10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამაოგნებელია, როცა მამა პეტარდს შუა ოთახში აფეთქებს, სადაც მისი ცოლ-შვილია" - გუგა ქაშიბაძე "საახალწლო ტრავმებზე"
"გამაოგნებელია, როცა მამა პეტარდს შუა ოთახში აფეთქებს, სადაც მისი ცოლ-შვილია" - გუგა ქაშიბაძე "საახალწლო ტრავმებზე"

სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში ტრავ­მი­ა­ნო­ბა მა­ტუ­ლობს, - რა­საც ალ­კოჰო­ლი, ნა­ბა­ხუ­სე­ვი და რაც მთავ­რია, სხვა­დას­ხვა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, პე­ტარ­დი იწ­ვევს. ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბით ახა­ლი წლის პირ­ველ წუ­თებ­ში, და არა მარ­ტო მა­შინ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ზი­ან­დე­ბა. მთავ­რი მი­ზე­ზი გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბაა.

დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გუგა ქა­ში­ბა­ძე სწო­რედ იმა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, თუ რა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს პა­ცი­ენ­ტებ­მა ახა­ლი წლის დღე­ებ­ში.

- წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დღე­ვან­დლამ­დე, სულ, დამ­წვრო­ბით 32 პა­ცი­ენ­ტი შე­მო­ვი­და, რო­მე­ლებ­საც სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლის და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­დათ, მათ­გან უდი­დე­სი ნა­წი­ლი - მარ­ჯვე­ნა მტე­ვა­ნი იყო, შემ­დეგ - სა­ხის არე და ქუ­თუ­თო­ე­ბი. პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­წილს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა სჭირ­დე­ბო­და: გა­კერ­ვა. სტა­ცი­ო­ნარ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ მხო­ლოდ ერთი მო­თავ­სდა, - 6 წლის ბავ­შვს სახე ჰქონ­და დამ­წყვა­რი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სხვა სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მე­ბი, ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია რომ დას­ჭირ­ვე­ბო­და, ჩვენ­თან წელს არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ შარ­შან­დე­ლი და შარ­შან­წინ­დე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბას თუ გა­დავ­ხე­დავთ, მძი­მე სუ­რა­თე­ბი იყო...

რაც მთა­ვა­რია, ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბის, პე­ტარ­დე­ბის აფეთ­ქე­ბა ამით არ მთავ­რდე­ბა და ეს სა­გი­ჟე­თი ტრა­დი­ცი­უ­ლად, ნათ­ლის­ღე­ბამ­დე გრძელ­დე­ბა. მო­რი­გი პიკი ძვე­ლით ახალ წელს არის ხოლ­მე.

მა­გა­ლი­თად, გუ­შინ (3 იან­ვა­რი) რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტმა მოგ­ვმარ­თა, რომ­ლებ­მაც და­ზი­ა­ნე­ბა ახალ წლის ღა­მეს მი­ი­ღეს და უკვე გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ფორ­მე­ბით შე­მო­ვიდ­ნენ, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი.

- ტრავ­მე­ბი მი­ღე­ბა ძი­რი­თა­დად ასა­ფეთ­ქებ­ლებს უკავ­შირ­დე­ბა, ხომ?

- კი, ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბია. 100-დან 100 შემ­თხვე­ვა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის შე­დე­გად ხდე­ბა, ანუ ამა­თი რას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას. ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან რო­გორც ბავ­შვე­ბი, ისე მოზ­რდი­ლე­ბი, - პე­ტარ­დე­ბით თა­მა­შო­ბენ: ყურ­თან უფეთ­ქე­ბენ, ჯი­ბე­ში უდე­ბენ და რას არ აკე­თე­ბენ.

- ბო­რო­ტად იყე­ნე­ბენ...

- ფაქ­ტია, რომ მათი არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა, არა­და, ასა­ფეთ­ქე­ბელს აწე­რია - 20 სან­ტი­მეტ­რით უნდა მო­ცილ­დე... მერე ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია, როცა ამას ოჯა­ხის მამა აკე­თებს, პე­ტარდს შუა ოთახ­ში აფეთ­ქებს, სა­დაც ცოლ-შვი­ლი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან.

არ ვიცი, ეს ბო­რი­ტად გა­მო­ყე­ნე­ბაა თუ იდი­ო­ტო­ბა, ფაქ­ტია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს მძი­მე შე­დე­გე­ბი მოს­დევს და ასე­თი ცუდი შემ­თხვე­ვე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა. არა­და, იმ მაშ­ხა­ლე­ბის აფეთ­ქე­ბა პა­ტა­რა მინ­დორ­შიც არ შე­იძ­ლე­ბა, დიდი ტე­რი­ტო­რი­აა სა­ჭი­რო.

- სა­ყო­ფა­ცხოვ­რო­ბო პი­რო­ბებ­ში მი­ღე­ბუ­ლი დამ­წვრო­ბის ფაქ­ტე­ბი წი­ნა­სა­ა­ხაწლოდ არ ყო­ფი­ლა?

- სა­ერ­თოდ, დღე­სას­წა­უ­ლებ­ში ტრავ­მი­ა­ნო­ბა მა­ტუ­ლობს, რად­გა­ნაც ამ დროს ყუ­რა­დღე­ბა მო­დუ­ნე­ბუ­ლია, ამას­თან, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ა.შ.

- უშუ­ა­ლოდ 1-ელში, ანუ 12 სა­ა­თის შემ­დეგ რამ­დენ­მა მოგ­მარ­თათ?

- 14 პა­ცი­ენ­ტი მი­ვი­ღეთ, მაგ­რამ ეს რე­ა­ლურ ციფრს არ ასა­ხავს, რად­გა­ნაც ამის გარ­და, რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რიც იყო, სა­ერ­თოდ, კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში რი­გე­ბი იდგა, არას­წრულ­წლო­ვა­ნებ­მა სხვა­დას­ხვა სა­ხის ჭრი­ლო­ბა მი­ი­ღეს, ზო­გი­ერ­თმა ფა­ლან­გე­ბი და­კარ­გა.

ასეთ დღე­ებ­ში მხო­ლოდ დამ­წვრო­ბა არ აღი­ნიშ­ნე­ბა ხოლ­მე, წელს დამ­წვრო­ბას­თან ერ­თად, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით მოგ­ვმარ­თეს, ნა­კე­რე­ბის და­დე­ბაც დას­ჭირ­დათ.

- რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გას­ცეთ?

- ჯო­ბია, საპ­ნის ბუშ­ტე­ბი გა­უშ­ვან, "ფიფ­ქებს" უმ­ღე­რონ, ან შო­ბას, ახალ წელს, ვიდ­რე პე­ტარ­დე­ბი და ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბი აა­ფეთ­ქონ. მგო­ნი, ჩვე­ნი ბუ­ნე­ბის­თვის და მენ­ტა­ლი­ტე­ტის­თვის ნა­ად­რე­ვია ასე­თი სი­გი­ჟე. მსგავ­სი ხმა­უ­რი და აურ­ზა­უ­რი დიდ საფრ­თხე­ებს შე­ი­ცავს.

რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე კი ვსა­უბ­რობთ, მაგ­რამ რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ქარ­თვე­ლი კაცი იმ ანო­ტა­ცი­ას, რაც პე­ტარდს მოჰ­ყვე­ბა, ჩა­უჯ­დე­ბა და თან, ჩი­ნუ­რად წა­ი­კი­თხავს?! ჰოდა, არ წა­კი­თხვი­თა და წე­სე­ბის არ დაც­ვით ის სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი გვაქვს, რაც გვაქვს. ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ მას არ და­ე­მარ­თე­ბა. თუ არ და­ფიქ­რდე­ბა, ნამ­დვი­ლად და­ე­მარ­თე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა საფრ­თხეს შე­იც­ვას!!!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"გამაოგნებელია, როცა მამა პეტარდს შუა ოთახში აფეთქებს, სადაც მისი ცოლ-შვილია" - გუგა ქაშიბაძე "საახალწლო ტრავმებზე"

"გამაოგნებელია, როცა მამა პეტარდს შუა ოთახში აფეთქებს, სადაც მისი ცოლ-შვილია" - გუგა ქაშიბაძე "საახალწლო ტრავმებზე"

სადღესასწაულო დღეებში ტრავმიანობა მატულობს, - რასაც ალკოჰოლი, ნაბახუსევი და რაც მთავრია, სხვადასხვა ასაფეთქებელი საშუალება, პეტარდი იწვევს. ასაფეთქებლებით ახალი წლის პირველ წუთებში, და არა მარტო მაშინ, ბევრი ადამიანი ზიანდება. მთავრი მიზეზი გაუფრთხილებლობაა.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე სწორედ იმაზე გვესაუბრება, თუ რა სახის დაზიანებები მიიღეს პაციენტებმა ახალი წლის დღეებში.

- წინასაახალწლო პერიოდიდან მოყოლებული, დღევანდლამდე, სულ, დამწვრობით 32 პაციენტი შემოვიდა, რომელებსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაზიანება ჰქონდათ, მათგან უდიდესი ნაწილი - მარჯვენა მტევანი იყო, შემდეგ - სახის არე და ქუთუთოები. პაციენტების ნაწილს ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა: გაკერვა. სტაციონარში სამკურნალოდ მხოლოდ ერთი მოთავსდა, - 6 წლის ბავშვს სახე ჰქონდა დამწყვარი, საბედნიეროდ, სხვა სერიოზული ტრავმები, ქირურგიული ოპერაცია რომ დასჭირვებოდა, ჩვენთან წელს არ ყოფილა, მაგრამ შარშანდელი და შარშანწინდელი გამოცდილებას თუ გადავხედავთ, მძიმე სურათები იყო...

რაც მთავარია, ასაფეთქებლების, პეტარდების აფეთქება ამით არ მთავრდება და ეს საგიჟეთი ტრადიციულად, ნათლისღებამდე გრძელდება. მორიგი პიკი ძველით ახალ წელს არის ხოლმე.

მაგალითად, გუშინ (3 იანვარი) რამდენიმე პაციენტმა მოგვმართა, რომლებმაც დაზიანება ახალ წლის ღამეს მიიღეს და უკვე გართულებული ფორმებით შემოვიდნენ, დაინფიცირებულები.

- ტრავმები მიღება ძირითადად ასაფეთქებლებს უკავშირდება, ხომ?

- კი, ასაფეთქებლების გამოყენებისას მიღებული დაზიანებებია. 100-დან 100 შემთხვევა გაუფრთხილებლობის შედეგად ხდება, ანუ ამათი რასწორი გამოყენებისას. ერთმანეთს ეჯიბრებიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები, - პეტარდებით თამაშობენ: ყურთან უფეთქებენ, ჯიბეში უდებენ და რას არ აკეთებენ.

- ბოროტად იყენებენ...

- ფაქტია, რომ მათი არასწორი გამოყენება ხდება, არადა, ასაფეთქებელს აწერია - 20 სანტიმეტრით უნდა მოცილდე... მერე ყველაზე გამაოგნებელია, როცა ამას ოჯახის მამა აკეთებს, პეტარდს შუა ოთახში აფეთქებს, სადაც ცოლ-შვილი, ოჯახის წევრები არიან.

არ ვიცი, ეს ბორიტად გამოყენებაა თუ იდიოტობა, ფაქტია, რომ ამ ყველაფერს მძიმე შედეგები მოსდევს და ასეთი ცუდი შემთხვევები ფიქსირდება. არადა, იმ მაშხალების აფეთქება პატარა მინდორშიც არ შეიძლება, დიდი ტერიტორიაა საჭირო.

- საყოფაცხოვრობო პირობებში მიღებული დამწვრობის ფაქტები წინასაახაწლოდ არ ყოფილა?

- საერთოდ, დღესასწაულებში ტრავმიანობა მატულობს, რადგანაც ამ დროს ყურადღება მოდუნებულია, ამასთან, ბევრი ადამიანი ნასვამ მდგომარეობაშია და ა.შ.

- უშუალოდ 1-ელში, ანუ 12 საათის შემდეგ რამდენმა მოგმართათ?

- 14 პაციენტი მივიღეთ, მაგრამ ეს რეალურ ციფრს არ ასახავს, რადგანაც ამის გარდა, რამდენიმე სატელეფონო ზარიც იყო, საერთოდ, კი საავადმყოფოებში რიგები იდგა, არასწრულწლოვანებმა სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღეს, ზოგიერთმა ფალანგები დაკარგა.

ასეთ დღეებში მხოლოდ დამწვრობა არ აღინიშნება ხოლმე, წელს დამწვრობასთან ერთად, კომბინირებული დაზიანებებით მოგვმართეს, ნაკერების დადებაც დასჭირდათ.

- რა რეკომენდაციები შეიძლება გასცეთ?

- ჯობია, საპნის ბუშტები გაუშვან, "ფიფქებს" უმღერონ, ან შობას, ახალ წელს, ვიდრე პეტარდები და ასაფეთქებლები ააფეთქონ. მგონი, ჩვენი ბუნებისთვის და მენტალიტეტისთვის ნაადრევია ასეთი სიგიჟე. მსგავსი ხმაური და აურზაური დიდ საფრთხეებს შეიცავს.

რეკომენდაციებზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, ქართველი კაცი იმ ანოტაციას, რაც პეტარდს მოჰყვება, ჩაუჯდება და თან, ჩინურად წაიკითხავს?! ჰოდა, არ წაკითხვითა და წესების არ დაცვით ის სავალალო შედეგები გვაქვს, რაც გვაქვს. ყველას ჰგონია, რომ მას არ დაემართება. თუ არ დაფიქრდება, ნამდვილად დაემართება. ნებისმიერი საგნის არასწორი გამოყენება საფრთხეს შეიცვას!!!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია