Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აკეთებს თბილისის მერია უსახლკაროებისთვის ცივ ზამთარში
რას აკეთებს თბილისის მერია უსახლკაროებისთვის ცივ ზამთარში

ბოლო დღე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო. თბი­ლის­ში ღა­მით -7 -8 გრა­დუ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რა ფიქ­სირ­დე­ბა. ცივი ამინ­დი­სა და ყინ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქუ­ჩა­ში მა­ინც ვხვდე­ბით მი­უ­სა­ფარ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მის სა­ა­თებ­ში, როცა ღია ცის ქვეშ უწევთ ღა­მის გა­ტა­რე­ბა. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა ზო­მებს მი­მარ­თავს თბი­ლი­სის მე­რია იმი­სათ­ვის, რომ უსახ­ლკა­რო ადა­მი­ა­ნებს ცივ ამინ­დში ღა­მის გა­თე­ვა ქუ­ჩა­ში არ უწევ­დეთ.

რო­გორც მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ნონა ყან­დი­აშ­ვილ­მა გვი­თხრა, მი­უ­სა­ფა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის 2015 წლის დე­კემ­ბრი­დან ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს თავ­შე­სა­ფა­რი, რო­მელ­შიც 250-მდე ადა­მი­ა­ნის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ძლი­ე­რი ყინ­ვე­ბის გამო, ყვე­ლას, ვი­საც თავ­შე­სა­ფა­რი ესა­ჭი­რო­ე­ბა, შე­უძ­ლია მის­ვლა, თუმ­ცა რო­გორც ყან­დი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, "მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ძა­ლით ვე­რა­ვის წა­იყ­ვა­ნენ".

-ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც არ აქვთ სახ­ლი და არი­ან ქუ­ჩა­ში, პატ­რულ­მა ან სას­წრა­ფომ უნდა მი­იყ­ვა­ნოს თავ­შე­სა­ფარ­ში. სა­ნამ არის ცივი დღე­ე­ბი, მოვხსე­ნით ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა და წე­სე­ბი, რაც თავ­შე­სა­ფარ­ში მი­სა­ღე­ბად არ­სე­ბობს და ყვე­ლას ვი­ღებთ. სხვა რა­მის გა­კე­თე­ბა მე­რი­ას არ შე­უძ­ლია. მე­რი­ამ გახ­სნა თავ­შე­სა­ფა­რი ლი­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მა­ნამ­დე იყო კარ­ვე­ბი მოს­კო­ვის პროს­პექ­ტზე, თუმ­ცა თავ­შე­სა­ფარ­მა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა უკვე და­ი­წყო და მოს­კო­ვის პროს­პექ­ტის კარ­ვებ­ში მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ამ შე­ნო­ბა­ში. იქ ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბია შექ­მნი­ლი იმი­სათ­ვის, რომ თავი კარ­გად იგ­რძნონ.

ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა ვინ­მე ძა­ლით წა­ვიყ­ვა­ნოთ, არც ის შეგ­ვიძ­ლია, რომ მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქუ­ჩებ­ში ია­რონ და ეძე­ბონ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი. ასე­თი ხალ­ხი თავ­შე­სა­ფარ­ში მიჰ­ყავს სას­წრა­ფოს, პატ­რულს, არის ცხე­ლი ხა­ზიც, რო­მელ­ზეც და­რე­კა­ვენ და და­ვეხ­მა­რე­ბით. ამას­თა­ნა­ვე, 2- 3 იან­ვარს გვქონ­და რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, როცა მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­სახ­მა­რებ­ლად მი­ვიდ­ნენ, უნდა გა­და­ეყ­ვა­ნათ თავ­შე­სა­ფარ­ში, მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა უარი გა­ნა­ცხა­დეს თავ­შე­სა­ფარ­ში წას­ვლა­ზე.

-მი­ღე­ბის წე­სე­ბი ახ­სე­ნეთ, არ­სე­ბობს რა­ი­მე კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რის მი­ხედ­ვი­თაც არ­ჩე­ვენ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს თავ­შე­სა­ფარ­ში მი­ღე­ბამ­დე?

-ამ თავ­შე­სა­ფარ­ში არ­სე­ბობს წე­სე­ბი, რაც დე­ტა­ლუ­რად წე­რია მე­რი­ის ვებ-გვერ­დზე. მო­ქა­ლა­ქე თავ­შე­სა­ფარ­ში მო­სახ­ვედ­რად უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სხვა­დას­ხვა კრი­ტე­რი­უმს: უნდა შე­ეძ­ლოს თა­ვის მოვ­ლა, არ უნდა ჰქონ­დეს გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა, უნდა იყოს თბი­ლის­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და უსახ­ლკა­რო. მაგ­რამ რად­გა­ნაც ასე­თი ცივი ამინ­დე­ბია და გა­რეთ ყი­ნავს, თავ­შე­სა­ფა­რი ყვე­ლას­თვის ღია იქ­ნე­ბა.

მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­შე­საფ­რის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში იღე­ბენ პირ­ვე­ლად ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას და პირ­ვე­ლად მე­დი­კა­მენ­ტებს, მათ ემ­სა­ხუ­რე­ბა 5 სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, ასე­ვე, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ფსი­ქო­ლო­გი. თავ­შე­სა­ფარ­ში ცალ-ცაკ­ლე ოთა­ხე­ბია გა­მო­ყო­ფი­ლი ქა­ლე­ბის­თვის და მა­მა­კა­ცე­ბის­თვის. თითო ოთახ­ში ათი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია გან­თავ­სე­ბუ­ლი. მათ­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი და ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. თავ­შე­სა­ფა­რი აღ­ჭურ­ვი­ლია სა­სა­დი­ლო, სა­ა­ბა­ზა­ნო, სამ­რე­ცხაო და საშ­რო­ბი ბლო­კე­ბით. ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი თავ­შე­სა­ფარ­ში ორ­ჯე­რად კვე­ბას იღე­ბენ.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას აკეთებს თბილისის მერია უსახლკაროებისთვის ცივ ზამთარში

რას აკეთებს თბილისის მერია უსახლკაროებისთვის ცივ ზამთარში

ბოლო დღეებში საქართველოში ტემპერატურამ საგრძნობლად დაიკლო. თბილისში ღამით -7 -8 გრადუსი ტემპერატურა ფიქსირდება. ცივი ამინდისა და ყინვების მიუხედავად, ქუჩაში მაინც ვხვდებით მიუსაფარ ადამიანებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, განსაკუთრებით ღამის საათებში, როცა ღია ცის ქვეშ უწევთ ღამის გატარება. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ზომებს მიმართავს თბილისის მერია იმისათვის, რომ უსახლკარო ადამიანებს ცივ ამინდში ღამის გათევა ქუჩაში არ უწევდეთ.

როგორც მერიის პრესსამსახურის უფროსმა, ნონა ყანდიაშვილმა გვითხრა, მიუსაფარი ადამიანებისთვის 2015 წლის დეკემბრიდან ლილოს დასახლებაში ფუნქციონირებს თავშესაფარი, რომელშიც 250-მდე ადამიანის მიღებაა შესაძლებელი. მისივე განცხადებით, ძლიერი ყინვების გამო, ყველას, ვისაც თავშესაფარი ესაჭიროება, შეუძლია მისვლა, თუმცა როგორც ყანდიაშვილი ამბობს, "მერიის თანამშრომლები ძალით ვერავის წაიყვანენ".

-ასეთი ადამიანები, ვისაც არ აქვთ სახლი და არიან ქუჩაში, პატრულმა ან სასწრაფომ უნდა მიიყვანოს თავშესაფარში. სანამ არის ცივი დღეები, მოვხსენით ყველანაირი შეზღუდვა და წესები, რაც თავშესაფარში მისაღებად არსებობს და ყველას ვიღებთ. სხვა რამის გაკეთება მერიას არ შეუძლია. მერიამ გახსნა თავშესაფარი ლილოს ტერიტორიაზე, მანამდე იყო კარვები მოსკოვის პროსპექტზე, თუმცა თავშესაფარმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო და მოსკოვის პროსპექტის კარვებში მცხოვრები ყველა ბენეფიციარი გადავიყვანეთ ამ შენობაში. იქ ყველანაირი საცხოვრებელი პირობებია შექმნილი იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნონ.

ჩვენ არ გვაქვს უფლება ვინმე ძალით წავიყვანოთ, არც ის შეგვიძლია, რომ მერიის თანამშრომლებმა ქუჩებში იარონ და ეძებონ ასეთი ადამიანები. ასეთი ხალხი თავშესაფარში მიჰყავს სასწრაფოს, პატრულს, არის ცხელი ხაზიც, რომელზეც დარეკავენ და დავეხმარებით. ამასთანავე, 2- 3 იანვარს გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა მერიის თანამშრომლები დასახმარებლად მივიდნენ, უნდა გადაეყვანათ თავშესაფარში, მაგრამ ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს თავშესაფარში წასვლაზე.

-მიღების წესები ახსენეთ, არსებობს რაიმე კრიტერიუმები, რის მიხედვითაც არჩევენ ბენეფიციარებს თავშესაფარში მიღებამდე?

-ამ თავშესაფარში არსებობს წესები, რაც დეტალურად წერია მერიის ვებ-გვერდზე. მოქალაქე თავშესაფარში მოსახვედრად უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა კრიტერიუმს: უნდა შეეძლოს თავის მოვლა, არ უნდა ჰქონდეს გადამდები დაავადება, უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული და უსახლკარო. მაგრამ რადგანაც ასეთი ცივი ამინდებია და გარეთ ყინავს, თავშესაფარი ყველასთვის ღია იქნება.

მერიის ინფორმაციით, თავშესაფრის ბენეფიციარები 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და პირველად მედიკამენტებს, მათ ემსახურება 5 სოციალური მუშაკი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგი. თავშესაფარში ცალ-ცაკლე ოთახებია გამოყოფილი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. თითო ოთახში ათი ბენეფიციარია განთავსებული. მათთვის გათვალისწინებულია პირადი მოხმარების ნივთები და ჰიგიენური საშუალებები. თავშესაფარი აღჭურვილია სასადილო, სააბაზანო, სამრეცხაო და საშრობი ბლოკებით. ბენეფიციარები თავშესაფარში ორჯერად კვებას იღებენ.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია