პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2015 წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუ-ბიზნესში
2015 წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუ-ბიზნესში

2015 წე­ლიც მი­ი­წუ­რა და ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე, ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო ში მომ­ხდარ მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებს ვა­ჯა­მებთ. AMBEBI.GE მუდ­მი­ვად ადევ­ნებს თვალს ინ­ტერ­ნეტ რე­ი­ტინ­გებს, რაც მკით­ვე­ლის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბის გან­სა­ზღვრა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

ამ­ჯე­რად ქარ­თუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სის ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი და რე­ზო­ნან­სუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ხუ­თე­ულს წარ­მო­გიდ­გენთ.

"ოს­კარ­ზე" ჩა­ძი­ნე­ბუ­ლი მიშა მეს­ხი

2015 წელი ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი კი­ნოს­თვის, არა­მედ მთე­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის­თვის. რე­ჟი­სორ ზაზა ურუ­შა­ძის ნა­მუ­შე­ვა­რი, "მან­და­რი­ნე­ბი" ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ამე­რი­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის უმაღ­ლეს ჯილ­დო­ზე წა­რად­გი­ნეს. 23 თე­ბერ­ვალს ლოს-ან­ჯე­ლეს­ში "ოს­კა­რის" რი­გით 87-ე და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ქარ­თულ-ეს­ტო­ნუ­რი პრო­ექ­ტი "მან­და­რი­ნე­ბი" მოხ­ვდა. მარ­თა­ლია, ფილმმა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე 18 სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლად აღი­ა­რეს, "ოს­კა­რი" ვერ მი­ი­ღო (გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პო­ლო­ნუ­რი "იდა" გახ­და), მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად დიდი წარ­მა­ტე­ბა იყო.

თუმ­ცა, მოვ­ლე­ნა ქარ­თვე­ლებს უფრო მე­ტად სხვა რა­მის გამო და­ა­მახ­სოვ­რდათ - მიშა მეს­ხი მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც "ოს­კა­რის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ჩა­ე­ძი­ნა. ამ ფაქტს წინ მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის მთე­ლი ჯაჭ­ვი უზღვო­და. ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ჯერ დიდ­თოვ­ლო­ბამ შე­ა­ფერ­ხა, შემ­დეგ მიშა მეხ­მა სტამ­ბო­ლის აე­რო­პორ­ტში პას­პორ­ტი და­კარ­გა. და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო ასე­ვე გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძის და­კარ­გუ­ლი ჩე­მო­და­ნი და სამდღი­ა­ნი დაგ­ვი­ა­ნე­ბის შე­დე­გად აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ია სუ­ხი­ტას­ვი­ლი, რის გა­მოც ლოს-ან­ჯე­ლე­სამ­დე ჩა­სულ­მა მსა­ხი­ობ­მა ცე­რე­მო­ნი­ა­ზე დას­წრე­ბა ვერ შეძ­ლო.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­სა და კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით ქარ­თულ­მა შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ჯგუფ­მა ამე­რი­კამ­დე სა­ბო­ლო­ოდ დრო­უ­ლად ჩა­აღ­წია, თუმ­ცა მრა­ვალ­სა­ა­თი­ან­მა მომ­ქან­ცველ­მა მგზავ­რო­ბამ, აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცი­ამ და ოთხმა ჭიქა მო­ჰი­ტომ მა­ინც თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა... მი­შას თა­ვი­დან სხვებ­თან ერ­თად წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ყო­ჩა­ღად ეჭი­რა თავი, ცე­რე­მო­ნი­ის და­წყე­ბამ­დე ოს­კა­რის ოქ­როს­ფერ ქან­და­კე­ბას­თან გა­და­ღე­ბულ სელ­ფებ­საც აქ­ვეყ­ნებ­და და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არც სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მორ­ჩე­ნია, თუმ­ცა მერე უბ­რა­ლოდ მოხ­და ის, რაც მე­ო­რე დღეს მთე­ლი ქარ­თვე­ლი ერის გან­ხილ­ვის ნო­მერ პირ­ველ თე­მად იქცა. ფაქ­ტი არც უცხო­ე­ლებს გა­მორ­ჩე­ნი­ათ: "გა­გას (ლედი გაგა) შეს­რუ­ლე­ბა, რო­გორც ჩანს, ამ ბი­ჭის­თვის საკ­მა­რი­სი არ არის ("Gaga's performance. Not enough for this guy"), - წერ­დნენ "ტვი­ტე­რის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

და­ი­წე­რა და ით­ქვა მრა­ვა­ლი კრი­ტი­კუ­ლი თუ მხარ­და­სა­ჭე­რი კო­მენ­ტა­რი, აკ­რი­ტი­კებ­დნენ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, ქარ­თულ არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბას, თა­ვად მსა­ხი­ობს... დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა "ფე­ის­ბუქ­ში" გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვინ­მე ზურა ჯი­ჯი­აშ­ვი­ლის კრი­მი­ნა­ლურ­მა სა­ტი­რამ მო­ი­პო­ვა, რო­მელ­შიც პოს­ტის ავ­ტო­რი "კა­იფ­ში" მყო­ფი მიშა მეს­ხის თვა­ლით და­ნა­ხულ "ოს­კარს" აღ­წერ­და. თუმ­ცა იყო ბევ­რი სა­მად­ლო­ბე­ლი და სი­ა­მა­ყით სავ­სე პოს­ტიც. "მა­გა­თი დე­დაც მოვ...ან, მე­ძი­ნა, ხომ არ ჩა­ვიფ­სი", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა კრი­ტი­კო­სებს თა­ვად მსა­ხი­ო­ბი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა და გა­მო­ძი­ნე­ბის შემ­დეგ. - რო­გორც იქნა, ჯიგ­რე­ბო, გა­ვიღ­ვი­ძე. ძა­ლი­ან გული დამ­წყდა, რომ ოქ­როს ბიჭი ვერ ჩა­მო­გი­ტა­ნეთ, მაგ­რამ რას იზამ, ცხოვ­რე­ბაა ასე­თი, ხან გა­გი­მარ­თლებს, ხან ვერა. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ, არ ვიცი ბო­დი­ში მო­სახ­დე­ლია თუ არა, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­დო­და გა­მე­ხა­რე­ბი­ნა ჩემი ერი. რო­გორც ბა­ბუ­ა­ჩე­მი ახა­რებ­და ჩვენს პა­ტა­რა ერს, ანდა თუნ­დაც ჩვე­ნი "დი­ნა­მოს" 1981 წლის თასე­ბის თა­სის გა­მარ­ჯვე­ბის დროს, რად­გან მე ყო­ველ­თვის ვთვლი­დი და ვთვლი, რომ ჩვენ სამ­მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნა­ში, თუნ­დაც ერთი კა­ცის გა­მარ­ჯვე­ბა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბაა, ვეც­დე­ბით, რომ შემ­დეგ­ში ჩა­მო­გი­ტა­ნოთ ეს ოქ­როს ბიჭი"...

სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ა­სა და გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის და­შო­რე­ბა

თუ 2014 წელს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წყვი­ლი მსა­ხი­ო­ბი ია ფა­რუ­ლა­ვა და გი­ტა­რის­ტი ტა­რი­ელ სუ­ა­რი იყ­ვნენ, 2015-ში ეს სტა­ტუ­სი მათ მო­ცეკ­ვა­ვე სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ამ და მსა­ხი­ობ­მა გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძემ ჩა­მო­არ­თვეს. წყვი­ლის მი­მართ ინ­ტერ­სი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­მო­ჩე­ნი­სა და 2014 წელს ულა­მა­ზე­სი ქორ­წი­ლით დაგ­ვირ­გვი­ნე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ის შემ­დეგ გა­ი­ზარ­და. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ლო­მე­სა და გი­ორ­გის ერ­თობ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბა ხან­გრძლი­ვი არ აღ­მოჩ­ნდა - მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ ხმე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ჯერ კი­დევ თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყო, მაგ­რამ და­შო­რე­ბას არ­ცერ­თი ადას­ტუ­რებ­და. მი­ზე­ზად გი­ორ­გის მე­ქალ­თა­ნე­ო­ბას, ლა­მაზ­მა­ნებ­თან მი­მო­წე­რას და სა­ლო­მეს მე­ტის­მე­ტად გა­დატ­ვირ­თულ სა­მუ­შაო გრა­ფიკს ასა­ხე­ლებ­დნენ, რის გა­მოც მო­ცეკ­ვა­ვე ხში­რად უხა­სი­ა­თო­ბას ავ­ლენ­და. გავ­რე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ცოლ-ქმა­რი ჭო­რებს უწო­დებ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ორი­ვე მათ­გან­მა აღი­ა­რა, რომ ერ­თად აღარ იყ­ვნენ. წყვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლებს ჭო­რა­ო­ბის სა­ბაბს გი­ორ­გის "ფე­ი­ბუ­ქის" გვერ­დზე უც­ნობ თუ ცნო­ბილ გო­გო­ნებ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი მო­რი­გი ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა აძ­ლევ­და. არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­წე­რა ვარ­დო­სა­ნი­ძი­სა და მსა­ხი­ობ ნინი ონი­ა­ნის რო­მა­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა საკ­მა­ოდ თა­მა­მი რო­ლე­ბით გა­იც­ნო. რო­გორც თა­ვად ვარ­დო­სა­ნი­ძე ამ­ბობს, მისი გული ჯერ­ჯე­რო­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლია და სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბას მო­მა­ვალ­ში უფრო მეტი სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დე­ბა.

ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ ასე­ვე ცეკ­ვებ­ში სა­ლო­მეს ახა­ლი პარტნი­ორ­ზეც, თუმ­ცა რო­გორ თა­ვად სა­ლო­მე აცხა­დებს, უკ­რა­ი­ნელ მაქს რი­ჟი­კოვ­თან მხო­ლოდ მე­გობ­რუ­ლი და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებს. ისი­ნი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მო­ცეკ­ვა­ვე­თა 50-ეულ­ში მო­სახ­ვედ­რად იბ­რძვი­ან და ერ­თად ძა­ლი­ან დიდ დროს ატა­რე­ბენ.

ბოლო დროს გავ­რე­ლე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში სა­ლო­მე­მაც და გი­ორ­გი­მაც აღი­ა­რეს, რომ ოჯა­ხის დან­გრე­ვა ორი­ვეს­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო, თუმ­ცა დღემ­დე კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ და ერ­თმა­ნე­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბად რჩე­ბი­ან.

მა­მუ­ლი­ჩას და­კა­ვე­ბა

ქარ­თუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სის კი­დევ ერთ პო­პუ­ლა­რულ წყვი­ლად მომ­ღე­რა­ლი ლელა წურ­წუ­მია და პრო­დუ­სე­რი კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, იგი­ვე მა­მუ­ლი­ჩა, მი­იჩ­ნე­ვა. გა­სუ­ლი წელი მათ გულ­შე­მატ­კივ­რებს, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტზე, მა­მუ­ლი­ჩას და­კა­ვე­ბით და­ა­მახ­სოვ­რდათ. 18 ივ­ლისს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა პრო­დუ­სე­რი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს, ჩხრე­კი­სას მისი ხელ­ბარ­გი­დან და პი­რა­დი სა­ფუ­ლი­დან 5.591 გრკო­კა­ი­ნი, 1,15 გრ კა­ნა­ფის ფისი და მდმ ე.წ. 0,2048 გრ "ექ­სტა­ზი" ამო­ი­ღეს. კო­კა­ი­ნის მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტი პრო­დუ­სერს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გა­დაც და­უდ­გინ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­მუ­ლი­ჩას და­კა­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბიც გავ­რცელ­და. მან წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა აღი­ა­რა, თუმ­ცა 2-თვი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო გარ­ჩე­ვე­ბის შემ­დეგ პა­ტიმ­რო­ბა 15 ათას­ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი შე­ეც­ვა­ლა.

საქ­მე ძა­ლი­ან რე­ზო­ნან­სუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. პრო­დუ­სერს მხარ­და­ჭე­რას უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი უცხა­დებ­და. იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბის პო­ლი­ტი­კურ სარ­ჩულ­ზე სა­უბ­რობ­დნენ: "ლელა რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფანი იყო ეს თა­ვად ლე­ლას ყვე­ლა ფან­მა იცო­და. მა­მუ­ლი­ჩა კი ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით უცებ ბა­რი­გად გა­მო­ცხად­და", - წერ­და ბიზ­ნეს­მე­ნი ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი.

