Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ელიან ახალი წლისგან დამდეგისგან 2015 წელს დაქორწინებულები
რას ელიან ახალი წლისგან დამდეგისგან 2015 წელს დაქორწინებულები

2015 წელს საკ­მა­ოდ ბევ­რმა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა იპო­ვა თა­ვი­სი ბუდე და და­ო­ჯახ­და. და­ვინ­ტე­რეს­დით, უკვე ცოლ-ქმრის ამ­პლუ­ა­ში, სად და რო­გორ შეხ­ვდე­ბი­ან დამ­დეგს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც ე.წ. თხის წე­ლი­წა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

"მას მერე, რაც დავ­ქორ­წინ­დით, ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და"

ვერ­კა ჯა­ჯა­ნი­ძე, მო­ცეკ­ვა­ვე:

- 2015 ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­უ­კე­თე­სო წელი იყო. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მა­ბედ­ნი­ე­რებს.

- შენ და ირაკ­ლი რამ­დე­ნი ხანი იყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ზუს­ტად ერთი წელი ვი­ყა­ვით. ირაკ­ლი 2014 წელს, ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ვი­ცა­ნი, 2015 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს კი ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ.

- ბევ­რი იფიქ­რე, ვიდ­რე გა­თხო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­დი?

- რად­გან ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად მზად ვი­ყა­ვი. ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი: მინ­და, 25 წლის ასაკ­ში უკვე ოჯა­ხი მქონ­დეს-მეთ­ქი და სურ­ვი­ლი ამიხ­და. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ზედ­მე­ტად დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი მქონ­და და ირაკ­ლის ბევრ დროს ვერ ვუთ­მობ­დი, რის გა­მოც უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო. მას მერე, რაც დავ­ქორ­წინ­დით, ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და. ვცდი­ლობთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო გა­ვა­ტა­როთ ერ­თად.

- წელს ალ­ბათ, პირ­ვე­ლად მო­გი­წევთ ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რა ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში. რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- კი, წელს ნამ­დვი­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მოა ჩვენს სახ­ლში. ახა­ლი წლის ღა­მეს რამ­დე­ნი­მე სა­ღა­მო­ზე მო­მი­წევს გა­მოს­ვლა, შემ­დეგ კი დღე­სას­წა­ულს ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვი­ზე­ი­მებ.

- ვინ იქ­ნე­ბა თქვე­ნი მეკვლე?

- ჯერ ნამ­დვი­ლად არ ვიცი, ამა­ზე არ გვი­ფიქ­რია. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ ახა­ლი წლის ღა­მეს ისე­თი ადა­მი­ა­ნი მეს­ტუმ­რე­ბა, რო­მე­ლიც კარგ აუ­რას შე­მო­ი­ტანს ჩვენს სახ­ლში და შემ­დე­გი წელი ისე­თი­ვე ხა­ლი­სი­ა­ნი და კარ­გი იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც 2015 იყო.

- ჰო­როს­კო­პე­ბის თუ გჯე­რა? უკვე გა­ი­გე, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მა­ი­მუ­ნის წე­ლი­წა­დი შენ­თვის?

- ცხე­ნის წელ­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და ჩემ­თვის თხაც კარ­გი აღ­მოჩ­ნდა. ჰო­როს­კო­პით კურო ვარ და წა­ვი­კი­თხე, რომ მა­ი­მუ­ნის წელი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა კუ­რო­ე­ბის­თვის.

- კი­დევ რო­მე­ლი წელი იყო შენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი?

- 2014 წელს ბევ­რი კარ­გი რამ მოხ­და. ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში, გა­ვი­ცა­ნი ირაკ­ლი... რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, ასა­კი რაც უფრო მე­მა­ტე­ბა, მით უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

"ოჯა­ხის მეკვლე ჩემი შვი­ლი იქ­ნე­ბა"

სოფო ბე­დია, მომ­ღე­რა­ლი:

- 2015 წელი ჩემ­თვის ძა­ლი­ან კარ­გად და­ი­წყო - გავ­ბედ­ნი­ერ­დი. მე და მიშა ერთი წელი ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი.

