ტიკრიტში თვითმკვლელ ტერორისტებს 15 სამხედრო ემსხვერპლა

ტიკრიტში თვითმკვლელ ტერორისტებს 15 სამხედრო ემსხვერპლა

სულ მცირე 15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 22 დაიჭრა ერაყის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე "ბოევიკების" თავდასხმის შედეგად ქალაქ თიკრიტში. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

სააგენტოს მონაცემებით, სამხედრო ბაზაზე იერიში ხუთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მიიტანა. ორმა მათგანმა მანქანა ჭიშკართან ააფეთქა, დანარჩენმა სამმა კი თავი იმ ადგილზე აიფეთქა, სადაც ძალოვანების მომზადება ხდება.

მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტების განცხადებით, მათი სამიზნეა არამეგობარი ქვეყნის არმიის მწვრთნელები.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა