დიდთოვლობის გამო ქობულეთის სოფელ ხინოში 2 სასულიერო პირია ჩარჩენილი

დიდთოვლობის გამო ქობულეთის სოფელ ხინოში 2 სასულიერო პირია ჩარჩენილი

ქობულეთის რაიონის სოფელ ხინოში, დიდთოვლობის გამო, 2 სასულიერო პირია ჩარჩენილი, თუმცა შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ისინი გადაუდებელ დახმარებას არ საჭიროებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გაწმენდითი სამუშაოები ადგილზე არ მიმდინარეობს, რადგან 3 მეტრამდე თოვლია, კიდევ თოვს და ამ ეტაპზე გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას აზრი არ აქვს.

"სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ თოვლი დნობას დაიწყებს და და ბრიგადებიც ავლენ. მამაოებთან გვაქვს ძალიან ხშირი სატელეფონო კავშირი. ისინი გადაუდებელ დახმარებას არ საჭიროებენ იმდენად, რამდენადაც ერთი თვის მარაგი საკვები, წყალი, ასევე გათბობა აქვთ. უბრალოდ დღეს პატრიარქის იუბილეზე დასასწრებად თბილისში ჩამოსვლის სურვილი ჰქონდათ, თუმცა დიდთოვლობის გამო ეს ვერ მოხერხდა. ბიჭებს დაურეკეს, ნუ შეწუხდებით, თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ, აქ ვილოცებთ უწმინდესისთვისო", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სასულიერო პირები მაღალმთიან სოფელში არსებულ ტაძარში იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია