ეგზოტიკური მცენარე რაფაზე: როგორ გავზარდოთ ბროწეულის ხე კურკისგან

ეგზოტიკური მცენარე რაფაზე: როგორ გავზარდოთ ბროწეულის ხე კურკისგან

ბოლო დროს ეგზოტიკური მცენარეების რაფაზე მოშენება პოპულარული გახდა, რადგან მიმზიდველი დეკორი აქვთ და არც პრეტენზიული მოსავლელები არიან.

თუ თქვენც გადაწყვიტეთ ქოთანში მცენარის გამოზრდა, ბროწეულით დაიწყეთ. გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას, რომელიც სურვილს რეალობად გიქცევთ.

1. შეიძინეთ მწიფე ნაყოფი, მოაცილეთ კანი და მარცვლები დაწურეთ; კურკები დღე-ღამის განმავლობაში გამოაშრეთ.

2. მომდევნო ორი დღის განმავლობაში კურკები 20-22-გრადუსიან წყალში გააჩერეთ და წყალი ყოველ 12 საათში ერთხელ გამოუცვალეთ.

3. პატარა ზომის ქოთანი ტორფისა და მიწის ნარევით (1:1) გაავსეთ.

4. გრუნტი დაატენიანეთ და მასში 2 სმ-ის სიღრმეზე კურკები ჩათესეთ. ქოთანს ან ცელოფნის პარკი ჩამოაცვით, ან ცელოფნის სახვევი მოახვიეთ, სათბურის ეფექტი რომ მიიღოთ.

იხილეთ გაგრძელება

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო - გერმანული კლუბი ტიტულს მეექვსედ დაეუფლა

ნანუკა ჟორჟოლიანი კარანტინში გადაიყვანეს - "რა გამოდის, ჩვენი ქვეყნის პასპორტი არაფრად ღირს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ, შეგიძლია "იბლატაო“?!"

როგორ აქცია ჟურნალისტმა ვერანდა ყვავილების ბაღად - "ზოგჯერ საქმეში თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგია... სერიოზული აზარტია(ფოტოები)