Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაუვიწყარი საახალწლო ღიმილი, ანუ ბარბარა ბრილსკას ბედის ირონია
დაუვიწყარი საახალწლო ღიმილი, ანუ ბარბარა ბრილსკას ბედის ირონია

მო­ყო­ლე­ბუ­ლი 1976 წლი­დან ჯერ საბ­ჭო­თა, შემ­დეგ კი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, ყოვ­ლი ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას ხში­რად მო­გის­მე­ნი­ათ ალ­ბათ ფრა­ზა, რომ ამ ფილ­მის გა­რე­შე ახა­ლი წელი არ მო­ვი­დო­და. ელ­დარ რი­ა­ზა­ნო­ვის სა­კულ­ტო ფილ­მი "ბე­დის ირო­ნია, ანუ გა­ა­მოთ" დღე­საც ძვე­ლე­ბუ­რად აღელ­ვებს მა­ყუ­რე­ბელს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ლა­მის ყვე­ლამ ზე­პი­რად იცის.

"მე დღე­ვან­დე­ლი დღით ვცხოვ­რობ და ვცდი­ლობ, მო­მა­ვა­ლი კვი­რის იქით არ გა­ვი­ხე­დო. ხან­და­ხან ვფიქ­რობ წარ­სულ­ზე. გა­მო­გი­ტყდე­ბით და, ეს არც ისე ხა­ლი­სი­ა­ნი ფიქ­რე­ბია. წარ­სუ­ლი ხში­რად მი­ფო­რი­ა­ქებს სულ­სა და ნერ­ვებს, ამი­ტო­მაც ვის­წავ­ლე ცხოვ­რე­ბა იმით, რაც მაქვს", - თქვა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მსა­ხი­ობ­მა ბარ­ბა­რა ბრილსკამ.

ის რომ სხვა დრო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, გრა­ფი­ნია იქ­ნე­ბო­და. მისი ბე­ბია, გრა­ფი­ნია მა­რია ბრილსკა ფონ შტო­ი­ბერ­გი გახ­ლდათ, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლიზ­მის ეპო­ქა­ში ასე­თი ფეს­ვე­ბით ნამ­დვი­ლად ვერ ია­მა­ყებ­დი. არც რა­ი­მე ქო­ნე­ბა რგე­ბია მემ­კვიდ­რე­ო­ბით. ბარ­ბა­რას მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან ღა­რი­ბუ­ლად ცხოვ­რობ­დნენ...

გო­გო­ნა პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ ლო­ძის მახ­ლობ­ლად, სკოტ­ნი­კი­ში და­ი­ბა­და, 1941 წლის 5 ივ­ნისს. მამა ხე­ლო­სა­ნი იყო, დედა კე­რავ­და. თა­ვი­ანთ ორ ქა­ლიშ­ვილს ჭეშ­მა­რი­ტად კა­თო­ლი­კუ­რი სიმ­კაც­რით ზრდიდ­ნენ. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ბა­სი­ამ სწავ­ლა სამ­ხატ­ვრო ლი­ცე­უმ­ში გა­აგ­რძე­ლა. სას­წავ­ლებ­ლის დი­რექ­ტო­რი გამ­ჭრი­ა­ხი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ და ან­გე­ლო­ზის­სა­ხი­ან გო­გო­ნა­ში მა­შინ­ვე და­ი­ნა­ხა მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი - აი­ძუ­ლა ბარ­ბა­რა, რომ თე­ატ­რის, კი­ნო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის ვარ­შა­ვის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა. პირ­ველ­სა­ვე კურ­სზე ბა­სია გა­და­ღე­ბა­ზე მი­იწ­ვი­ეს. მან მხო­ლოდ ორი წელი ის­წავ­ლა და... წა­ვი­და. სად? დი­ა­სახ­ლი­სად! სიყ­ვა­რულს რას გა­უ­გებ!

"მე ყო­ველ­თვის მომ­წონ­და ლა­მა­ზი მა­მა­კა­ცე­ბი" - აღი­ა­რა ჩვენ­მა გმირ­მა. ვის არ მოგ­ვწონს ლა­მა­ზი მა­მა­კა­ცე­ბი, მაგ­რამ ხალ­ხუ­რი სიბ­რძნე ღა­ღა­დებს "ლა­მა­ზი ქმა­რი - სხვი­სია" და მას­ზე მო­ნა­დი­რე ქა­ლებ­საც რა და­ლევს... როცა პირ­ვე­ლი ქმა­რი გა­იც­ნო, ბარ­ბა­რა 17 წლის იყო. გო­გო­ნა კლას­თან ერ­თად ექ­სკურ­სი­ა­ზე მი­დი­ო­და. მა­ტა­რებ­ლის ტამ­ბურ­ში ულა­მა­ზეს ყმაწ­ვილს შე­ე­ფე­თა. მან ბა­სი­ას თა­ვი­სი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი მი­ა­წო­და და სთხო­ვა, და­ე­რე­კა. მას­წავ­ლე­ბელ­მა გო­გო­ნას ბა­რა­თი ხე­ლი­დან გა­მოს­ტა­ცა და და­ხია, აქა­ო­და, უფ­როს ვა­ჟებ­თან სა­სა­უბ­რო არა­ფე­რი გაქ­ვსო, მაგ­რამ ია­ნეკ ბო­რო­ველ­მა მა­ინც იპო­ვა ბა­სია, სკო­ლა­ში მი­ა­კი­თხა და უთხრა, რომ მის გა­რე­შე სი­ცო­ცხლე არ შე­ეძ­ლო...

ახალ­გაზ­რდე­ბი და­ქორ­წინ­დნენ. ბა­სი­ამ საყ­ვა­რე­ლი ქმრის გამო სწავ­ლა მი­ა­ტო­ვა, რად­გან ია­ნეკს მი­აჩ­ნდა, რომ ქა­ლის ად­გი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და აკ­ვან­თან იყო. ბარ­ბა­რამ ორი წელი გა­უძ­ლო დი­ა­სახ­ლი­სო­ბას და ისევ სწავ­ლას და­უბ­რუნ­და. მას ისევ იწ­ვევ­დნენ გა­და­ღე­ბებ­ზე, ახალ­გაზ­რდა მე­უღ­ლე­ებს ფული არას­დროს ჰყოფ­ნი­დათ - მა­თე­მა­ტი­კოს ქმარს გრო­შებს უხ­დიდ­ნენ, ამი­ტომ ბარ­ბა­რას ჰო­ნო­რა­რე­ბი ოჯა­ხის­თვის ნამ­დვი­ლი გან­ძი იყო. მათი ქორ­წი­ნე­ბა 11 წელს გაგ­რძელ­და, უფრო სწო­რად, დღემ­დე გაგ­რძელ­დე­ბო­და, რომ არა ერთი "მაგ­რამ" - ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის­თვის პირ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ. ალერ­სი­ა­ნი, კე­თი­ლი, მზრუნ­ვე­ლი ია­ნე­კი სრუ­ლი­ად გა­მო­უც­დე­ლი იყო "სა­სიყ­ვა­რუ­ლო საქ­მე­ებ­ში" და ქორ­წი­ნე­ბი­დან 8 წლის შემ­დეგ ცო­ლის უჩუმ­რად, გვერ­დზე და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი, ბარ­ბა­რამ კი გან­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დაუვიწყარი საახალწლო ღიმილი, ანუ ბარბარა ბრილსკას ბედის ირონია

დაუვიწყარი საახალწლო ღიმილი, ანუ ბარბარა ბრილსკას ბედის ირონია

მოყოლებული 1976 წლიდან ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი პოსტსაბჭოთა სივრცეში, ყოვლი ახალი წლის მოახლოებისას ხშირად მოგისმენიათ ალბათ ფრაზა, რომ ამ ფილმის გარეშე ახალი წელი არ მოვიდოდა. ელდარ რიაზანოვის საკულტო ფილმი "ბედის ირონია, ანუ გაამოთ" დღესაც ძველებურად აღელვებს მაყურებელს, მიუხედავად იმისა, რომ ის ლამის ყველამ ზეპირად იცის.

"მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ვცდილობ, მომავალი კვირის იქით არ გავიხედო. ხანდახან ვფიქრობ წარსულზე. გამოგიტყდებით და, ეს არც ისე ხალისიანი ფიქრებია. წარსული ხშირად მიფორიაქებს სულსა და ნერვებს, ამიტომაც ვისწავლე ცხოვრება იმით, რაც მაქვს", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა ბარბარა ბრილსკამ.

ის რომ სხვა დროში დაბადებულიყო, გრაფინია იქნებოდა. მისი ბებია, გრაფინია მარია ბრილსკა ფონ შტოიბერგი გახლდათ, მაგრამ სოციალიზმის ეპოქაში ასეთი ფესვებით ნამდვილად ვერ იამაყებდი. არც რაიმე ქონება რგებია მემკვიდრეობით. ბარბარას მშობლები ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ...

გოგონა პოლონეთის ქალაქ ლოძის მახლობლად, სკოტნიკიში დაიბადა, 1941 წლის 5 ივნისს. მამა ხელოსანი იყო, დედა კერავდა. თავიანთ ორ ქალიშვილს ჭეშმარიტად კათოლიკური სიმკაცრით ზრდიდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ბასიამ სწავლა სამხატვრო ლიცეუმში გააგრძელა. სასწავლებლის დირექტორი გამჭრიახი ქალბატონი გახლდათ და ანგელოზისსახიან გოგონაში მაშინვე დაინახა მომავალი მსახიობი - აიძულა ბარბარა, რომ თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ვარშავის უმაღლეს სკოლაში ჩაებარებინა. პირველსავე კურსზე ბასია გადაღებაზე მიიწვიეს. მან მხოლოდ ორი წელი ისწავლა და... წავიდა. სად? დიასახლისად! სიყვარულს რას გაუგებ!

"მე ყოველთვის მომწონდა ლამაზი მამაკაცები" - აღიარა ჩვენმა გმირმა. ვის არ მოგვწონს ლამაზი მამაკაცები, მაგრამ ხალხური სიბრძნე ღაღადებს "ლამაზი ქმარი - სხვისია" და მასზე მონადირე ქალებსაც რა დალევს... როცა პირველი ქმარი გაიცნო, ბარბარა 17 წლის იყო. გოგონა კლასთან ერთად ექსკურსიაზე მიდიოდა. მატარებლის ტამბურში ულამაზეს ყმაწვილს შეეფეთა. მან ბასიას თავისი სავიზიტო ბარათი მიაწოდა და სთხოვა, დაერეკა. მასწავლებელმა გოგონას ბარათი ხელიდან გამოსტაცა და დახია, აქაოდა, უფროს ვაჟებთან სასაუბრო არაფერი გაქვსო, მაგრამ იანეკ ბოროველმა მაინც იპოვა ბასია, სკოლაში მიაკითხა და უთხრა, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო...

ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ბასიამ საყვარელი ქმრის გამო სწავლა მიატოვა, რადგან იანეკს მიაჩნდა, რომ ქალის ადგილი სამზარეულოში და აკვანთან იყო. ბარბარამ ორი წელი გაუძლო დიასახლისობას და ისევ სწავლას დაუბრუნდა. მას ისევ იწვევდნენ გადაღებებზე, ახალგაზრდა მეუღლეებს ფული არასდროს ჰყოფნიდათ - მათემატიკოს ქმარს გროშებს უხდიდნენ, ამიტომ ბარბარას ჰონორარები ოჯახისთვის ნამდვილი განძი იყო. მათი ქორწინება 11 წელს გაგრძელდა, უფრო სწორად, დღემდე გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი "მაგრამ" - ისინი ერთმანეთისთვის პირველები იყვნენ. ალერსიანი, კეთილი, მზრუნველი იანეკი სრულიად გამოუცდელი იყო "სასიყვარულო საქმეებში" და ქორწინებიდან 8 წლის შემდეგ ცოლის უჩუმრად, გვერდზე დაიწყო სიარული, ბარბარამ კი განქორწინება გადაწყვიტა...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია