სირიაში, ქურთების მიერ კონტროლირებად ქალაქ ქამიშლიში 2 ტერაქტი მოხდა, შედეგად დაიღუპა და დაშავდა სულ მცირე 30 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი", უფლებადამცველებსა და ქურთულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. სააგენტო "როიტერთან" საუბარში ქურთული მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტერაქტები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს და სავარაუდოდ, თავდასხმები "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული.