მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი "ცივი ომი" საქართველოდან დაიწყო
ახალი "ცივი ომი" საქართველოდან დაიწყო

გა­სულ 2015 წელს სა­ქარ­თვე­ლო გა­და­ურ­ჩა სე­რი­ო­ზულ სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ გარ­თუ­ლე­ბებს, პირ­ველ რიგ­ში, რუ­სეთ­თან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოს­კოვს შე­ეძ­ლო არა­ერ­თი სა­ბა­ბი მო­ე­ძებ­ნა ამის­თვის, თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბულ წევ­რად გახ­დო­მი­სა ან სი­რი­ის­კენ სა­ჰა­ე­რო და სახ­მე­ლე­თო დე­რეფ­ნე­ბის გაჭ­რის მო­ტი­ვით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სწო­რედ გა­სულ წელს ცხა­დი შე­იქ­ნა, რომ რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი იმ სა­რა­კე­ტო პლაც­დარ­მად აქ­ცია, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ზე მე­ტად ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის წევრ თურ­ქეთს და­ე­მუქ­რე­ბა.

ახა­ლი "ცივი ომის" შუ­ა­გულ­ში

2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე­დღი­ან­მა ომმა პრაქ­ტი­კუ­ლად სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ახალ, XXI სა­უ­კუ­ნის "ცივ ომს". მა­შინ ამის აღი­ა­რე­ბა და­სავ­ლე­თის ლი­დე­რებს არ სურ­დათ და მი­აჩ­ნდათ, რომ პრობ­ლე­მა მხო­ლოდ ლო­კა­ლუ­რი იყო და კრემ­ლი ვერ გა­ბე­დავ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბას. თუმ­ცა ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დიდი ნა­წი­ლი მწა­რედ შეც­და.

უკ­რა­ი­ნის­თვის ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის წარ­თმე­ვი­სა და დონ­ბას­ში შეჭ­რის შემ­დეგ ნა­თე­ლი გახ­და, რომ აგ­ვის­ტოს ომი შემ­თხვე­ვით არ მომ­ხდა­რა, ხოლო სი­რი­ის ომში რუ­სუ­ლი საბ­რძო­ლო ავი­ა­ცი­ის და­სავ­ლე­თის­თვის მო­უ­ლოდ­ნელ­მა ჩარ­თვამ კი­თხვე­ბი აღარ და­ტო­ვა - რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ბო­ლოო გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თა მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის წაყ­ვა­ნა­ზე.

წლის ბო­ლოს რუ­სეთ­მა "ის­კან­დე­რის" ტი­პის ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნა ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში (სა­ვა­რა­უ­დოდ, აფხა­ზეთ­შიც), რი­თაც პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ზე მე­ტად, ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის წევრ თურ­ქეთს და­ე­მუქ­რა. რუ­სეთ­მა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სა­რა­კე­ტო პლაც­დარ­მე­ბად აქ­ცია, რაც ერთ-ერთი მთა­ვა­რი ნი­შა­ნია "ახა­ლი ცივი" ომის და­წყე­ბი­სა და ისიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

ეს კი დიდი საფრ­თხეა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რად­გან NATO-სთვის ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში გად­მოს­რო­ლი­ლი ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნე­ბის გა­დამ­ტა­ნი "ის­კან­დერე­ბი" პირ­ველ სა­მიზ­ნე­ებს წარ­მო­ად­გენს. სა­ვა­რა­უ­დოდ, თურ­ქე­თის გენშტა­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­მარ­თვე­ლო სწო­რედ ამ დღე­ებ­ში ამუ­შა­ვებს იმ მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­ჰა­ე­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის დე­ტა­ლებს, რომ­ლე­ბიც თურ­ქეთ­ზე და­მიზ­ნე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი "ის­კან­დერე­ბის" შე­საძ­ლო ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ახალი "ცივი ომი" საქართველოდან დაიწყო

ახალი "ცივი ომი" საქართველოდან დაიწყო

გასულ 2015 წელს საქართველო გადაურჩა სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ გართულებებს, პირველ რიგში, რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს შეეძლო არაერთი საბაბი მოეძებნა ამისთვის, თუნდაც საქართველოს ევროკავშირის ასოცირებულ წევრად გახდომისა ან სირიისკენ საჰაერო და სახმელეთო დერეფნების გაჭრის მოტივით. მიუხედავად ამისა, სწორედ გასულ წელს ცხადი შეიქნა, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იმ სარაკეტო პლაცდარმად აქცია, საიდანაც საქართველოზე მეტად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ თურქეთს დაემუქრება.

ახალი "ცივი ომის" შუაგულში

2008 წლის რუსეთ-საქართველოს რამდენიმედღიანმა ომმა პრაქტიკულად საფუძველი ჩაუყარა ახალ, XXI საუკუნის "ცივ ომს". მაშინ ამის აღიარება დასავლეთის ლიდერებს არ სურდათ და მიაჩნდათ, რომ პრობლემა მხოლოდ ლოკალური იყო და კრემლი ვერ გაბედავდა საბჭოთა კავშირის დროინდელი სამხედრო-პოლიტიკური ამბიციების გამომჟღავნებას. თუმცა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მწარედ შეცდა.

უკრაინისთვის ყირიმის ნახევარკუნძულის წართმევისა და დონბასში შეჭრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ აგვისტოს ომი შემთხვევით არ მომხდარა, ხოლო სირიის ომში რუსული საბრძოლო ავიაციის დასავლეთისთვის მოულოდნელმა ჩართვამ კითხვები აღარ დატოვა - რუსეთის ხელისუფლებამ საბოლოო განაცხადი გააკეთა მსოფლიო პოლიტიკის წაყვანაზე.

წლის ბოლოს რუსეთმა "ისკანდერის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემები შემოიყვანა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში (სავარაუდოდ, აფხაზეთშიც), რითაც პირველ რიგში, საქართველოზე მეტად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ თურქეთს დაემუქრა. რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები სარაკეტო პლაცდარმებად აქცია, რაც ერთ-ერთი მთავარი ნიშანია "ახალი ცივი" ომის დაწყებისა და ისიც საქართველოს ტერიტორიიდან.

ეს კი დიდი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან NATO-სთვის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გადმოსროლილი ბირთვული ქობინების გადამტანი "ისკანდერები" პირველ სამიზნეებს წარმოადგენს. სავარაუდოდ, თურქეთის გენშტაბის ოპერატიული სამმართველო სწორედ ამ დღეებში ამუშავებს იმ მოსალოდნელი საჰაერო ოპერაციების დეტალებს, რომლებიც თურქეთზე დამიზნებული რუსული "ისკანდერების" შესაძლო ნეიტრალიზაციას ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."