საახალწლო სამზადისი მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება. გამონაკლისი არც პრეზიდენტის ოჯახი აღმოჩნდა, სადაც პრეზიდენტის ვაჟიშვილი, პატარა თემუკა ნამდვილი საახალწლო პანდას ფორმაში 2016 წლის დადგომას ელის.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას პატარა შვილი თემო 22 მაისს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე მოინათლა. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მის მეუღლეს ვაჟი 2 თებერვალს შეეძინათ. პატარა დუშეთში დედასთან და მამასთან ერთად იზრდება.
იხილეთ წყარო: www.georgianjournal.ge