პოლიტიკა
საზოგადოება

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი ფილა შოკოლადი - საკონცენტრაციო ბანაკში გადახდენილი საოცარი ისტორია
ერთი ფილა შოკოლადი - საკონცენტრაციო ბანაკში გადახდენილი საოცარი ისტორია

"ჩემი სა­ხე­ლია ფრან­სინ კრის­ტო­ფი. და­ვი­ბა­დე 1933 წლის 18 აგ­ვის­ტოს, იმ წელს, რო­დე­საც ჰიტ­ლერ­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში ჩა­იგ­დო.

რო­დე­საც გერ­გენ-ბელ­ზე­ნის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში ვი­ყა­ვი, სა­ო­ცა­რი რამ მოხ­და:

იხი­ლეთ ვი­დეო

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ომში და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი, პრი­ვი­ლე­გი­ით ვსარ­გებ­ლობ­დით და უფ­ლე­ბა გვქონ­და, რამე წა­მოგ­ვე­ღო - მა­გა­ლი­თად პა­ტა­რა ჩან­თა, მას­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ორი ან სამი ნივ­თით. ერ­თმა ქალ­მა შა­ქა­რი წა­მო­ი­ღო, მე­ო­რემ - ბღუ­ჯა ბრინ­ჯი. დე­და­ჩემ­მა ორი პა­ტა­რა ფილა შო­კო­ლა­დი ჩა­ი­დო და მი­თხრა:

"ამას შე­ვი­ნა­ხავთ იმ დღის­თვის, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხავ, რომ სრუ­ლი­ად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი და მარ­თლა დაგ­ჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. მე მოგ­ცემ შენ ამ შო­კო­ლადს და თავს უკე­თე­სად იგ­რძნობ".

ჩვენ­თან ერ­თად ტყვე­ო­ბა­ში, ერთი ორ­სუ­ლი ქალი იყო. რომ შე­გე­ხე­და, ვერ შე­ამ­ჩნევ­დი, ისე­თი გამ­ხდა­რი იყო. ერთხე­ლაც დრო მო­ვი­და და მშო­ბი­ა­რო­ბა და­ე­წყო. ის ბა­ნა­კის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ქალს დე­და­ჩე­მი და ყა­ზარ­მის უფ­რო­სი გაჰ­ყვნენ. სა­ნამ წა­ვი­დოდ­ნენ, დე­დამ მი­თხრა:

"გახ­სოვს ის შო­კო­ლა­დი, შენ­თვის რომ ვი­ნა­ხავ­დი?"

"კი, დედა"

"თავს რო­გორ გრძნობ?"

"კარ­გად, დედა. კარ­გად ვიქ­ნე­ბი".

"კარ­გი მა­შინ, თუ შენ კარ­გად ხარ, მინ­და რომ შენი ეს შო­კო­ლა­დი იმ ქალს მივ­ცე, ჩვენ მე­გო­ბარ ჰე­ლენს. აქ ბავ­შვის გა­ჩე­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ის გარ­და­იც­ვა­ლოს. თუ მე მას მივ­ცემ შო­კო­ლადს, შე­იძ­ლე­ბა ამან მას უშ­ვე­ლოს".

"კარ­გი დედა, მიდი".

ჰე­ლენ­მა პა­ტა­რა და უმ­წეო ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა. მან შო­კო­ლა­დის ერთი ფილა შე­ჭა­მა, გა­დარ­ჩა და ყა­ზარ­მა­ში დაბ­რუნ­და. პა­ტა­რას არას­დროს უტი­რია, არას­დროს.

6 თვის შემ­დეგ ბა­ნა­კი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ჩვენ პა­ტა­რა საფ­რან­გეთ­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ...

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, შვილ­მა მკი­თხა: "დედა, ფსი­ქო­ლო­გი ან ფსი­ქი­ატ­რი რომ გყო­ლო­დათ, რო­დე­საც დაბ­რუნ­დით, იქ­ნებ უფრო ად­ვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო ამ ყვე­ლა­ფერ­თან გამ­კლა­ვე­ბაო". მე ვუ­პა­სუ­ხე: "რა თქმა უნდა, მაგ­რამ ჩვენ ისი­ნი არ გვყავ­და. არა­ვის არ უფიქ­რია სუ­ლი­ერ ავად­მყო­ფო­ბა­ზე. მაგ­რამ შენ კარ­გი იდეა მო­მა­წო­დე, ლექ­ცი­ას ჩა­ვა­ტა­რებ ამ თე­მა­ზე".

მარ­თლაც მო­ვა­წყე ლექ­ცია თე­მა­ზე: "რა მოხ­დე­ბო­და, 1945 წელს, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ბა­ნაკს გა­დარ­ჩე­ნი­ლებს რომ ჰქო­ნო­დათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცია?" ლექ­ცი­ამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო იდეა წარ­მო­იშ­ვა.

ბო­ლოს­კენ სცე­ნა­ზე ქალი ავი­და და თქვა: "მე მარ­სელ­ში ვცხოვ­რობ და ფსი­ქი­ატ­რი ვარ. სა­ნამ ჩემ აზრს მო­გახ­სე­ნებთ, რა­ღაც მაქვს ფრან­სინ კრის­ტო­ფის­თვის".

მან ჯი­ბე­ში ხელი ჩა­ი­ყო და შო­კო­ლა­დის ნა­ტე­ხი ამო­ი­ღო, მომ­ცა და მი­თხრა: მე ვარ ის ბავ­შვი..."

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ერთი ფილა შოკოლადი - საკონცენტრაციო ბანაკში გადახდენილი საოცარი ისტორია

ერთი ფილა შოკოლადი - საკონცენტრაციო ბანაკში გადახდენილი საოცარი ისტორია

"ჩემი სახელია ფრანსინ კრისტოფი. დავიბადე 1933 წლის 18 აგვისტოს, იმ წელს, როდესაც ჰიტლერმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.

როდესაც გერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში ვიყავი, საოცარი რამ მოხდა:

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, რომ ომში დატყვევებული ბავშვები, პრივილეგიით ვსარგებლობდით და უფლება გვქონდა, რამე წამოგვეღო - მაგალითად პატარა ჩანთა, მასში მოთავსებული ორი ან სამი ნივთით. ერთმა ქალმა შაქარი წამოიღო, მეორემ - ბღუჯა ბრინჯი. დედაჩემმა ორი პატარა ფილა შოკოლადი ჩაიდო და მითხრა:

"ამას შევინახავთ იმ დღისთვის, როდესაც დავინახავ, რომ სრულიად განადგურებული იქნები და მართლა დაგჭირდება დახმარება. მე მოგცემ შენ ამ შოკოლადს და თავს უკეთესად იგრძნობ".

ჩვენთან ერთად ტყვეობაში, ერთი ორსული ქალი იყო. რომ შეგეხედა, ვერ შეამჩნევდი, ისეთი გამხდარი იყო. ერთხელაც დრო მოვიდა და მშობიარობა დაეწყო. ის ბანაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქალს დედაჩემი და ყაზარმის უფროსი გაჰყვნენ. სანამ წავიდოდნენ, დედამ მითხრა:

"გახსოვს ის შოკოლადი, შენთვის რომ ვინახავდი?"

"კი, დედა"

"თავს როგორ გრძნობ?"

"კარგად, დედა. კარგად ვიქნები".

"კარგი მაშინ, თუ შენ კარგად ხარ, მინდა რომ შენი ეს შოკოლადი იმ ქალს მივცე, ჩვენ მეგობარ ჰელენს. აქ ბავშვის გაჩენა ძალიან რთული იქნება, შეიძლება ის გარდაიცვალოს. თუ მე მას მივცემ შოკოლადს, შეიძლება ამან მას უშველოს".

"კარგი დედა, მიდი".

ჰელენმა პატარა და უმწეო ბავშვი გააჩინა. მან შოკოლადის ერთი ფილა შეჭამა, გადარჩა და ყაზარმაში დაბრუნდა. პატარას არასდროს უტირია, არასდროს.

6 თვის შემდეგ ბანაკი გაათავისუფლეს. ჩვენ პატარა საფრანგეთში წავიყვანეთ...

რამდენიმე წლის წინ, შვილმა მკითხა: "დედა, ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი რომ გყოლოდათ, როდესაც დაბრუნდით, იქნებ უფრო ადვილი ყოფილიყო ამ ყველაფერთან გამკლავებაო". მე ვუპასუხე: "რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ისინი არ გვყავდა. არავის არ უფიქრია სულიერ ავადმყოფობაზე. მაგრამ შენ კარგი იდეა მომაწოდე, ლექციას ჩავატარებ ამ თემაზე".

მართლაც მოვაწყე ლექცია თემაზე: "რა მოხდებოდა, 1945 წელს, კონცენტრაციის ბანაკს გადარჩენილებს რომ ჰქონოდათ ფსიქოლოგიური კონსულტაცია?" ლექციამ ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. ბევრი საინტერესო იდეა წარმოიშვა.

ბოლოსკენ სცენაზე ქალი ავიდა და თქვა: "მე მარსელში ვცხოვრობ და ფსიქიატრი ვარ. სანამ ჩემ აზრს მოგახსენებთ, რაღაც მაქვს ფრანსინ კრისტოფისთვის".

მან ჯიბეში ხელი ჩაიყო და შოკოლადის ნატეხი ამოიღო, მომცა და მითხრა: მე ვარ ის ბავშვი..."

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს