ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2015 წლის შემაჯამებელ ეკონომიკურ ფაქტებს აქვეყნებს.
"მაშ ასე, 2015 წლის წინასწარი შემაჯამებელი ეკონომიკური ფაქტები, შეზავებული სხვა ფაქტებთან, საახალწლო განწყობისთვის.
1. დღიესთვის მიმოქცევაში არის 68 მილიონი ბანკნოტი საერთო თანხით 2,4 მილიარდი ლარი.
1. 1 1969 წელს "სმაილიკის" იდეა პუნქტუაციის ნიშნებით პირველად გააჟღერა ვლადიმირ ნაბოკოვმა (დიახ, იმ ნაბოკოვმა:))
2. სესხები გაიზარდა 5,4%-ით, ანაბრები 2,5%-ით.
2.1 როდესაც პირველი ვარსკვლავური ომები გამოვიდა ეკრანებზე, საფრანგეთში გილიოტინაზე სიკვდილით სჯიდნენ.
3. ეროვნული ბანკის ანგარიშსწორების სისტემით გატარდა 19 მილიონი ტრანზაქცია, თანხით 134 მილიარდი ლარი, უწყვეტობის მაჩვენებელმა შეადგინა 99,9%
3.1 პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე დაიკმაყოფილა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება (მოშარდა), იყო ასტრონავტი ბაზ ალდრინი, ამ ფაქტს დიდი ხანი არ ახმაურებდნენ.
4. საქართველოში ემიტირებული პლასტიკური ბარათებით შესრულდა 96 მილიონი ოპერაცია, თანხით 11 მილიარდი ლარი.
4.1 ნორვეგიას და ჩრდილოეთ კორეას შორის მხოლოდ ერთი სახელმწიფოა - რუსეთი.
5. 2015 წელს სარეზერვო ფული გაიზარდა 4%-ით, ფართო ფული მ2 შემცირდა - 4.2%, ფული მ3 გაიზარდა 4% და მ1 - 1,4%-ით.
5.1 ის "ექსპერტები", ვისაც ესმის ამ მონაცემის შინაარსი და მაინც უტიფრად გაიძახის, რომ ლარის გაუფასურება გამოწვეულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის მასის ზრდით, როგორც დიდი ვაჟა იტყოდა, უბრალოდ რეგვენია.
გილოცავთ ახალ წელს და წარმატებს გისურვებთ!", - წერს ქადაგიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.