- კი­დევ რითი იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი 2015 წელი შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- 2015 ჩემ­თვის კა­რი­ე­რუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის წე­ლიც იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი პრო­ექ­ტში "ერთი-ერ­თში", სა­დაც მა­ყუ­რე­ბელ­მა და მსმე­ნელ­მა სხვა კუ­თხით და­მი­ნა­ხა. ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­მო­ვე­დი.

- შენ და მიშა ცოლ-ქმრის ამ­პლუ­ა­ში პირ­ვე­ლად შეხ­ვდე­ბით დამ­დეგს...

- 2015-ს მე და მიშა ერ­თად შევ­ხვდით და ერ­თად გა­ვა­ცი­ლებთ. ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს ქუ­ჩა­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე შე­ვე­გე­ბე­ბით, შემ­დეგ კი სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე მო­მი­წევს სიმ­ღე­რა.

- გა­იხ­სე­ნე წელი, რო­მე­ლიც შენ­თვის რა­ღა­ცით გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო.

- ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რი 2009 წელი იყო. ეს გახ­ლდათ ხა­რის ანუ ჩემი წელი, როცა ჩემი შვი­ლი, ნი­კო­ლო­ზი და­ი­ბა­და (19 თე­ბერ­ვალს). სწო­რედ ამ წელს ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი "ჯე­ოს­ტარ­შიც" და ხალ­ხმა შე­მიყ­ვა­რა.

- მეკვლე უკვე შერ­ჩე­უ­ლი გყავთ?

- წელს, რო­გორც ყო­ველ­თვის, ოჯა­ხის მეკვლე ჩემი შვი­ლი იქ­ნე­ბა.

- მეკვლის ტრა­დი­ცი­ის თუ გჯე­რა?

- ამ ტრა­დი­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა­სო­დეს მი­მი­ნი­ჭე­ბია. მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნი ოჯახ­ში კე­თი­ლი გუ­ლით შე­მო­ვი­დეს.

"შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ზუს­ტად 10 თვე ვი­ყა­ვით"

მა­რი­ტა კუბ­ლაშ­ვი­ლი, ად­ვო­კა­ტი:

- ჩემ­თვის 2015 წელი ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი იყო. ისე­თი გან­ცდა მაქვს, თით­ქოს ამ წელს და­ვი­ბა­დე, ოღონდ - 30 წლი­სა, უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აზ­რე­ბით, სურ­ვი­ლე­ბი­თა და და­ვი­წყე­ბუ­ლი წარ­სუ­ლით.

- შენ და ლე­ვა­ნი რამ­დე­ნი ხანი იყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ზუს­ტად 10 თვე ვი­ყა­ვით. გაც­ნო­ბი­დან 2 თვე­ში მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და შეხ­ვედ­რე­ბი და­ვი­წყეთ, ზუს­ტად 1 წლის თავ­ზე კი და­ვი­ნიშ­ნეთ.

- ოჯა­ხის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­გი­ჭირ­და?

- არ გამ­ჭირ­ვე­ბია. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მივ­ხვდი, რომ ლე­ვა­ნი სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი იყო. მინ­დო­და, მის­ნა­ი­რი ქმა­რი მყო­ლო­და.

- კი­დევ რითი იყო შენ­თვის 2015 წელი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- კა­რი­ე­რუ­ლი საქ­მე­ე­ბიც და­დე­ბი­თად წა­რი­მარ­თა.

- რო­გორ შეხ­ვდე­ბით 2016 წელს?

- ვგეგ­მავთ, ახალ წელს სახ­ლში შევ­ხვდეთ, სად­მე წას­ვლის სურ­ვი­ლი არ გვაქვს. ჩვენ­თვის დღე­სას­წა­უ­ლია მშვიდ, ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ერ­თად ყოფ­ნა. დიდი ამ­ბით ვემ­ზა­დე­ბით დღე­სას­წა­უ­ლის­თვის.

- მეკვლე თუ გე­ყო­ლე­ბათ?

- მეკვლე? ჯერ არ ვი­ცით. სა­ერ­თოდ, მეკვლის ტრა­დი­ცი­ის მჯე­რა. მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნი კე­თი­ლი გუ­ლით შე­მო­ვი­დეს ოჯახ­ში და სი­კე­თეს აუცი­ლებ­ლად მო­ი­ტანს.

- 2015 წელს ვინ იყო თქვე­ნი ოჯა­ხის მეკვლე?

- მეკვლე ჩემი მე­გო­ბა­რი იყო, რო­მელ­საც ნამ­დვი­ლად "კარ­გი ფეხი" აქვს.

- ნაძ­ვის ხე უკვე მორ­თეთ?

- ნაძ­ვის ხე ვი­ყი­დეთ - 2.70 მეტ­რი სი­მაღ­ლი­საა. ძა­ლი­ან დიდი და ლა­მა­ზია. უკვე მოვ­რთეთ, მაგ­რამ ყო­ველ­დღე რა­ღა­ცას მა­ინც ვა­მა­ტებ ხოლ­მე (იღი­მის).

- გა­იხ­სე­ნე წე­ლი­წა­დი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე მე­ტად და­გა­მახ­სოვ­რა თავი.

- ჩემ­თვის 2005 წელი იყო დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი, რად­გან ქვე­ყა­ნას ჩემი შვი­ლი მო­ევ­ლი­ნა.

- და­ბო­ლოს, რას ელო­დე­ბით 2016 წლის­გან?

- 2016 წლის­გან, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, კი­დევ ერთ დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას - მე­ო­რე შვილს ვე­ლო­დე­ბი.

"მის გვერ­დით თავს მარ­თლაც, დე­დოფ­ლად ვგრძნობ"

გვან­ცა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი:

- 4 წლის წინ ჩემ­მა უსაყ­ვარ­ლეს­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც პა­რიზ­ში ცხოვ­რობს, თა­ვის­თან დამ­პა­ტი­ჟა. მე­ო­რე დღეს, როცა პა­რი­ზი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე და შინ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი დავ­ბრუნ­დი, "ფე­ის­ბუკ­ზე" შე­ვე­დი და იქ დამ­ხვდა ასე­თი წე­რი­ლი: თქვენ სა­ოც­რად მომ­ხიბ­ვლე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ბრძან­დე­ბით... რო­გორც წესი, მსგავ­სი ში­ნა­არ­სის მე­სი­ჯებს ყო­ველ­თვის უპა­სუ­ხოდ ვტო­ვებ­დი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად მე­სი­ჯის ავ­ტორს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე - ალ­ბათ, პა­რი­ზულ­მა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­მა გა­მა­თა­მა­მა. ჰოდა, ასე გა­ვი­ცა­ნი ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე. რა­ღაც პე­რი­ო­დი ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი, მან ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში, სა­ვახ­შმოდ დამ­პა­ტი­ჟა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მისი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მივ­ხვდი, რომ საქ­მე ინ­ტე­ლი­გენტ, ჯენტლმენ და გა­ნათ­ლე­ბულ ადა­მი­ან­თან მქონ­და. მისი თვი­სე­ბე­ბით მო­ვი­ხიბ­ლე. აშ­კა­რად ეტყო­ბო­და, რომ ძა­ლი­ან კარგ, თბილ ოჯახ­ში იყო აღ­ზრდი­ლი და რაც მთა­ვა­რია, ქალ­თან ურ­თი­ერ­თობა არ შე­ეშ­ლე­ბო­და.

- შენ რითი მო­ხიბ­ლე?

- ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყის­ში­ვე მი­თხრა, რომ ერთი ნახ­ვით შე­ვუყ­ვარ­დი.

- რამ­დე­ნი ხანი იყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი?

- კეკ­ლუ­ცო­ბა დიდი ხანი გა­მო­მი­ვი­და. 4 წელი ვიც­ნობ­დი ლე­ვანს... რაც მთა­ვა­რია, დღეს ერ­თად ვართ. 4 წლის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ის ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვე­ლო­დი.

- გა­მო­დის, შენი პრინ­ცი იპო­ვე. ასე?

- დიახ, ის ჩემი პრინ­ცია, მის გვერ­დით თავს მარ­თლაც, დე­დოფ­ლად ვგრძნობ. ამ­ბობს კი­დეც, რომ მისი დე­დო­ფა­ლი ვარ. ლე­ვანს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მშობ­ლე­ბი და ერთი და ჰყავს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან თბი­ლი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნია. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და 2 შვი­ლი ჰყავს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას ელიან ახალი წლისგან დამდეგისგან 2015 წელს დაქორწინებულები

რას ელიან ახალი წლისგან დამდეგისგან 2015 წელს დაქორწინებულები

2015 წელს საკმაოდ ბევრმა ცნობილმა ადამიანმა იპოვა თავისი ბუდე და დაოჯახდა. დავინტერესდით, უკვე ცოლ-ქმრის ამპლუაში, სად და როგორ შეხვდებიან დამდეგს შეყვარებული წყვილები, რომლებისთვისაც ე.წ. თხის წელიწადი ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა.

"მას მერე, რაც დავქორწინდით, ყველაფერი დალაგდა"

ვერკა ჯაჯანიძე, მოცეკვავე:

- 2015 ჩემთვის ყველაზე ბედნიერი, წარმატებული და საუკეთესო წელი იყო. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მაბედნიერებს.

- შენ და ირაკლი რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?

- შეყვარებულები ზუსტად ერთი წელი ვიყავით. ირაკლი 2014 წელს, ოქტომბერში გავიცანი, 2015 წლის 8 ოქტომბერს კი ჯვარი დავიწერეთ.

- ბევრი იფიქრე, ვიდრე გათხოვების გადაწყვეტილებას მიიღებდი?

- რადგან ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. ოჯახის შესაქმნელად მზად ვიყავი. ყოველთვის ვამბობდი: მინდა, 25 წლის ასაკში უკვე ოჯახი მქონდეს-მეთქი და სურვილი ამიხდა. შეყვარებულობის პერიოდში ზედმეტად დატვირთული სამუშაო რეჟიმი მქონდა და ირაკლის ბევრ დროს ვერ ვუთმობდი, რის გამოც უკმაყოფილო იყო. მას მერე, რაც დავქორწინდით, ყველაფერი დალაგდა. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ ერთად.

- წელს ალბათ, პირველად მოგიწევთ ახალი წლის შეხვედრა ოჯახურ გარემოში. რა გეგმები გაქვთ?

- კი, წელს ნამდვილად განსხვავებული გარემოა ჩვენს სახლში. ახალი წლის ღამეს რამდენიმე საღამოზე მომიწევს გამოსვლა, შემდეგ კი დღესასწაულს ახლობლების გარემოცვაში ვიზეიმებ.

- ვინ იქნება თქვენი მეკვლე?

- ჯერ ნამდვილად არ ვიცი, ამაზე არ გვიფიქრია. გამიხარდება, თუ ახალი წლის ღამეს ისეთი ადამიანი მესტუმრება, რომელიც კარგ აურას შემოიტანს ჩვენს სახლში და შემდეგი წელი ისეთივე ხალისიანი და კარგი იქნება, როგორიც 2015 იყო.

- ჰოროსკოპების თუ გჯერა? უკვე გაიგე, როგორი იქნება მაიმუნის წელიწადი შენთვის?

- ცხენის წელში ვარ დაბადებული და ჩემთვის თხაც კარგი აღმოჩნდა. ჰოროსკოპით კურო ვარ და წავიკითხე, რომ მაიმუნის წელი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება კუროებისთვის.

- კიდევ რომელი წელი იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი?

- 2014 წელს ბევრი კარგი რამ მოხდა. ვმონაწილეობდი წარმატებულ პროექტებში, გავიცანი ირაკლი... რომ ვაკვირდები, ასაკი რაც უფრო მემატება, მით უფრო სასიამოვნო მოვლენები ხდება ჩემს ცხოვრებაში.

"ოჯახის მეკვლე ჩემი შვილი იქნება"

სოფო ბედია, მომღერალი:

- 2015 წელი ჩემთვის ძალიან კარგად დაიწყო - გავბედნიერდი. მე და მიშა ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები.

- კიდევ რითი იყო მნიშვნელოვანი 2015 წელი შენს ცხოვრებაში?

- 2015 ჩემთვის კარიერული სიახლეების წელიც იყო. მოგეხსენებათ, ვმონაწილეობდი პროექტში "ერთი-ერთში", სადაც მაყურებელმა და მსმენელმა სხვა კუთხით დამინახა. ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებულად გამოვედი.

- შენ და მიშა ცოლ-ქმრის ამპლუაში პირველად შეხვდებით დამდეგს...

- 2015-ს მე და მიშა ერთად შევ­ხვდით და ერთად გავაცილებთ. ახალი წლის დღესასწაულს ქუჩაში გამართულ კონცერტზე შევეგებებით, შემდეგ კი სხვადასხვა ადგილზე მომიწევს სიმღერა.

- გაიხსენე წელი, რომელიც შენთვის რაღაცით გამორჩეული იყო.

- ჩემთვის ბედნიერი 2009 წელი იყო. ეს გახლდათ ხარის ანუ ჩემი წელი, როცა ჩემი შვილი, ნიკოლოზი დაიბადა (19 თებერვალს). სწორედ ამ წელს ვმონაწილეობდი "ჯეოსტარშიც" და ხალხმა შემიყვარა.

- მეკვლე უკვე შერჩეული გყავთ?

- წელს, როგორც ყოველთვის, ოჯახის მეკვლე ჩემი შვილი იქნება.

- მეკვლის ტრადიციის თუ გჯერა?

- ამ ტრადიციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა არასოდეს მიმინიჭებია. მთავარია, ადამიანი ოჯახში კეთილი გულით შემოვიდეს.

"შეყვარებულები ზუსტად 10 თვე ვიყავით"

მარიტა კუბლაშვილი, ადვოკატი:

- ჩემთვის 2015 წელი ყველაზე ბედნიერი იყო. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ამ წელს დავიბადე, ოღონდ - 30 წლისა, უკვე ჩამოყალიბებული აზრებით, სურვილებითა და დავიწყებული წარსულით.

- შენ და ლევანი რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?

- შეყვარებულები ზუსტად 10 თვე ვიყავით. გაცნობიდან 2 თვეში მეგობრული ურთიერთობა და შეხვედრები დავიწყეთ, ზუსტად 1 წლის თავზე კი დავინიშნეთ.

- ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდა?

- არ გამჭირვებია. პირველივე დღიდან მივხვდი, რომ ლევანი სასურველი მამაკაცი იყო. მინდოდა, მისნაირი ქმარი მყოლოდა.

- კიდევ რითი იყო შენთვის 2015 წელი მნიშვნელოვანი?

- კარიერული საქმეებიც დადებითად წარიმართა.

- როგორ შეხვდებით 2016 წელს?

- ვგეგმავთ, ახალ წელს სახლში შევხვდეთ, სადმე წასვლის სურვილი არ გვაქვს. ჩვენთვის დღესასწაულია მშვიდ, ოჯახურ გარემოში ერთად ყოფნა. დიდი ამბით ვემზადებით დღესასწაულისთვის.

- მეკვლე თუ გეყოლებათ?

- მეკვლე? ჯერ არ ვიცით. საერთოდ, მეკვლის ტრადიციის მჯერა. მთავარია, ადამიანი კეთილი გულით შემოვიდეს ოჯახში და სიკეთეს აუცი­ლებლად მოიტანს.

- 2015 წელს ვინ იყო თქვენი ოჯახის მეკვლე?

- მეკვლე ჩემი მეგობარი იყო, რომელსაც ნამდვილად "კარგი ფეხი" აქვს.

- ნაძვის ხე უკვე მორთეთ?

- ნაძვის ხე ვიყიდეთ - 2.70 მეტრი სიმაღლისაა. ძალიან დიდი და ლამაზია. უკვე მოვრთეთ, მაგრამ ყოველდღე რაღაცას მაინც ვამატებ ხოლმე (იღიმის).

- გაიხსენე წელიწადი, რომელმაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრა თავი.

- ჩემთვის 2005 წელი იყო დიდი ბედნიერების მომტანი, რადგან ქვეყანას ჩემი შვილი მოევლინა.

- დაბოლოს, რას ელოდებით 2016 წლისგან?

- 2016 წლისგან, ღმერთის წყალობით, კიდევ ერთ დიდ ბედნიერებას - მეორე შვილს ველოდები.

"მის გვერდით თავს მართლაც, დედოფლად ვგრძნობ"

გვანცა გიორგობიანი, მსახიობი:

- 4 წლის წინ ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა, რომელიც პარიზში ცხოვრობს, თავისთან დამპატიჟა. მეორე დღეს, როცა პარიზი დავათვალიერე და შინ შთაბეჭდილებებით დატვირთული დავბრუნდი, "ფეისბუკზე" შევედი და იქ დამხვდა ასეთი წერილი: თქვენ საოცრად მომხიბვლელი ქალბატონი ბრძანდებით... როგორც წესი, მსგავსი შინაარსის მესიჯებს ყოველთვის უპასუხოდ ვტოვებდი, მაგრამ ამჯერად მესიჯის ავტორს მადლობა გადავუხადე - ალბათ, პარიზულმა შთაბეჭდილებებმა გამათამამა. ჰოდა, ასე გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. რაღაც პერიოდი ინტერნეტის საშუალებით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. როცა საქართველოში დავბრუნდი, მან ერთ-ერთ რესტორანში, სავახშმოდ დამპატიჟა. სიმართლე გითხრათ, მისი დანახვისთანავე მივხვდი, რომ საქმე ინტელიგენტ, ჯენტლმენ და განათლებულ ადამიანთან მქონდა. მისი თვისებებით მოვიხიბლე. აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან კარგ, თბილ ოჯახში იყო აღზრდილი და რაც მთავარია, ქალთან ურთიერ­თობა არ შეეშლებოდა.

- შენ რითი მოხიბლე?

- ურთიერთობის დასაწყისშივე მითხრა, რომ ერთი ნახვით შევუყვარდი.

- რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?

- კეკლუცობა დიდი ხანი გამომივიდა. 4 წელი ვიცნობდი ლევანს... რაც მთავარია, დღეს ერთად ვართ. 4 წლის შემდეგ მივხვდი, რომ ის ადამიანი იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი.

- გამოდის, შენი პრინცი იპოვე. ასე?

- დიახ, ის ჩემი პრინცია, მის გვერდით თავს მართლაც, დედოფლად ვგრძნობ. ამბობს კიდეც, რომ მისი დედოფალი ვარ. ლევანს არაჩვეულებრივი მშობლები და ერთი და ჰყავს, რომელიც ძალიან თბილი, საყვარელი ადამიანია. დაოჯახებულია და 2 შვილი ჰყავს.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს