მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით ჯობია ხურმა ვაშლს - ხურმის თვისებები, რომლებიც ყველამ არ იცის
რით ჯობია ხურმა ვაშლს - ხურმის თვისებები, რომლებიც ყველამ არ იცის

იცით, რომ ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ხილი - ხურ­მა კენკრაა. იმის გამო, რომ იგი ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში მწიფ­დე­ბა, სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა წე­ლი­წა­დის ამ დროს ორ­გა­ნიზ­მის ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და მი­ნე­რა­ლე­ბით შე­სავ­სე­ბად.

ხურ­მის ნა­ყო­ფი მა­ღა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა. შე­ი­ცავს გლუ­კო­ზას და სა­ქა­რო­ზას. ასე­ვე ვი­ტა­მინ с-ს, პრო­ვი­ტა­მი­ნებ­სა და ლი­მონმჟა­ვას. მდი­და­რია რკი­ნით, კალ­ცი­უ­მით, სპი­ლენ­ძით, მან­გა­ნუ­მი­თა და კალ­ცი­უ­მით. ხურ­მას აქვს მა­ტო­ნი­ზი­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბი. აუმ­ჯო­ბე­სებს მა­დას, აწყნა­რებს ნერ­ვულ სის­ტე­მას, იცავს ორ­გა­ნიზმს სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­გან. ხურ­მა­ში არის ბევ­რი მაგ­ნი­უ­მი, კა­ლი­უ­მი, ბე­ტა­კა­რო­ტი­ნი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზმს კი­ბოს­გან იცავს. ხურ­მა ასე­ვე ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა თირკმე­ლე­ბი­სა და გუ­ლის­თვის. ის ორ­ჯერ მეტ დი­ე­ტურ ბოჭ­კო­ვა­ნას და მი­ნე­რა­ლებს შე­ი­ცავს, ვიდ­რე ვაშ­ლი. არის შარ­დმდე­ნი და მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ხილი. აქვს ბაქ­ტე­რი­ო­ცუ­დუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა. კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბი­სა და ბრონ­ქი­ტის დროს.

იცით თუ არა, რომ...

ხურ­მის 2 ათა­სი სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს. უპი­რა­ტე­სო­ბას კი მის ყვე­ლა­ზე ტკბილ სა­ხე­ო­ბას - კა­რა­ლი­ოკს ვა­ნი­ჭებთ. თუმ­ცა, ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჯიში არაა, ხურ­მაც და კა­რა­ლი­ო­კიც ერთ ხეზე იზ­რდე­ბა. თუ ხურ­მის ყვა­ვი­ლი დამ­ტვე­რი­ან­და და კურ­კე­ბი გა­უჩ­ნდა, კა­რა­ლი­ო­კი იზ­რდე­ბა, თუ არა, ხურ­მად დარ­ჩე­ბა, რომ­ლის ჭა­მა­საც პირ­ვე­ლი ყინ­ვის შემ­დეგ შეძ­ლებთ, როცა ნა­ყოფს მწკლარ­ტე გემო გა­უქ­რე­ბა და სიმ­წი­ფე­ში გა­და­ვა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ერთი ხი­დან მოკ­რე­ფილ ყუთ­ში კა­რა­ლი­ო­კე­ბიც გვხვდე­ბა და ხურ­მაც. არ­სე­ბობს ხურ­მის ჯიში შა­რო­ნი, ის გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის შე­დე­გად შე­იქ­მნა. ჩი­ნელ­მა სე­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­მა იგი ვაშ­ლი­სა და ხურ­მის შეჯ­ვა­რე­ბით მი­ი­ღეს. მას­ში ნაკ­ლე­ბი ტა­ნი­ნია, კურ­კე­ბი არა აქვს და ვაშ­ლი­ვით მკვრი­ვია. ხურ­მის ჭამა არ შე­იძ­ლე­ბა მათ­თვის, ვი­საც კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვა­ლი აწუ­ხებს ან შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი აქვს,. ვინც ნაწ­ლა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბით ან შეკ­რუ­ლო­ბით იტან­ჯე­ბა.

ხურ­მა სი­ლა­მა­ზის­თვის

ხურ­მის მარ­ტო ჭამა კი არა, კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა. კოს­მე­ტო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ იგი კარ­გად ასუფ­თა­ვებს კანს და გა­მო­ნა­ყა­რა­საც აქ­რობს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რით ჯობია ხურმა ვაშლს - ხურმის თვისებები, რომლებიც ყველამ არ იცის

რით ჯობია ხურმა ვაშლს - ხურმის თვისებები, რომლებიც ყველამ არ იცის

იცით, რომ ყველასათვის საყვარელი ხილი - ხურმა კენკრაა. იმის გამო, რომ იგი ოქტომბერ-დეკემბრის შუალედში მწიფდება, საუკეთესო საშუალებაა წელიწადის ამ დროს ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით შესავსებად.

ხურმის ნაყოფი მაღალი კვებითი ღირებულებისაა. შეიცავს გლუკოზას და საქაროზას. ასევე ვიტამინ с-ს, პროვიტამინებსა და ლიმონმჟავას. მდიდარია რკინით, კალციუმით, სპილენძით, მანგანუმითა და კალციუმით. ხურმას აქვს მატონიზირებული თვისებები. აუმჯობესებს მადას, აწყნარებს ნერვულ სისტემას, იცავს ორგანიზმს სისხლძარღვთა დაავადებებისაგან. ხურმაში არის ბევრი მაგნიუმი, კალიუმი, ბეტაკაროტინი, რომელიც ორგანიზმს კიბოსგან იცავს. ხურმა ასევე ძალიან სასარგებლოა თირკმელებისა და გულისთვის. ის ორჯერ მეტ დიეტურ ბოჭკოვანას და მინერალებს შეიცავს, ვიდრე ვაშლი. არის შარდმდენი და მატონიზირებელი თვისებების მქონე ხილი. აქვს ბაქტერიოცუდული აქტივობა. კარგი საშუალებაა ფილტვების ანთებისა და ბრონქიტის დროს.

იცით თუ არა, რომ...

ხურმის 2 ათასი სახეობა არსებობს. უპირატესობას კი მის ყველაზე ტკბილ სახეობას - კარალიოკს ვანიჭებთ. თუმცა, ეს განსხვავებული ჯიში არაა, ხურმაც და კარალიოკიც ერთ ხეზე იზრდება. თუ ხურმის ყვავილი დამტვერიანდა და კურკები გაუჩნდა, კარალიოკი იზრდება, თუ არა, ხურმად დარჩება, რომლის ჭამასაც პირველი ყინვის შემდეგ შეძლებთ, როცა ნაყოფს მწკლარტე გემო გაუქრება და სიმწიფეში გადავა. ამიტომაცაა, რომ ერთი ხიდან მოკრეფილ ყუთში კარალიოკებიც გვხვდება და ხურმაც. არსებობს ხურმის ჯიში შარონი, ის გენური ინჟინერიის შედეგად შეიქმნა. ჩინელმა სელექციონერებმა იგი ვაშლისა და ხურმის შეჯვარებით მიიღეს. მასში ნაკლები ტანინია, კურკები არა აქვს და ვაშლივით მკვრივია. ხურმის ჭამა არ შეიძლება მათთვის, ვისაც კუჭქვეშა ჯირკვალი აწუხებს ან შაქრიანი დიაბეტი აქვს,. ვინც ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემებით ან შეკრულობით იტანჯება.

ხურმა სილამაზისთვის

ხურმის მარტო ჭამა კი არა, კოსმეტიკურ საშუალებებში გამოყენებაც შეიძლება. კოსმეტოლოგები ამბობენ, რომ იგი კარგად ასუფთავებს კანს და გამონაყარასაც აქრობს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს