პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა რუსეთმა ომი არ წამოიწყოს..." - ექსკლუზიური ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილთან
"ახლა რუსეთმა ომი არ წამოიწყოს..." - ექსკლუზიური ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილთან

უსაყ­ვარ­ლეს მწე­რალ­სა და ადა­მი­ანს, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილს ახალ წლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ვეწ­ვი­ეთ მე და ჩემი ზუგ­დი­დე­ლი მე­გო­ბა­რი ხა­ტია ჯა­ნა­შია. დიდი ხა­ნია არ გვე­ნა­ხა და გვე­ნატ­რე­ბო­და, თან ვფიქ­რობ­დი, ეგებ, ჩვე­ნი გა­ზე­თის­თვის­ "ირი­ბად" მა­ინც ჩა­ვი­წე­რო ინ­ტერ­ვიუ-მეთ­ქი. ერთხელ, ბა­ტონ გუ­რამს გა­მო­ვუ­ტყ­დი, თქვე­ნი მოს­მე­ნა ერთ რა­მედ ღირს და, მარ­თა­ლია, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი არ გიყ­ვართ, მაგ­რამ გპირ­დე­ბით, თქვენ­თან­ სტუმ­რად ყო­ველ­თვის ჩარ­თუ­ლი ჩამ­წე­რით მო­ვალ, რა­საც მი­ამ­ბობთ, სი­ტყვა რომ არ გა­მომ­რჩეს-მეთ­ქი. იმ სა­ღა­მო­საც "საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში" მი­ვე­დი, თა­ნაც \ბა­ტო­ნი გუ­რა­მის მე­უღ­ლის, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თე­ლა სე­ფი­აშ­ვი­ლის მო­კავ­ში­რე­ო­ბის იმე­დი მქონ­და. ქალ­ბა­ტონ­მა ნა­თე­ლამ ღი­მი­ლით შე­მოგ­ვა­გე­ბა:

- გა­ი­ცა­ნით, ეს მსა­ხი­ო­ბი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი­აო. ბა­ტო­ნი გუ­რა­მი ჩვე­ულ ად­გი­ლას, ოთა­ხის მარ­ჯვე­ნა კუ­თხე­ში, სა­ვარ­ძე­ლში იჯდა, პლე­დი მი­ე­ფა­რე­ბი­ნა და მო­უთ­მენ­ლად გვე­ლო­და. "ქუდს არ მო­ვიხ­დი, თავი და­მა­ნე­ბეთ" ვიდ­რე სამ­სა­ხი­ო­ბო დე­ბი­უ­ტის ამ­ბავს გა­ნ­გვი­მარ­ტავ­და, მის მახ­ლობ­ლად მოვ­კა­ლა­თდით, თან გუ­ლი­ა­ნად ვი­ცი­ნეთ მწერ­ლის გა­ნუყ­რელ ქუდ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ტრა­დი­ცი­ულ სა­ო­ჯა­ხო პა­ექ­რო­ბა­ზე:

ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თე­ლა:

- ქუდი მო­ი­ხა­დე, გო­გო­ნებს სახე და­ა­ნა­ხე! ბა­ტო­ნი გუ­რა­მი: - თავი და­მა­ნე­ბე,­ არ მო­ვიხ­დი, ლა­პა­რა­კი და­მა­ცა­დე... მოკ­ლედ, გა­ვარ­კვი­ეთ, რა მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე­ გვე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ. თურ­მე სა­პატ­რი­არ­ქოს რა­დი­ოს სტუ­დი­ა­ში, ჩა­წე­რა­ზე, ახალ რო­მანს ბა­ტო­ნი გუ­რა­მი თა­ვად კი­თხუ­ლობ­და. "ორ­სა­ათ-ნა­ხე­ვა­რი შე­უ­ჩე­რებ­ლად ვკი­თხუ­ლობ­დი, სი­ტყვაც არ შემ­შლია­, სამ დღე­ში 140 გვერ­დი ჩავ­წე­რე. პირ­ველ დღეს წყა­ლიც არ შე­მი­ტა­ნია, არა­და, სა­ჭი­რო ყო­ფი­ლა; თა­ნაც, იქა­უ­რო­ბა ჰერ­მე­ტუ­ლად არის და­ხუ­რუ­ლი და უჰა­ე­რო­ბაა. მაგ­რამ მა­ინც კარ­გად გა­ვარ­თვი თავი და შე­იძ­ლე­ბა, შე­ვიც­ვა­ლო კი­დეც პრო­ფე­სია"­ - გუ­ლი­ა­ნად იცი­ნო­და მწე­რა­ლი. ჰე­რ­მე­ტულ სტუ­დი­ა­ზე სა­უ­ბარ­მა კი ძვე­ლისძვე­ლი ამ­ბა­ვი გა­ახ­სე­ნა: - ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვი­ყა­ვი ("სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" გუ­ლის­ხმობ­და. - ავტ.) და დიქ­ტორს ვუც­დი­დი. გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­და,­ რომ­ლის ბო­ლოს ამინ­დის პროგ­ნოზს აცხა­დებ­და. იმ დღეს ისე­თი წვი­მა წა­მო­ვი­და, წყა­ლი ორ­თა­ჭა­ლის აბა­ნო­ებ­ში შე­ვარ­და და სამი კაცი და­ახ­რჩო. იმ მო­მენ­ტში ეს ამ­ბა­ვი არც ვი­ცო­დით, მაგ­რამ კარ­გად ვხე­და­ვდი, გა­რეთ ყვე­ლა­ფე­რი ინ­გრე­ო­და. სტუ­დი­ის მიღ­მა, ოთახ­ში, სა­დაც ვიც­დი­დი, ტე­ლე­ვი­ზო­რი იდგა. ჩემ­მა­ ნაც­ნობ­მა დიქ­ტორ­მა გა­მო­ა­ცხა­და, დღეს თბი­ლის­ში უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდნ­ელიო. რომ გა­მო­ვი­და, ვუ­საყ­ვე­დუ­რე: ეს რამ გათ­ქმე­ვი­ნა, მაგ­რამ ალ­ბათ, მაგ ჰერ­მე­ტულ სტუ­დი­ა­ში არა­ფე­რი გესმ­ოდა-მეთ­ქი. რას ამ­ბობ, მა­ინც შე­მო­დი­ო­და წვი­მის ხმა, მაგ­რამ მთავ­ლი­ტი­რე­ბუ­ლი ტექ­სტი იყო და ვერ შევ­ცვლი­დიო. მარ­თა­ლიც იყო - სხვა რამ რომ გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა,­ იმ­წუ­თას "პო­ლი­ტი­კურ­ზე"­ და­ი­ჭერ­დნენ... მახ­სოვს კი­დევ, და­ვით ძი­გუა იყო დიქ­ტო­რი, რო­მელ­საც ამე­რი­კის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­ ტექ­სტი უნდა წა­ე­კი­თხა. თურ­მე, ამე­რი­კა რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბას დაჰ­პი­რე­ბია გვა­ტე­მა­ლას, სა­ნაც­ვლოდ, მისი ოქ­როს სა­ბა­დო­ე­ბი წა­უ­ღია. თვი­თონ გამ­დიდ­რე­ბუ­ლა და მერე რად სჭირ­დე­ბო­და გვა­ტე­მა­ლა? ამი­ტომ არც და­ნა­პი­რე­ბი შე­უს­რუ­ლე­ბია. საბ­ჭო­უ­რი რე­ზი­უ­მე იყო: აი, ასე და­ეხ­მა­რა ამე­რი­კა გვა­ტე­მა­ლა­სო - და­ეხ­მა­რა ბრჭყა­ლებ­ში ეწე­რა, მაგ­რამ ძი­გუ­ამ ტექ­სტის წი­ნას­წარ ჩა­კი­თხვა ვერ მო­ას­წრო და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით ნათ­ქვა­მი სი­ტყვა მსმე­ნე­ლის­თვის სწრა­ფად რომ ეთ­ქვა, თა­ნაც "პო­ლი­ტი­კურ­ში" არ ჩათ­ვლო­და, ასე და­ას­რუ­ლა: ჰუ... დახ­მა­რე­ბა... ჰუო! - ანუ "ჰუ"-თი­ გამო­თქვა ბრჭყა­ლი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

"ახლა რუსეთმა ომი არ წამოიწყოს..." - ექსკლუზიური ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილთან

"ახლა რუსეთმა ომი არ წამოიწყოს..." - ექსკლუზიური ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილთან

უსაყვარლეს მწერალსა და ადამიანს, გურამ დოჩანაშვილს ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ვეწვიეთ მე და ჩემი ზუგდიდელი მეგობარი ხატია ჯანაშია. დიდი ხანია არ გვენახა და გვენატრებოდა, თან ვფიქრობდი, ეგებ, ჩვენი გაზეთისთვის­ "ირიბად" მაინც ჩავიწერო ინტერვიუ-მეთქი. ერთხელ, ბატონ გურამს გამოვუტყ­დი, თქვენი მოსმენა ერთ რამედ ღირს და, მართალია, ინტერვიუები არ გიყვართ, მაგრამ გპირდებით, თქვენთან­ სტუმრად ყოველთვის ჩართული ჩამწერით მოვალ, რასაც მიამბობთ, სიტყვა რომ არ გამომრჩეს-მეთქი. იმ საღამოსაც "საბრძოლო მზადყოფნაში" მივედი, თანაც \ბატონი გურამის მეუღლის, ქალბატონი ნათელა სეფიაშვილის მოკავშირეობის იმედი მქონდა. ქალბატონმა ნათელამ ღიმილით შემოგვაგება:

- გაიცანით, ეს მსახიობი გურამ დოჩანაშვილიაო. ბატონი გურამი ჩვეულ ადგილას, ოთახის მარჯვენა კუთხეში, სავარძე­ლში იჯდა, პლედი მიეფარებინა და მოუთმენლად გველოდა. "ქუდს არ მოვიხდი, თავი დამანებეთ" ვიდრე სამსახიობო დებიუტის ამბავს გა­ნ­გვიმარტავდა, მის მახლობლად მოვკალა­თდით, თან გულიანად ვიცინეთ მწერლის განუყრელ ქუდთან დაკავშირებულ ტრადიციულ საოჯახო პაექრობაზე:

ქალბატონი ნათელა:

- ქუდი მოიხადე, გოგონებს სახე დაანახე! ბატონი გურამი: - თავი დამანებე,­ არ მოვიხდი, ლაპარაკი დამაცადე... მოკლედ, გავარკვიეთ, რა მსახიობობაზე­ გვესაუბრებოდნენ. თურმე საპატრიარქოს რადიოს სტუდიაში, ჩაწერაზე, ახალ რომანს ბატონი გურამი თავად კითხულობდა. "ორსაათ-ნახევარი შეუჩერებლად ვკითხულობდი, სიტყვაც არ შემშლია­, სამ დღეში 140 გვერდი ჩავწერე. პირველ დღეს წყალიც არ შემიტანია, არადა, საჭირო ყოფილა; თანაც, იქაურობა ჰერმეტულად არის დახურული და უჰაერობაა. მაგრამ მაინც კარგად გავართვი თავი და შეიძლება, შევიცვალო კიდეც პროფესია"­ - გულიანად იცინოდა მწერალი. ჰე­რ­მეტულ სტუდიაზე საუბარმა კი ძველისძველი ამბავი გაახსენა: - ტელევიზიაში ვიყავი ("საზოგადო­ებრივ მაუწყებელს" გულისხმობდა. - ავტ.) და დიქტორს ვუცდიდი. გადაცემა მიჰყავდა,­ რომლის ბოლოს ამინდის პროგნოზს აცხადებდა. იმ დღეს ისეთი წვიმა წამოვიდა, წყალი ორთაჭალის აბანოებში შევარდა და სამი კაცი დაახრჩო. იმ მომენტში ეს ამბავი არც ვიცოდით, მაგრამ კარგად ვხედა­ვდი, გარეთ ყველაფერი ინგრეოდა. სტუდიის მიღმა, ოთახში, სადაც ვიცდიდი, ტელევიზორი იდგა. ჩემმა­ ნაცნობმა დიქტორმა გამოაცხადა, დღეს თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნ­ელიო. რომ გამოვიდა, ვუსაყვედურე: ეს რამ გათქმევინა, მაგრამ ალბათ, მაგ ჰერმეტულ სტუდიაში არაფერი გესმ­ოდა-მეთქი. რას ამბობ, მაინც შემოდიოდა წვიმის ხმა, მაგრამ მთავლიტირებული ტექ­სტი იყო და ვერ შევცვლიდიო. მართალიც იყო - სხვა რამ რომ გამოეცხადებინა,­ იმწუთას "პოლიტიკურზე"­ დაიჭერდნენ... მახსოვს კიდევ, დავით ძიგუა იყო დიქტორი, რომელსაც ამერიკის საწინააღმდეგო­ ტექსტი უნდა წაეკითხა. თურმე, ამერიკა რაღაცების გაკეთებას დაჰპირებია გვატემალას, სანაცვლოდ, მისი ოქროს საბადოები წაუღია. თვითონ გამდიდრებულა და მერე რად სჭირდებოდა გვატემალა? ამიტომ არც დანაპირები შეუსრულებია. საბჭოური რეზიუმე იყო: აი, ასე დაეხმარა ამერიკა გვატემალასო - დაეხმარა ბრჭყალებში ეწერა, მაგრამ ძიგუამ ტექსტის წინასწარ ჩაკითხვა ვერ მოასწრო და გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი სიტყვა მსმენელისთვის სწრაფად რომ ეთქვა, თანაც "პოლიტიკურში" არ ჩათვლოდა, ასე დაასრულა: ჰუ... დახმარება... ჰუო! - ანუ "ჰუ"-თი­ გამო­თქვა ბრჭყალი.

გაგრძელება

"კომპანიამ განაახლა მუშაობა, უკან არ დავიხევთ!" - რიონის ხეობაში ხმაური და დაპირისპირება იყო

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

"ერთ დროს ძალიან მიჭირდა, უფასო სასადილოდან საჭმელი მომქონდა შვილისთვის, რომელსაც ძმა ჰყავდა გარდაცვლილი" - როგორ ცხოვრობდა კაცი, რომელიც ყველას უყვარდა