"რობერტ რედფორდს ფეხებში მოვკიდე ხელი და თონიდან ამოვათრიე" - ელდარ შენგელაიას ნატვრა და პირველი სიყვარული

"რობერტ რედფორდს ფეხებში მოვკიდე ხელი და თონიდან ამოვათრიე" - ელდარ შენგელაიას ნატვრა და პირველი სიყვარული

დილაობით რედფორდი ალექსანდრეს ბაღში დარბოდა. ერთხელ გავუარე და წავედით პურის სახლში. რომ დაინახა როგორ აკრავდნენ თონეში ლავაშს, აიჩემა, მეც მინდა პურის ჩაკვრაო. დაიწყო და კინაღამ თონეში ჩავარდა. ფეხებში მოვკიდე ხელი და ამოვათრიე. მერე წავედით ჯვარზე. ახლა კინაღამ იქიდანაც გადავარდა. მერე დეზერტირების ბაზარში გამოვიარეთ, სუნელების ყიდვა უნდოდა. გამყიდველმა ყველანაირი სუნელი შეუხვია და მიაწოდა. რობერტმა 100-დოლარიანი გაუწოდა. გამყიდველმა, კინოში გნახეთ და თქვენგან ფულს როგორ ავიღებო? რედფორდი გადაირია, ამერიკაში ასეთი რამ არ ხდებაო...

თუ გავიხსენებ, რომ მისი ფილმები­ ყველას უყვარს, პერსონაჟების ფრაზები კი უკვე მერამდენე ათწლეულია, აქტუალურობას არ კარგავს, დიდი ანალიზი არ სჭირდება დასკვნას, რომ ჩემი ინტერვიუ რეჟისორ­ ელდარ შენგელაიასთან საინტერესოდ­ ჩაივლის. მას ოჯახში დათქმულ დროს ვესტუმრე. ოთახში, რომელშიც შემიძღვა, კედლები ფოტოებით არის შევსებული. ყველა ფოტოს თავისი­ ისტორია აქვს - ერთმანეთისგან განსხვავებული და ერთნაირად საინტერესო. ჩვენი საუბარი­ დიდ რეჟისორთან მისი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული პერიოდით დაიწყო.

პირველი სიყვარული

- როგორც ყველა ადამიანის შეგნებაში, ჩემშიც ბავშვობა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რადგან იქ არიან დედაჩემი, მამაჩემი... მერე მამა იღუპება და დედა გვზრდის. თუ რაიმე პრობლემა იჩენდა თავს, დედა გვეტყოდა ხოლმე: "მამა ამას გვირჩევდა". მე, გიორგი და თენგიზი ისე გავიზარდეთ, მამა ყოველთვის ჩვენთან იყო...

9 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა.­ კახეთში იღებდა ფილმს და როცა ბრუნდებოდა, გზაში გული გაუსკდა. რომ მითხრეს, ვერ მივხვდი და გამოსავალი შევთავაზე - მამას გული შეუკერონ-მეთქი...

მახსოვს, მეექვსე კლასში ვიყავი, როცა მეგობრებმა პაპიროსის მოწევა გადავწყვიტეთ და დედამ დამიჭირა. ჩემს ბიძაშვილს უცბად სახე აერია, თურმე დედა მოდის.­ მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო, მაშინვე გადავაგდე. მკითხა, სადილზე მოხვალო? კი-მეთქი და ავედი სახლში. მამას სიკვდილის შემდეგ დედა ხანდახან ეწეოდა. ჩემი უფროსი ძმა თენგიზიც ეწეოდა, უკვე სტუდენტი იყო. დედამ გაუწოდა პაპიროსი­ თენგიზს და მერე მე გამომიწოდა. არ ვეწევი-მეთქი. მე ხომ ვნახე, რომ ეწევიო. არ ვეწევი-მეთქი, გავუმეორე და ამის შემდეგ მართლაც არასდროს მომიწევია.

სკოლაში ცუდად ვსწავლობდი. პირველ კლასში გოგონები და ბიჭები ერთად ვიყავით, მერე გაგვყვეს. ჩემ გვერდით დასვეს გოგონა და რომ შევხედე, გავწითლდი, შემიყვარდა. მეორე დღეს შინიდან დედას მძივები წავუღე. მომდევნო დღეს სამასწავლებლოში შემიყვანეს, ეს მძივი ვისიაო. დარცხვენილმა ვუპასუხე­, დედაჩემის-მეთქი. დაურეკეს. მოვიდა და მოუყვნენ, თქვენი­ მძივი ერთ გოგონას აჩუქაო. დედამ იკითხა, რომელია ის გოგონაო? მოიყვანეს. დედა მოეფერა და მძივები ჩამოაცვა. აი, ის გოგონა იყო ჩემი პირველი­ სიყვარული...

როგორ "შეუცვალა" სახელი სტალინმა ნატო ვაჩნაძეს

- თქვენი შემოქმედებიდან რომელია ყველაზე საყვარელი ფილმი?

- ჩემთვის შვილებივით არიან. ვუცდი კრიტიკოსების, კოლეგებისა და ხალხის აზრს. ზოგს "შერეკილები" მოსწონს, ზოგს "არაჩვეულებრივი გამოფენა", ზოგს "სამანიშვილის დედინაცვალი", ზოგსაც "ცისფერი მთები"...

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება