სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელმა პარლამენტარმა დახარჯა ყველაზე დიდი თანხა მივლინებებზე
რომელმა პარლამენტარმა დახარჯა ყველაზე დიდი თანხა მივლინებებზე

2015 წლის 17 აგ­ვის­ტოს მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯე­ბი 843 387 ლარს შე­ად­გენს. რო­გორც "ინ­ტერპრე­ნი­უსს" "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი­დან" (IDFI) აც­ნო­ბეს, ამის შე­სა­ხებ იმ დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უმაღ­ლე­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­დან გა­მო­ი­თხო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტა­რებს შო­რის, 2015 წელს (იან­ვა­რი-აგ­ვის­ტო) ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა მივ­ლი­ნე­ბებ­ზე და­ხარ­ჯუ­ლია თედო ჯა­ფა­რი­ძის მიერ – 113 059 ლარი.

"სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯე­ბი აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში შე­ად­გენს 65 707 ლარს. მა­ღა­ლი სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან აგ­რეთ­ვე, და­ვით ბაქ­რა­ძე - 47 726 ლარი, გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი - 40 085 ლარი, გი­ორ­გი წე­რე­თე­ლი - 39 031 ლარი.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ რო­უ­მინ­გულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯი შე­ად­გენს 6258.91 ლარს სა­ი­და­ნაც, ყვე­ლა­ზე მეტი და­ხარ­ჯუ­ლი აქვს პარ­ლა­მენ­ტის წევრ თედო ჯა­ფა­რი­ძეს - 1 296 ლარი", - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე, ყო­ველ­თვი­უ­რად გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბის გარ­და, კვარ­ტალ­ში ერთხელ გა­ი­ცე­მა და­ახ­ლო­ე­ბით თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს ოდე­ნო­ბის პრე­მია.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გა­წე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ინ­სტი­ტუ­ტი­სათ­ვის უც­ნო­ბია.

პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის მიერ ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ძე­ნას ან ძვე­ლის ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატ­ში 2015 წლის აგ­ვის­ტოს მდგო­მა­რე­ო­ბით, და­საქ­მე­ბუ­ლი იყო 142 შტატ­გა­რე­შე მო­სამ­სა­ხუ­რე. აღ­ნიშ­ნულ მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­ზე გა­წე­უ­ლი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ოდე­ნო­ბის (სარ­გო, პრე­მია, და­ნა­მა­ტი) შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის მიერ ინ­სტი­ტუ­ტი­სათ­ვის არ იქნა მი­წო­დე­ბუ­ლი.

2015 წელს (იან­ვა­რი-აგ­ვის­ტო) სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტი­დან სულ გა­თა­ვი­სუფ­ლდა 88 თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­თა­გან 44 გა­თა­ვი­სუფ­ლდა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ვა­დის გას­ვლის გამო, 40 თა­ნამ­შრო­მე­ლი - პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 3 თა­ნამ­შრო­მე­ლი - სხვა სამ­სა­ხურ­ში გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხოლო 1 თა­ნამ­შრო­მე­ლი - სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

"ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა" (IDFI)-იმ 2015 წლის 17 აგ­ვის­ტოს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატს, პრე­ზი­დენ­ტის და მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებს. მო­თხოვ­ნა შე­ი­ცავ­და 16 პუნ­ქტს, რო­მელ­თა შო­რის იყო ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა 2015 წელს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბი და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბი, სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯე­ბი, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბი, შეს­ყი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტი­დან პა­სუ­ხი ინ­სტი­ტუტს ეც­ნო­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 3 სექ­ტემ­ბერს, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან 18 სექ­ტემ­ბერს, ხოლო მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან 4 თვის დაგ­ვი­ა­ნე­ბით - 10 დე­კემ­ბერს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რომელმა პარლამენტარმა დახარჯა ყველაზე დიდი თანხა მივლინებებზე

რომელმა პარლამენტარმა დახარჯა ყველაზე დიდი თანხა მივლინებებზე

2015 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტის სამივლინებო ხარჯები 843 387 ლარს შეადგენს. როგორც "ინტერპრენიუსს" "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან" (IDFI) აცნობეს, ამის შესახებ იმ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომელიც ორგანიზაციამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან გამოითხოვა. საქართველოს პარლამენტარებს შორის, 2015 წელს (იანვარი-აგვისტო) ყველაზე დიდი თანხა მივლინებებზე დახარჯულია თედო ჯაფარიძის მიერ – 113 059 ლარი.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სამივლინებო ხარჯები აღნიშნულ პერიოდში შეადგენს 65 707 ლარს. მაღალი სამივლინებო ხარჯებით გამოირჩევიან აგრეთვე, დავით ბაქრაძე - 47 726 ლარი, გიორგი კანდელაკი - 40 085 ლარი, გიორგი წერეთელი - 39 031 ლარი.

საქართველოს პარლამენტის მიერ როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 6258.91 ლარს საიდანაც, ყველაზე მეტი დახარჯული აქვს პარლამენტის წევრ თედო ჯაფარიძეს - 1 296 ლარი", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირებზე, ყოველთვიურად განსაზღვრული სახელფასო დანამატების გარდა, კვარტალში ერთხელ გაიცემა დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია.

საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული წარმომადგენლობით ხარჯების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტისათვის უცნობია.

პარლამენტის აპარატის მიერ ახალი ავტომობილების შეძენას ან ძველის ახლით ჩანაცვლებას ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს პარლამენტის აპარატში 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით, დასაქმებული იყო 142 შტატგარეშე მოსამსახურე. აღნიშნულ მოსამსახურეებზე გაწეული შრომის ანაზღაურების ოდენობის (სარგო, პრემია, დანამატი) შესახებ ინფორმაცია პარლამენტის აპარატის მიერ ინსტიტუტისათვის არ იქნა მიწოდებული.

2015 წელს (იანვარი-აგვისტო) საქართველოს პარლამენტის აპარატიდან სულ გათავისუფლდა 88 თანამშრომელი, რომელთაგან 44 გათავისუფლდა ხელშეკრულებაზე ვადის გასვლის გამო, 40 თანამშრომელი - პირადი განცხადების საფუძველზე, 3 თანამშრომელი - სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, ხოლო 1 თანამშრომელი - სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI)-იმ 2015 წლის 17 აგვისტოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატს, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციებს. მოთხოვნა შეიცავდა 16 პუნქტს, რომელთა შორის იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა 2015 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები, სამივლინებო ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები, შესყიდული ავტომობილები.

საქართველოს პარლამენტის აპარატიდან პასუხი ინსტიტუტს ეცნობა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 18 სექტემბერს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციიდან 4 თვის დაგვიანებით - 10 დეკემბერს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."