კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნახევრად დაკიდებულ მდგომარეობაში გავატარეთ ორი ღამე" - ქართველი მთამსვლელების შთამბეჭდავი მოგზაურობა ჭაუხზე
"ნახევრად დაკიდებულ მდგომარეობაში გავატარეთ ორი ღამე" - ქართველი მთამსვლელების შთამბეჭდავი მოგზაურობა ჭაუხზე

14 დე­კემ­ბერს ქარ­თველ ალ­პი­ნის­ტთა ჯგუფ­მა - ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძის, ირაკ­ლი გუ­ჯა­ბი­ძის, ზურა კვე­სი­ტა­ძი­სა და ილია ბე­რუ­ლა­ვას მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ჭა­უხზე მე-5 ბ კა­ტე­გო­რი­ის სირ­თუ­ლის მარ­შრუ­ტით ას­ვლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ალ­პი­ნის­ტებ­მა მწვერ­ვალ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მარ­შრუ­ტი "ფრი­დო­ნა" აირ­ჩი­ეს, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მარ­შრუ­ტია რე­გი­ონ­ში, მსგავ­სი სირ­თუ­ლის ზამ­თრის ას­ვლა ამ მხა­რე­ში ჯერ დღემ­დე არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. სა­ბო­ლო­ოდ, ას­ვლამ სამ დღეს გას­ტა­ნა და 17 დე­კემ­ბერს ჯგუ­ფი მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ეშ­ვა მი­წა­ზე.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

"ამ­ბე­ბი.გე" ექ­სპე­დი­ცი­ის ერთ-ერთ მო­ნა­წი­ლეს, ილია ბე­რუ­ლა­ვას ესა­უბ­რა:

-სა­ი­დან გაჩ­ნდა ჭა­უხ­ში წას­ვლის იდეა?

-ჭა­უ­ხი არის რე­გი­ო­ნი, სა­დაც თით­ქმის ყო­ველ­წლი­უ­რად დავ­დი­ვართ, ოღონდ ზა­ფხულ­ში. ყვე­ლამ იცის, რომ ზამ­თარ­ში არის ძა­ლი­ან რთუ­ლი პი­რო­ბე­ბი, და­ახ­ლო­ებთ -30 გრა­დუ­სი. თუმ­ცა, თუ კარ­გად და­გეგ­მე და შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბაც გაქვს, შე­სა­ბა­მის ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბა­სა­თან ერ­თად შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა. დღემ­დე ზამ­თარ­ში მხო­ლოდ დაზ­ვერ­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის სახე ჰქონ­და ამ ყვე­ლა­ფერს. წელს გავ­რის­კეთ, დაგ­ვა­ფი­ნან­სა სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრომ და შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით შევ­ძე­ლით ავ­სუ­ლი­ყა­ვით ჭა­უხზე.

-რამ­დე­ნი დღე გაგ­რძელ­და თქვე­ნი მარ­შუ­ტი?

-4 დღე, აქე­დან ორი ღა­მის თევა გვქონ­და კე­დელ­ზე. ნა­ხევ­რად და­კი­დე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­ვა­ტა­რეთ ორი ღამე. ესეც ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მარ­შუ­ტის და­გეგ­მვის დროს, რად­გან თუ აცდი იმ ად­გილს, სა­დაც ღამე უნდა გა­ა­თიო, ან ვერ მიხ­ვე­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე გათ­ვლილ დროს, მი­ნუს 30 გრა­დუს­ში, ღამე შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­დეს.

-რა პრინ­ცი­პით შე­ირ­ჩა თქვე­ნი გუნ­დი?

-სე­ზო­ნის დროს ვინც შე­სა­ბა­მის ფორ­მა­შია, შე­სა­ბა­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას იღებს, ამის მი­ხედ­ვით ვარ­ჩევთ გუნდს და მივ­დი­ვართ. რა­ო­დე­ნო­ბა­საც გა­აჩ­ნია, ფი­ზი­კუ­რად არ არის ად­გი­ლი ჭა­უხზე, რომ 5 კაც­ზე მეტ­მა გა­ა­თე­ნოს ღამე.

-რო­მელ მთის მარ­შრუტს შე­ა­და­რე­ბით სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით ჭა­უ­ხის ზამ­თარს?

-მო­ნაკ­ვე­თე­ბი არის უშ­ბის კედ­ლე­ბის, ასე­ვე რა­ღაც მო­ნაკ­ვე­თე­ბი გავს კლი­მა­ტუ­რა­დაც მონბ­ლანს, მაგ­რამ ზამ­თარ­ში უფრო უშ­ბის მარ­შრუტს.

-რა მო­ნაკ­ვე­თი იყო თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ?

-ეს იყო და­სა­წყის­ში, პირ­ვე­ლი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძა­ლი­ან დიდი თოვ­ლი იყო და ნელა ვმოძ­რა­ობ­დით და იმა­ზე მეტი დრო დაგ­ვჭირ­და, ვიდ­რე და­გეგ­მი­ლი გვქონ­და, რად­გან გვე­გო­ნა ამინ­დის ფან­ჯა­რა­ში ვერ ჩავ­ჯდე­ბო­დით და საკ­ვე­ბი არ გვე­ყო­ფო­და, მაგ­რამ ორი დღის შემ­დეგ ტემპს მო­ვუ­მა­ტეთ და მა­სი­ურ თოვლს გავ­ცდით, ვერ­ტი­კა­ლურ კე­დელ­ზე ვი­ყა­ვით და ჩა­ვე­ტი­ეთ დრო­ში.

-რა იყო თქვე­ნი ჭა­უხზე ას­ვლის მო­ტი­ვა­ცია?

-რო­დე­საც ამ სპორ­ტში ხარ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის დო­ნე­ზე, იწყებ ახა­ლი და ახა­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის ძებ­ნას, ნა­წი­ლობ­რივ შენს თავ­საც უმ­ტკი­ცებ და სხვა­საც, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. მა­გა­ლითს აძ­ლევ სხვას, უჩ­ვე­ნებ რო­მე­ლი გზა არის უსაფრ­თხო, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ნახევრად დაკიდებულ მდგომარეობაში გავატარეთ ორი ღამე" - ქართველი მთამსვლელების შთამბეჭდავი მოგზაურობა ჭაუხზე

"ნახევრად დაკიდებულ მდგომარეობაში გავატარეთ ორი ღამე" - ქართველი მთამსვლელების შთამბეჭდავი მოგზაურობა ჭაუხზე

14 დეკემბერს ქართველ ალპინისტთა ჯგუფმა - ბიძინა გუჯაბიძის, ირაკლი გუჯაბიძის, ზურა კვესიტაძისა და ილია ბერულავას მონაწილეობით, ჭაუხზე მე-5 ბ კატეგორიის სირთულის მარშრუტით ასვლა განახორციელა. ალპინისტებმა მწვერვალ ჯავახიშვილის მარშრუტი "ფრიდონა" აირჩიეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული მარშრუტია რეგიონში, მსგავსი სირთულის ზამთრის ასვლა ამ მხარეში ჯერ დღემდე არ განხორციელებულა. საბოლოოდ, ასვლამ სამ დღეს გასტანა და 17 დეკემბერს ჯგუფი მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

"ამბები.გე" ექსპედიციის ერთ-ერთ მონაწილეს, ილია ბერულავას ესაუბრა:

-საიდან გაჩნდა ჭაუხში წასვლის იდეა?

-ჭაუხი არის რეგიონი, სადაც თითქმის ყოველწლიურად დავდივართ, ოღონდ ზაფხულში. ყველამ იცის, რომ ზამთარში არის ძალიან რთული პირობები, დაახლოებთ -30 გრადუსი. თუმცა,  თუ კარგად დაგეგმე და შესაბამისი აღჭურვილობაც გაქვს, შესაბამის ფიზიკურ მომზადებასათან ერთად შესაძლებელი ყოფილა. დღემდე ზამთარში მხოლოდ დაზვერვითი სამუშაოების სახე ჰქონდა ამ ყველაფერს. წელს გავრისკეთ, დაგვაფინანსა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და შესაბამისი აღჭურვილობით შევძელით ავსულიყავით ჭაუხზე.

-რამდენი დღე გაგრძელდა თქვენი მარშუტი?

-4 დღე, აქედან ორი ღამის თევა გვქონდა კედელზე. ნახევრად დაკიდებულ მდგომარეობაში გავატარეთ ორი ღამე. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მარშუტის დაგეგმვის დროს, რადგან თუ აცდი იმ ადგილს, სადაც ღამე უნდა გაათიო, ან ვერ მიხვედი დანიშნულების ადგილამდე გათვლილ დროს, მინუს 30 გრადუსში, ღამე შეიძლება ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდეს.

-რა პრინციპით შეირჩა თქვენი გუნდი?

-სეზონის დროს ვინც შესაბამის ფორმაშია, შესაბამის კვალიფიკაციას იღებს, ამის მიხედვით ვარჩევთ გუნდს და მივდივართ. რაოდენობასაც გააჩნია, ფიზიკურად არ არის ადგილი ჭაუხზე,  რომ 5 კაცზე მეტმა გაათენოს ღამე.

-რომელ მთის მარშრუტს შეადარებით სირთულის მიხედვით ჭაუხის ზამთარს?

-მონაკვეთები არის უშბის კედლების, ასევე რაღაც მონაკვეთები გავს კლიმატურადაც მონბლანს, მაგრამ ზამთარში უფრო უშბის მარშრუტს.

-რა მონაკვეთი იყო თქვენთვის ყველაზე რთული ?

-ეს იყო დასაწყისში, პირველი ორი დღის განმავლობაში, ძალიან დიდი თოვლი იყო და ნელა ვმოძრაობდით და იმაზე მეტი დრო დაგვჭირდა, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა, რადგან გვეგონა ამინდის ფანჯარაში ვერ ჩავჯდებოდით და საკვები არ გვეყოფოდა, მაგრამ ორი დღის შემდეგ ტემპს მოვუმატეთ და მასიურ თოვლს გავცდით, ვერტიკალურ კედელზე ვიყავით და ჩავეტიეთ დროში.

-რა იყო თქვენი ჭაუხზე ასვლის მოტივაცია?

-როდესაც ამ სპორტში ხარ, პროფესიონალის დონეზე, იწყებ ახალი და ახალი სირთულეების ძებნას, ნაწილობრივ შენს თავსაც უმტკიცებ და სხვასაც, რომ ეს შესაძლებელია. მაგალითს აძლევ სხვას, უჩვენებ რომელი გზა არის უსაფრთხო, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს და რამდენად მნიშვნელოვანია.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"