ზესტაფონი-სენაკის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზესტაფონი–სენაკის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, რთული მეტეოროლოგიური პირიობების გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, აღნიშნული მიმართულებით მგზავრობისაგან თავი შეიკავონ.
საავტომობილო გზების რეკომენდაციაა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მგზავრებმა ისარგებლონ ზამთრის პერიოდის შესაბამისი ავტოტრანსპორტითა და საბურავებით.