სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 თვეში მთავრობის ადმინისტრაციამ მივლინებებში 184 134 ლარი დახარჯა
7 თვეში მთავრობის ადმინისტრაციამ მივლინებებში 184 134 ლარი დახარჯა

2015 წლის 17 აგ­ვის­ტოს მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯებ­მა 184 134 ლარი შე­ად­გი­ნა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი (IDFI) ავ­რცე­ლებს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის უწყე­ბი­დან მი­წო­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, 2015 წლის 17 აგ­ვის­ტომ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გა­წე­უ­ლი 184 134 ლა­რის ოდე­ნო­ბის სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯი­დან 152 594 ლარი წარ­მო­ად­გენს სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარჯს, 22 474 ლარი დღი­ურ ხარჯს, ხოლო 8 947 ლარი მგზავ­რო­ბის ხარჯს.

IDFI-ის გან­მარ­ტე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან 17 აგ­ვის­ტომ­დე, ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა და­ხარ­ჯუ­ლია 20-24 იან­ვარს, და­ვოს­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს უკვე ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მივ­ლი­ნე­ბის ფარ­გლებ­ში, დე­ლე­გა­ცი­ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის გა­და­რი­ცხუ­ლია 111 629 ლარი. რაც შე­ე­ხე­ბა რო­უ­მინ­გის ხარ­ჯებს, IDFI-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 2015 წელს (იან­ვა­რი-აგ­ვის­ტო) სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ რო­უ­მინ­გულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი შე­ად­გენს 21049.48 ლარს, სა­ი­და­ნაც 7 569.87 ლარი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის ნინო კო­ბა­ხი­ძის რო­უ­მინ­გუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯია, ხოლო 13 479.61 ლარი - პრო­ტო­კო­ლის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის გი­ორ­გი მირ­ცხუ­ლა­ვა­სი.

გარ­და ამი­სა, 2015 წელს (იან­ვა­რი-აგ­ვის­ტო) მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გა­წე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბი შე­ად­გენს 822 771 ლარს, რო­მე­ლიც 62 მა­ღა­ლი რან­გის სტუმ­რე­ბის ვი­ზი­ტე­ბი­სას შეხ­ვედ­რე­ბი­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­შია გა­ხარ­ჯუ­ლი. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან IDFI-ის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის მიერ ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ძე­ნას ან ძვე­ლის ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნამ­შრომ­ლებს, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შტატ­გა­რე­შე მო­სამ­სა­ხუ­რე­თა რა­ო­დე­ნო­ბაა - 67, რო­მელ­თა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბამ 790268.76 ლარი შე­ად­გი­ნა - პრე­მი­ე­ბი და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბი მათ­ზე არ გა­ცე­მუ­ლა, ხოლო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 20 თა­ნამ­შრო­მელს შე­ად­გენს, რო­მელ­თა­გან პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდა 12, სხვა სამ­სა­ხურ­ში გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით - 5, ხოლო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვა­დის გას­ვლის გამო- 3. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ყო­ველ­თვი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო 3 540 ლარს შე­ად­გენს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა (IDFI) 2015 წლის 17 აგ­ვის­ტოს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატს, პრე­ზი­დენ­ტის და მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებს. მო­თხოვ­ნა შე­ი­ცავ­და 16 პუნ­ქტს, რო­მელ­თა შო­რის იყო ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა 2015 წელს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბი და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბი, სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯე­ბი, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბი, შეს­ყი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და სხვა. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტი­დან პა­სუ­ხი ინ­სტი­ტუტს ეც­ნო­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 3 სექ­ტემ­ბერს, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან 18 სექ­ტემ­ბერს, ხოლო მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან 4 თვის დაგ­ვი­ა­ნე­ბით - 10 დე­კემ­ბერს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

7 თვეში მთავრობის ადმინისტრაციამ მივლინებებში 184 134 ლარი დახარჯა

7 თვეში მთავრობის ადმინისტრაციამ მივლინებებში 184 134 ლარი დახარჯა

2015 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამივლინებო ხარჯებმა 184 134 ლარი შეადგინა, - ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს. ორგანიზაციისთვის უწყებიდან მიწოდებული დოკუმენტების თანახმად, 2015 წლის 17 აგვისტომდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეული 184 134 ლარის ოდენობის სამივლინებო ხარჯიდან 152 594 ლარი წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების ხარჯს, 22 474 ლარი დღიურ ხარჯს, ხოლო 8 947 ლარი მგზავრობის ხარჯს.

IDFI-ის განმარტებით, მიმდინარე წლის იანვრიდან 17 აგვისტომდე, ყველაზე მეტი თანხა დახარჯულია 20-24 იანვარს, დავოსში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, სადაც საქართველოს უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დელეგაციასთან ერთად მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული მივლინების ფარგლებში, დელეგაციის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის გადარიცხულია 111 629 ლარი. რაც შეეხება როუმინგის ხარჯებს, IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2015 წელს (იანვარი-აგვისტო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები შეადგენს 21049.48 ლარს, საიდანაც 7 569.87 ლარი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის როუმინგული მომსახურების ხარჯია, ხოლო 13 479.61 ლარი - პროტოკოლის სამსახურის უფროსის გიორგი მირცხულავასი.

გარდა ამისა, 2015 წელს (იანვარი-აგვისტო) მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები შეადგენს 822 771 ლარს, რომელიც 62 მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტებისას შეხვედრებისა და ღონისძიებების ფარგლებშია გახარჯული. მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან IDFI-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და პარლამენტის აპარატის მიერ ახალი ავტომობილების შეძენას ან ძველის ახლით ჩანაცვლებას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება თანამშრომლებს, მთავრობის ადმინისტრაციაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობაა - 67, რომელთა შრომის ანაზღაურებამ 790268.76 ლარი შეადგინა - პრემიები და სახელფასო დანამატები მათზე არ გაცემულა, ხოლო გათავისუფლებულთა რაოდენობა 20 თანამშრომელს შეადგენს, რომელთაგან პირადი განცხადებით გათავისუფლდა 12, სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით - 5, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო- 3. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების ხელმძღვანელების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 540 ლარს შეადგენს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2015 წლის 17 აგვისტოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატს, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციებს. მოთხოვნა შეიცავდა 16 პუნქტს, რომელთა შორის იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა 2015 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები, სამივლინებო ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები, შესყიდული ავტომობილები და სხვა. საქართველოს პარლამენტის აპარატიდან პასუხი ინსტიტუტს ეცნობა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 18 სექტემბერს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციიდან 4 თვის დაგვიანებით - 10 დეკემბერს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."