პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეღავათების ჩამონათვალი, რომლებიც მთაში მცხოვრებთათვის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა
შეღავათების ჩამონათვალი, რომლებიც მთაში მცხოვრებთათვის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა

1-ელი იან­ვა­რი­დან მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი ამოქ­მედ­და, რომ­ლი­თაც მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის მთე­ლი რიგი სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი წეს­დე­ბა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბის ნა­წილ­ში სრუ­ლად ამოქ­მედ­დე­ბა, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და ყვე­ლა ტი­პის წარ­მო­ე­ბა გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან (გარ­და დღგ-სა) გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ასე­ვე ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხე­ბის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით ასე­ვე 1-ელი იან­ვრი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და პირ­ველ და მე­ო­რე ბავ­შვზე ყო­ველ­თვი­უ­რი დახ­მა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ანუ, ამი­ე­რი­დან ყვე­ლა ოჯა­ხი მთა­ში, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე შვი­ლი შე­ე­ძი­ნე­ბა, ყო­ველ­თვი­ურ 100-ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სო­ცი­ა­ლურ შე­ღა­ვა­თებს, ის ძა­ლა­ში 2016 წლის სექ­ტემ­ბრი­დან შე­დის. კერ­ძოდ, სექ­ტემ­ბრი­დან სოფ­ლის ექთ­ნე­ბი 180-ლა­რი­ან და­ნა­მატს მი­ი­ღე­ბენ, ხოლო სოფ­ლის ექი­მე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 360-ლა­რი­ა­ნი და­ნა­მა­ტი. სექ­ტემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­დის სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში და მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის პე­და­გო­გე­ბი მი­ი­ღე­ბენ სა­ბა­ზი­სო და­ფი­ნან­სე­ბა­ზე 35%-დან 40%-მდე და­ნა­მატს. გარ­და ამი­სა, მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლე­ბი ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან გა­ორ­მა­გე­ბულ ვა­უ­ჩე­რებს მი­ი­ღე­ბენ. სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც 2016 წლის სექ­ტემ­ბრი­დან 216 ლა­რამ­დე გაზ­რდილ პენ­სი­ას მი­ი­ღე­ბენ. სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბის კუ­თხით და გათ­ბო­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის.

მთავ­რო­ბამ მა­ღალმთი­ა­ნი და­სახ­ლე­ბე­ბის ნუს­ხა 30 დე­კემ­ბერს გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე და­ამ­ტკი­ცა და ეს სტა­ტუ­სი 1582 და­სახ­ლე­ბას მი­ე­ნი­ჭა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

შეღავათების ჩამონათვალი, რომლებიც მთაში მცხოვრებთათვის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა

შეღავათების ჩამონათვალი, რომლებიც მთაში მცხოვრებთათვის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა

1-ელი იანვარიდან მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი ამოქმედდა, რომლითაც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის მთელი რიგი სოციალური შეღავათები წესდება. უფრო კონკრეტულად, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი საგადასახადო შეღავათების ნაწილში სრულად ამოქმედდება, რაც იმას გულისხმობს, რომ არალიცენზირებადი საქმიანობის გარდა ყველა ტიპის წარმოება გადასახადებისგან (გარდა დღგ-სა) გათავისუფლებული იქნება. ასევე ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერის მიზნით ასევე 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა პირველ და მეორე ბავშვზე ყოველთვიური დახმარების გადაწყვეტილება ანუ, ამიერიდან ყველა ოჯახი მთაში, რომელსაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინება, ყოველთვიურ 100-ლარიან დახმარებას მიიღებს.

რაც შეეხება მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებს, ის ძალაში 2016 წლის სექტემბრიდან შედის. კერძოდ, სექტემბრიდან სოფლის ექთნები 180-ლარიან დანამატს მიიღებენ, ხოლო სოფლის ექიმებისთვის გათვალისწინებულია 360-ლარიანი დანამატი. სექტემბრიდან ძალაში შედის სოციალური შეღავათები განათლების სფეროში და მაღალმთიანი რეგიონების პედაგოგები მიიღებენ საბაზისო დაფინანსებაზე 35%-დან 40%-მდე დანამატს. გარდა ამისა, მაღალმთიანი რეგიონების სკოლები ახალი სასწავლო წლიდან გაორმაგებულ ვაუჩერებს მიიღებენ. სოციალური შეღავათები გათვალისწინებულია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისათვის, რომლებიც 2016 წლის სექტემბრიდან 216 ლარამდე გაზრდილ პენსიას მიიღებენ. სოციალური შეღავათები ასევე გათვალისწინებულია ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით და გათბობით უზრუნველყოფისათვის.

მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა 30 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა და ეს სტატუსი 1582 დასახლებას მიენიჭა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია