მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ ვისროლე, არაფერი მახსოვსო..." - თელავში ორი პოლიციელი 19 წლის მორაგბემ პაპის თოფით მოკლა
"რატომ ვისროლე, არაფერი მახსოვსო..." - თელავში ორი პოლიციელი 19 წლის მორაგბემ პაპის თოფით მოკლა

30 დე­კემ­ბერს თელ­ავში შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეზო­ში­ მოხ­და. იმ დი­ლით სა­პატ­რუ­ლო პოლი­ციის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სამ­სა­ხურ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ მი­ვიდ­ნენ. პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი მაია ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად საპ­ატ­რუ­ლო მან­ქა­ნით ქუ­ჩა­ში უნდა გა­სუ­ლი­ყო. ის ეზო­ში გა­მო­ვი­და და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გას­რო­ლის ხმაც გა­ის­მა. გო­გო­ნა­ მი­წა­ზე მო­წყვე­ტით და­ე­ცა. პო­ლი­ცი­ის თა­ნამშ­რომ­ლებს ეგო­ნათ, ბავ­შვებ­მა სა­ა­ხალ­წლო შუშ­ხუ­ნა აა­ფეთ­ქეს - ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მათ კო­ლე­გას პო­ლი­ცი­ის ეზო­ში ტყვი­ას ეს­როდ­ნენ! პო­ლი­ცი­ის კა­პი­ტა­ნი გელა ლა­მაზ­ოშ­ვი­ლი დაჭ­რი­ლი კო­ლე­გის­კენ გა­იქ­ცა და ამ დროს მე­ო­რე გას­რო­ლაც გა­ის­მა. ამ­ჯე­რად დამ­ნა­შა­ვემ დაჭ­რი­ლის საშ­ვე­ლად მი­სულს და­მიზ­ნე­ბით ეს­რო­ლა. შე­ნო­ბი­დან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გა­მოც­ვივ­დნენ. გე­ლამ მხო­ლოდ იმის თქმა მო­ას­წრო, რომ გვერ­დით ეზო­დან ის­რო­ლეს. დაჭ­რი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს. 49 წლის გელა ლა­მა­ზოშ­ვი­ლი მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მას ჭრი­ლო­ბა გულ­მკერ­დის არე­ში­ ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. 35 წლის მაია ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი სიკ­ვდილს ებ­რძო­და. შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა დაჭ­რი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად თბი­ლი­სი­დან ექი­მე­ბი ვერ­ტმფრე­ნით ჩა­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ ამა­ოდ - მაია ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი მე­ო­რე დი­ლას გარ­და­იც­ვა­ლა.

"შე­ვარ­და ავ­ტო­მა­ტით და ვინც მოხ­ვდა, ეს­რო­ლა" - თვითმხილ­ვე­ლე­ბი თე­ლა­ვის პო­ლი­ცი­ა­ში მომ­ხდარ სრო­ლა­ზე

ორი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლ­ე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 19 წლის სან­დრო მეტ­რე­ვე­ლი და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის გვერ­დით­ ცხოვ­რობს - მის სახ­ლსა და პოლი­ციის შე­ნო­ბას­ ერთი გა­ლა­ვა­ნი აქვს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი - სა­ნა­დი­რო თოფი ამო­ი­ღეს, რო­მე­ლიც სანდ­რო მეტ­რე­ვე­ლის დიდ პა­პას ეკუთ­ვნო­და და ოჯა­ხის რე­ლიკ­ვია იყო. მე­ზობ­ლე­ბი ბრალ­დე­ბულს და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ: "ბი­ჭე­ბი "ბირ­ჟა­ზე" ვი­დე­ქით, გას­რო­ლის ხმა რომ გა­ის­მა. თა­ვი­დან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი გვე­გო­ნა... როცა და­ვი­ნა­ხეთ,­ რო­გორ შეც­ვივ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მეტ­რე­ვე­ლის სახ­ლში, მივ­ხვდით, რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და და ჩვენც იქით გა­ვი­ქე­ცით. ჭიშ­კარს რომ მი­ვა­დე­ქით, სან­დრო­ უკვე ხელ­ბორ­კი­ლით გა­მოჰ­ყავ­დათ. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ, ბიჭი ჩვენ თვალ­წინ გა­ი­ზარ­და და კონ­ფლიქ­ტუ­რი არას­დროს ყო­ფი­ლა. არც ის ვი­ცო­დით, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი თუ ჰქონ­და. არა­ფე­რი შეგ­ვიმ­ჩნე­ვია, არც აგ­რე­სი­უ­ლი გვი­ნა­ხავს. პა­პა­მი­სი ცნო­ბი­ლი მეღ­ვი­ნე იყო. ძა­ლი­ან კარგ ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი ბი­ჭია, ვერ აგ­ვიხ­სნია, რა­ტომ და­ხო­ცა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, - მი­თხრა მე­ზო­ბელ­მა. ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ სან­დროს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და მას მკურ­ნა­ლობ­დნენ.

ალექ­სან­დრე შა­თი­რიშ­ვი­ლი, თე­ლა­ვის გამ­გე­ბე­ლი: მკვლე­ლო­ბა­ში­ ბრალ­დე­ბულს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა იცო­და. ოჯა­ხი მა­ლავ­და. სან­დროს კლა­სე­ლებ­მა,­ მე­გობ­რებ­მა, მე­ზობ­ლებ­მაც კი არ იცოდ­ნენ, რომ ავად იყო. სან­დრო მო­რაგ­ბეა და ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რია. წლე­ბია, ვარ­ჯი­შობს­... რო­გორც ამ­ბო­ბენ, დიდი ხანი არ არის, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. მეტ­რე­ვე­ლე­ბის სახ­ლში ინა­ხე­ბო­და პა­პი­სე­უ­ლი ია­რა­ღი და იმ თო­ფით და­ხო­ცა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. გა­ლა­ვან­ზე ასუ­ლა და იქი­დან უს­ვრია სა­პირ­ფა­რე­შო­ში მი­მა­ვა­ლი გო­გოს­თვის. ამის მერე გა­უნ­ძრევ­ლად იჯდა და როცა გა­რეთ გა­მო­სუ­ლი სხვა პო­ლი­ცი­ე­ლი და­ი­ნა­ხა, ახლა იმას ეს­რო­ლა. მერე მშვი­დად ჩა­მო­სუ­ლა გა­ლავ­ნი­დან და შინ­ შე­სუ­ლა. გაქ­ცე­ვა არ უც­დია. არც იქ მი­სულ პო­ლი­ცი­ე­ლებს­ გა­უ­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. მხო­ლოდ ერ­თსა და იმა­ვეს იმე­ო­რებ­და - არ ვიცი, რა მოხ­და, რა­ტომ გა­ვის­რო­ლე, არა­ფე­რი მახ­სოვ­სო. სან­დროს პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან არა­სო­დეს ჰქო­ნია კონ­ფლიქ­ტი, არც მან­ქა­ნა ჰყავს, რომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას­თან პრობ­ლე­მე­ბი შეჰ­ქმ­ნოდა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"რატომ ვისროლე, არაფერი მახსოვსო..." - თელავში ორი პოლიციელი 19 წლის მორაგბემ პაპის თოფით მოკლა

"რატომ ვისროლე, არაფერი მახსოვსო..." - თელავში ორი პოლიციელი 19 წლის მორაგბემ პაპის თოფით მოკლა

30 დეკემბერს თელ­ავში შემზარავი ტრაგედია, საპატრულო პოლიციის ეზოში­ მოხდა. იმ დილით საპატრულო პოლი­ციის თანამშრომლები სამსახურში ჩვეულებრივ მივიდნენ. პატრულ-ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი მეწყვილესთან ერთად საპ­ატრულო მანქანით ქუჩაში უნდა გასულიყო. ის ეზოში გამოვიდა და მოულოდნელად გასროლის ხმაც გაისმა. გოგონა­ მიწაზე მოწყვეტით დაეცა. პოლიციის თანამშ­რომლებს ეგონათ, ბავშვებმა საახალწლო შუშხუნა ააფეთქეს - ვინ წარმოიდგენდა, რომ მათ კოლეგას პოლიციის ეზოში ტყვიას ესროდნენ! პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზ­ოშვილი დაჭრილი კოლეგისკენ გაიქცა და ამ დროს მეორე გასროლაც გაისმა. ამჯერად დამნაშავემ დაჭრილის საშველად მისულს დამიზნებით ესროლა. შენობიდან პოლიციელები გამოცვივდნენ. გელამ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ გვერდით ეზოდან ისროლეს. დაჭრილი პოლიციელები საავადმყოფოში წაიყვანეს. 49 წლის გელა ლამაზოშვილი მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში­ ჰქონდა მიყენებული. 35 წლის მაია ჯავახიშვილი სიკვდილს ებრძოდა. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაჭრილის გადასარჩენად თბილისიდან ექიმები ვერტმფრენით ჩაიყვანა, მაგრამ ამაოდ - მაია ჯავახიშვილი მეორე დილას გარდაიცვალა.

"შევარდა ავტომატით და ვინც მოხვდა, ესროლა" - თვითმხილველები თელავის პოლიციაში მომხდარ სროლაზე

ორი ადამიანის განზრახ მკვლ­ე­ლობის ბრალდებით 19 წლის სანდრო მეტრეველი დააკავეს. ბრალდებული პოლიციის გვერდით­ ცხოვ­რობს - მის სახლსა და პოლი­ციის შენობას­ ერთი გალავანი აქვს. სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი ამოიღეს, რომელიც სანდ­რო მეტრეველის დიდ პაპას ეკუთვნოდა და ოჯახის რელიკვია იყო. მეზობლები ბრალდებულს დადებითად ახასიათებენ: "ბიჭები "ბირჟაზე" ვიდექით, გასროლის ხმა რომ გაისმა. თავიდან ასაფეთქებელი გვეგონა... როცა დავინახეთ,­ როგორ შეცვივდნენ პოლიციელები მეტრეველის სახლში, მივხვდით, რაღაც საშინელება მოხდა და ჩვენც იქით გავიქეცით. ჭიშკარს რომ მივადექით, სანდრო­ უკვე ხელბორკილით გამოჰყავდათ. გაოგნებული ვართ, ბიჭი ჩვენ თვალწინ გაიზარდა და კონფლიქტური არასდროს ყოფილა. არც ის ვიცოდით, ფსიქიკური პრობლემები თუ ჰქონდა. არაფერი შეგვიმჩნევია, არც აგრესიული გვინახავს. პაპამისი ცნობილი მეღვინე იყო. ძალიან კარგ ოჯახში გაზრდილი ბიჭია, ვერ აგვიხსნია, რატომ დახოცა პოლიციელები, - მითხრა მეზობელმა. ბრალდებულის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ სანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მას მკურნალობდნენ.

ალექსანდრე შათირიშვილი, თელავის გამგებელი: მკვლელობაში­ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. ოჯახი მალავდა. სანდროს კლასელებმა,­ მეგობრებმა, მეზობლებმაც კი არ იცოდნენ, რომ ავად იყო. სანდრო მორაგბეა და ფიზიკურად ძლიერია. წლებია, ვარჯიშობს­... როგორც ამბობენ, დიდი ხანი არ არის, რაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მეტრეველების სახლში ინახებოდა პაპისეული იარაღი და იმ თოფით დახოცა პოლიციელები. გალავანზე ასულა და იქიდან უსვრია საპირფარეშოში მიმავალი გოგოსთვის. ამის მერე გაუნძრევ­ლად იჯდა და როცა გარეთ გამოსული სხვა პოლიციელი დაინახა, ახლა იმას ესროლა. მერე მშვიდად ჩამოსულა გალავნიდან და შინ­ შესულა. გაქცევა არ უცდია. არც იქ მისულ პოლიციელებს­ გაუწია წინააღმდეგობა. მხოლოდ ერთსა და იმავეს იმეორებდა - არ ვიცი, რა მოხდა, რატომ გავისროლე, არაფერი მახსოვსო. სანდროს პოლიციელებთან არასოდეს ჰქონია კონფლიქტი, არც მანქანა ჰყავს, რომ საპატრულო პოლიციასთან პრობლემები შეჰქმ­ნოდა... განაგრძეთ კითხვა "კვირის პალიტრის" საიტზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