მოლდოვაში ქართველი "კანონიერი ქურდი" მინდია გორაძე, მეტსახელად "ლავასოღლი ბატუმსკი" დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გორაძე მოლდოვას სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მაშინ დააკავეს, როცა ის კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტიდან ყალბი დოკუმენტებით აპირებდა გამგზავრებას.
საქართველოს 34 წლის მოქალაქე 72 საათით დააკავეს. მოლდოვას მიგრაციის ბიუროს თანამშრომლებმა საქალაქო სასამართლოს მიმართეს თხოვნით, დაკავებულს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდოს.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მინდია გორაძეს მოლდოვაში ჩასვლა 5 წლით ჰქონდა აკრძალული. მზადდება მისი ქვეყნიდან ექსტრადირების პროცესი, თუმცა უცნობია, თუ სად განხორციელდება "კანონიერი ქურდის" დეპორტაცია.
ვინ არის 33 წლის "კანონიერი ქურდი" ლავას ოღლი, რომელიც "სპორტსმენი კრიმინალებით" აჭარის გაკონტროლებას ცდილობს