ ეს 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა. მოკ­ლედ, ჭარ­ბი წო­ნის 80 პრო­ცენ­ტის მო­ცი­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- სა­ო­პე­რა­ცი­ოდ პა­ცი­ენ­ტებს რო­გორ ამ­ზა­დებთ?

- არ არის მარ­ტი­ვი ოპე­რა­ცია, ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტი სე­რი­ო­ზუ­ლად და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად უნდა მომ­ზად­დეს. წი­ნას­წა­რი კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა. ეს არის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა, შემ­დეგ მათი ორ­გა­ნო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა ხდე­ბა, რომ ოპე­რა­ცი­ამ უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ ჩა­ი­ა­როს. ამ პე­რი­ოდ­მა თვე-ნა­ხევ­რი­დან ზოგ­ჯერ 6 თვემ­დეც შე­იძ­ლე­ბა გას­ტა­ნოს. შემ­დეგ უკვე ოპე­რა­ცია ინიშ­ნე­ბა.

- ოპე­რა­ცია უსის­ხლო, ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი მე­თო­დით კეთ­დე­ბა?

- დიახ და სა­ა­თი­დან 2 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბა.

- ხან­და­ხან პა­ცი­ენ­ტებს გარ­თუ­ლე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ...

- გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ოპერ­ცი­ას მოჰ­ყვეს. ძი­რი­თა­დად გარ­თუ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თო ჯამი გა­მოწ­ვე­უ­ლია ნა­კე­რე­ბის უკ­მა­რი­სო­ბით, თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბით, სის­ხლდე­ნით, სტე­ნო­ზით. მათ­გან ყვე­ლა­ზე ხში­რი სის­ხლდე­ნაა. ეს რომ არ მოხ­დეს, მა­ნამ­დე პა­ცი­ენ­ტე­ბის სე­რი­ო­ზულ სე­ლექ­ცი­ას ვახ­დენთ და ოპე­რა­ცი­ას ყვე­ლას არ ვუ­კე­თებთ, ვი­ნა­ი­დან უფრო ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან და მათ­თან ვაგ­ზავ­ნით. ოპე­რა­ცია არა მარ­ტო სი­ლა­მა­ზის­თვის, არა­მედ თვითსრულ­ყო­ფის შეგ­რძნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, სრულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექ­სის მოხ­სნას ემ­სა­ხუ­რე­ბა. თუმ­ცა შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­სას, 87 პრო­ცენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, შა­ქა­რი ნორ­მის ფარ­გლებ­ში დგე­ბა. მოკ­ლედ, პა­ცი­ენ­ტე­ბის ნე­ბის­ყო­ფა, მო­ტი­ვა­ცია, მზა­ო­ბაა სა­ჭი­რო. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ უად­ვილ­დე­ბათ ისეთ საკ­ვებ­ზე უა­რის თქმა, რა­ზეც მა­ნამ­დე უარს ვერ ამ­ბობ­დნენ. ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს უბ­რუნ­დე­ბი­ან.

ბევ­რი ჭა­მის სურ­ვი­ლიც არ აქვთ, კუჭ­ში არ ჩას­დით ბევ­რი და ეი­ფო­რი­ის შეგ­რძნე­ბაც არ აქვთ. სას­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ასეა. 200-კი­ლო­ი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი მა­ნამ­დე მა­ღა­ზი­ა­ში მან­ქა­ნით მი­დი­ო­და იმი­ტომ კი არა, რომ ეზა­რე­ბო­და, არ შე­ეძ­ლო, ეს ხომ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა?!

- პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა ოპე­რა­ცი­ით რა ჯდე­ბა?

- ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად რთუ­ლი ოპე­რა­ცი­აა და ღი­რე­ბუ­ლე­ბაც შე­სა­ბა­მი­სია. და­ახ­ლო­ბით, 11 300-დან 13 000-ლა­რამ­დე, გა­აჩ­ნია სირ­თუ­ლეს.

- უცხო­ეთ­ში?

- 6000 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს: მექ­სი­კა­ში, სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში, მე­სა­მე ტი­პის ქვეყ­ნებ­ში, იგი­ვე აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, ის­რა­ელ­ში - 25 000 დო­ლა­რი, თურ­ქეთ­ში - 30 000, გერ­მა­ნი­ა­ში - 20 000 იტა­ლი­ა­ში - 30 000 ევრო, თუმ­ცა იქა­უ­რის­თვის უფა­სოა.

- კუჭს ხომ აქვს წელ­ვა­დო­ბის უნა­რი და წო­ნის ხე­ლა­ხა­ლი აღ­დგე­ნა რომ მოხ­დეს?

- ვი­ნა­ი­დან კუჭი სიგ­რძი­ვად იჭ­რე­ბა, 5-6 წლის მერე და­კარ­გუ­ლი წო­ნის, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 პრო­ცენ­ტით აღ­დგე­ნა ხდე­ბა, მეტი არა. მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია კი ის არის, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ან­მა სწრა­ფად კი­ლო­მეტრ-ნა­ხე­ვა­რი გა­ი­ა­როს. ეს იმა­ზე მეტ ენერ­გი­ას და­ა­ხარ­ჯვი­ნებს, ვიდ­რე სხვა ფორ­მით შე­იძ­ლე­ბა ის და­ხარ­ჯოს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xxx
9

ვაი თქვენს პატრონს ხალხნო ეს არის ბიზნესი ფულის კეთება, ჯამრთელი კვება და ფიზიკური დატვირთვა აი ეს შველის

კ ო მ ბ ლ ე
4

მე მაგის ნახევარ ფასში გავაკეთებ, პრობკას ვთხრი და ორ კვირაში უკვე ლასლასებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
მკითხველის რჩევით
ავტორი:

"დაპატარავებული კუჭით, ერთ ხინკალზე მეტს ვერ შეჭამს" - ექიმი ჭარბწონიანობასა და ოპერაციული ჩარევის შედეგებზე

"დაპატარავებული კუჭით, ერთ ხინკალზე მეტს ვერ შეჭამს" - ექიმი ჭარბწონიანობასა და ოპერაციული ჩარევის შედეგებზე

"ჭარბწონიანობა XXI საუკუნის პანდემიად არის აღიარებული. პათოლოგიური სიმსუქნით მსოფლიოში საკმაოდ ბევრი ადამიანია დაავადებული. ამის მიზეზი კი გარდა გენეტიკური მზაობისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანის რასაში ჩამოყალიბდა, არის ის მძიმე პერიოდები და დაავადებები, რაც კაცობრიობამ გასულ საუკუნეებში გადაიტანა. ეს არის შუასაუკუნეებიდან დაწყებული - ქოლერა, შავი ჭირი. ამან მილიონობით ადამიანი შეიწირა, ამას ემატება მეოცე საუკუნის მსოფლიო ომები, როცა მასობრივი შიმშილობა იყო", - ამბობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგი, პროფესორი დავით აბულაძე, რომელთანაც ვრცლად ვისაუბრეთ ჭარბწონიანობაზე, როგორც დაავადებაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე.

- XX საუკუნის მიწურულსა და უკვე XXI საუკუნეში განვითარებულ ქვეყნებში, საკვების მხრივ იაფფასიანმა და მაღალენერგეტიკულმა, დაბალი კალორაჟის უხარისხო საკვებმა მოიკიდა ფეხი, ამიტომ იმ "გამზადებული" გენის მქონე ადამიანებმა წონაში სწრაფად მოიმატეს. თუ ავიღებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ძირითადად აფროამერიკელები არიან ჭარბწონიანები, სწორედ იმ ხალხის შთამომავლები გახლავან, რომლებმაც დაახლოებით, 200-300 წლის წინ მძიმე მონობის პერიოდი გადაიტანეს და შიმშილს გაუძლეს. ჩვენს ქვეყანაშიც ანალოგიურად ხდება, - ჭარბწონიანები ისინი არიან, ვის წინაპრებსაც საკმაოდ გაჭირვების პერიოდი აქვთ გადატანილი. მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. აქ მეტად იმერეთის რეგიონი შეიძლება გამოვყოთ, რადგანაც ეკონომიკურად არასდროს იყო ძლიერი და ყველაზე მეტი ჭარბწონიანებიც ამ კუთხეში არიან.

ბოლო პერიოდში ჩვენში სწრაფი კვების ობიექტების გახსნამ, ეკონომიკური ზრდა კი გამოიწვია, რაც მისასალმებელია, მაგრამ მეორე მხრივ, ამას ტექნოლოგიური ფაქტორის გამყარება მოჰყვა (მძლავრი ინტერნეტი, ციფრული ტექნიკა, ადამიანს ფიზიკურად იმდენი მოძრაობა არ უხდება, რომ შეასრულოს იმავე მოცულობის სამუშაო. ეს არის სწავლა, მუშაობა, მეგობრებთან ურთიერთობა), ამიტომ შემცირდა ენერგიის ხარჯვაც. ფეხით სიარულის ნაცვლად, უმეტესად მანქანით დავდივართ. მახსოვს, ბავშვობაში მეგობართან ფეხით მივდიოდი, ახლა ვრეკავ, ან ინტერნეტით ვეკონტაქტები. სწორედ ამ ყველაფრის ფონზე ხდება ზედმეტი წონის დაგროვება.

- ჭარბწონიანობა რაზე ახდენს გავლენას?

- გავლენას ახდენს ისეთი ორგანოების ფუნქციებზე, რომელთა მოქმედებაში ნივთიერებათა ცვლას წამყვანი ფუნქცია აკისრია: იწვევს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, მამაკაცებში სასქესო ორგანოების დაავადებებს, ლიპიდური და ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის შედეგად მოშლილ სხვადასხვა სისტემას, შაქრიან დიაბეტს, ათეროსკლეროზს, გულის სისხლძარღვთა დაავადებებს, პრაქტიკულად, ჭარბწონიანობა ყველა ორგანოზე ცუდად მოქმედებს. გარდა ერთისა, - ჭარბწონიანები, სანამ თავიანთ პათოლოგიურ მდგომარეობას მიაღწევენ, მანამდე კარგ ხასიათზე არიან და არიან "დუშკები". კვება ხომ ფიზიოლოგიური აქტია, რომლის დროსაც ადამიანი სიამოვნებას იღებს. ამიტომაც არიან მუდმივად კარგ ხასიათზე.

- ჭრბწონიანობას თქვენ, როგორც ექიმი, გარკვეული ქირურგიული მეთოდით უპირისპირდებით, - ახდენთ კუჭის ე.წ. დაპატარავებას.

- საერთოდ, ჭარბწონიანობასთან ბრძოლა საკვების რაოდენობის შემცირებითა და დახარჯული ენერგიის გაზრდით უნდა დაიწყოს. თუ დიეტით ეს არ ხერხდება, მაშინ უნდა მოხდეს ქირურგიული ჩარევა. ქირურგიული მეთოდები ბევრია. მათგან ყველაზე პოპულარულია კუჭის ხაზოვანი რეზექცია, რითიც ე.წ. კუჭის დაპატარავება ხდება. კუჭი სიგრძეზე იკვეთება და მას 70% აკლდება.

- საკვების კუჭში გადაადგილება არ ირღვევა?

- არა. ამ ოპერაციის ეფექტი ის არის, რომ კუჭს ის უბანი სცილდება, რომელიც წარმოქმნის შიმშილის ჰორმონს - გრეის. ადამიანი სწორედ ამის გამო ვერ იკავებს თავს შიმშილისგან და ხანგრძლივ დიეტას ვერ იცავს. ოპერაციის შემდეგ კი პაციენტებს დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ შიათ და რაღაც განსაკუთრებულად რომ მოუნდეთ, ერთ კვებაზე 150 მილილიტრზე მეტი არ ეტევათ. ეს რომ ხინკალს შევადაროთ, - დაპატარავებული კუჭით, საშუალოდ ერთ ხინკალზე მეტს ვერ შეჭამს, რაც დაახლოებით 10 ხინკალს უდრის. ერთი ხინკლის მიღების შემდეგ გადავსების, დანაყრების შეგრძნება ექნება. თუ მანამდე ვთქვათ, ჭამდა 4 ნაჭერ ხაჭაპურს, მიიღებს მხოლოდ ერთს, ასევე ერთ ნაჭერ მწვადს.

ოპერაციის შემდეგ პაციენტი წონაში დროთა განმავლობაში იკლებს, ანუ ეს 2 წლის განმავლობაში ხდება. მოკლედ, ჭარბი წონის 80 პროცენტის მოცილება მიმდინარეობს.

- საოპერაციოდ პაციენტებს როგორ ამზადებთ?

- არ არის მარტივი ოპერაცია, ამიტომ პაციენტი სერიოზულად და საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. წინასწარი კვლევები ტარდება. ეს არის ენდოკრინოლოგიური, ფსიქოლოგიური, კარდიოლოგიური კვლევა, შემდეგ მათი ორგანოების მომზადება ხდება, რომ ოპერაციამ უმტკივნეულოდ ჩაიაროს. ამ პერიოდმა თვე-ნახევრიდან ზოგჯერ 6 თვემდეც შეიძლება გასტანოს. შემდეგ უკვე ოპერაცია ინიშნება.

- ოპერაცია უსისხლო, ლაპარასკოპიული მეთოდით კეთდება?

- დიახ და საათიდან 2 საათამდე გრძელდება.

- ხანდახან პაციენტებს გართულებები აღენიშნებათ...

- გართულებები შეიძლება ნებისმიერი ოპერციას მოჰყვეს. ძირითადად გართულებების საერთო ჯამი გამოწვეულია ნაკერების უკმარისობით, თრომბოემბოლიური გართულებებით, სისხლდენით, სტენოზით. მათგან ყველაზე ხშირი სისხლდენაა. ეს რომ არ მოხდეს, მანამდე პაციენტების სერიოზულ სელექციას ვახდენთ და ოპერაციას ყველას არ ვუკეთებთ, ვინაიდან უფრო ენდოკრინოლოგის პაციენტები არიან და მათთან ვაგზავნით. ოპერაცია არა მარტო სილამაზისთვის, არამედ თვითსრულყოფის შეგრძნების დაბრუნებას, სრულფასოვნების კომპლექსის მოხსნას ემსახურება. თუმცა შაქრიანი დიაბეტისას, 87 პროცენტის შემთხვევაში, შაქარი ნორმის ფარგლებში დგება. მოკლედ, პაციენტების ნებისყოფა, მოტივაცია, მზაობაა საჭირო. ოპერაციის შემდეგ უადვილდებათ ისეთ საკვებზე უარის თქმა, რაზეც მანამდე უარს ვერ ამბობდნენ. ჯანსაღი ცხოვრების წესს უბრუნდებიან.

ბევრი ჭამის სურვილიც არ აქვთ, კუჭში არ ჩასდით ბევრი და ეიფორიის შეგრძნებაც არ აქვთ. სასმელთან დაკავშირებითაც ასეა. 200-კილოიანი პაციენტი მანამდე მაღაზიაში მანქანით მიდიოდა იმიტომ კი არა, რომ ეზარებოდა, არ შეეძლო, ეს ხომ ფიზიოლოგიურად ჩამოყალიბებული დაავადებაა?!

- პრობლემის დაძლევა ოპერაციით რა ჯდება?

- ტექნოლოგიურად რთული ოპერაციაა და ღირებულებაც შესაბამისია. დაახლობით, 11 300-დან 13 000-ლარამდე, გააჩნია სირთულეს.

- უცხოეთში?

- 6000 დოლარის ფარგლებში მერყეობს: მექსიკაში, სამხრეთ ამერიკაში, მესამე ტიპის ქვეყნებში, იგივე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ისრაელში - 25 000 დოლარი, თურქეთში - 30 000, გერმანიაში - 20 000 იტალიაში - 30 000 ევრო, თუმცა იქაურისთვის უფასოა.

- კუჭს ხომ აქვს წელვადობის უნარი და წონის ხელახალი აღდგენა რომ მოხდეს?

- ვინაიდან კუჭი სიგრძივად იჭრება, 5-6 წლის მერე დაკარგული წონის, დაახლოებით, 10 პროცენტით აღდგენა ხდება, მეტი არა. მთავარი რეკომენდაცია კი ის არის, რომ დღის განმავლობაში ადამიანმა სწრაფად კილომეტრ-ნახევარი გაიაროს. ეს იმაზე მეტ ენერგიას დაახარჯვინებს, ვიდრე სხვა ფორმით შეიძლება ის დახარჯოს.