ლელა წურ­წუ­მია სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს არ დას­წრე­ბია, თუმ­ცა მე­უ­ღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტე­ბით ამ­ხნე­ვებ­და. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მა­მუ­ლი­ჩამ გულ­შე­მატ­კივ­რებ­სა და კრი­ტი­კო­სებს "ფე­ის­ბუ­ქით" არა­ერ­თხელ მი­მარ­თა. "ჩემი თავი მა­მუ­ლი­ჩა მე­გო­ნა და, თურ­მე, პაბ­ლო ეს­კო­ბა­რი ვყო­ფილ­ვარ…", - წერ­და კრი­ტი­კო­სებს კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი. მან მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა იმის გამო, რომ ამ სკან­და­ლით უამ­რავ ძვირ­ფას ადა­მი­ანს ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნა და პრობ­ლე­მა შე­უქ­მნა. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს შე­მო­უ­ტა­ნია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა უცხო­ეთ­ში კო­კა­ი­ნი გა­უ­სინ­ჯავს.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში აღარ ხარო - მი­თხრეს და გი­რა­ო­თი გა­მო­მიშ­ვეს. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ არის ის, რომ ჩემი ნარ­კო­ტი­კი არის ჩემი მე­გობ­რე­ბი, ჩემი ოჯა­ხი და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - ლელა წურ­წუ­მია, რო­მელ­საც უკე­თე­სი მა­მუ­ლი­ჩა ეკუთ­ვნის", -მა­მუ­ლი­ჩამ ხალ­ხს ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ სი­ტყვე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა თავი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

2015 წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუ-ბიზნესში

2015 წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუ-ბიზნესში

2015 წელიც მიიწურა და ახალი წლის დადგომამდე, ტრადიციულად, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფერო ში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს ვაჯამებთ. AMBEBI.GE მუდმივად ადევნებს თვალს ინტერნეტ რეიტინგებს, რაც მკითველისთვის ყველაზე საინტერესო ამბების განსაზღვრაში გვეხმარება.

ამჯერად ქართული შოუ-ბიზნესის ყველაზე სკანდალური და რეზონანსული მოვლენების ხუთეულს წარმოგიდგენთ.

"ოსკარზე" ჩაძინებული მიშა მესხი

2015 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ მთელი ქართული კულტურისთვის. რეჟისორ ზაზა ურუშაძის ნამუშევარი, "მანდარინები" ისტორიაში პირველი ქართული ფილმი აღმოჩნდა, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე წარადგინეს. 23 თებერვალს ლოს-ანჯელესში "ოსკარის" რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ქართულ-ესტონური პროექტი "მანდარინები" მოხვდა. მართალია, ფილმმა, რომელიც მანამდე 18 საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებულად აღიარეს, "ოსკარი" ვერ მიიღო (გამარჯვებული პოლონური "იდა" გახდა), მაგრამ საქართველოსთვის ეს ერთმნიშვნელოვნად დიდი წარმატება იყო.

თუმცა, მოვლენა ქართველებს უფრო მეტად სხვა რამის გამო დაამახსოვრდათ - მიშა მესხი მსოფლიოში პირველი მსახიობი აღმოჩნდა, რომელსაც "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე ჩაეძინა. ამ ფაქტს წინ მიზეზ-შედეგობრივი მოვლენების მთელი ჯაჭვი უზღვოდა. ამერიკაში გამგზავრებული ქართველი მსახიობები ჯერ დიდთოვლობამ შეაფერხა, შემდეგ მიშა მეხმა სტამბოლის აეროპორტში პასპორტი დაკარგა. დასამახსოვრებელი იყო ასევე გიორგი ნაკაშიძის დაკარგული ჩემოდანი და სამდღიანი დაგვიანების შედეგად აკრედიტაციის გარეშე დარჩენილი ია სუხიტასვილი, რის გამოც ლოს-ანჯელესამდე ჩასულმა მსახიობმა ცერემონიაზე დასწრება ვერ შეძლო.

საქართველოს საელჩოსა და კომპეტენტური ადამიანების დახმარებით ქართულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ამერიკამდე საბოლოოდ დროულად ჩააღწია, თუმცა მრავალსაათიანმა მომქანცველმა მგზავრობამ, აკლიმატიზაციამ და ოთხმა ჭიქა მოჰიტომ მაინც თავისი გაიტანა... მიშას თავიდან სხვებთან ერთად წითელ ხალიჩაზე ყოჩაღად ეჭირა თავი, ცერემონიის დაწყებამდე ოსკარის ოქროსფერ ქანდაკებასთან გადაღებულ სელფებსაც აქვეყნებდა და სოციალურ ქსელში არც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული გამორჩენია, თუმცა მერე უბრალოდ მოხდა ის, რაც მეორე დღეს მთელი ქართველი ერის განხილვის ნომერ პირველ თემად იქცა. ფაქტი არც უცხოელებს გამორჩენიათ: "გაგას (ლედი გაგა) შესრულება, როგორც ჩანს, ამ ბიჭისთვის საკმარისი არ არის ("Gaga's performance. Not enough for this guy"), - წერდნენ "ტვიტერის" მომხმარებლები.

დაიწერა და ითქვა მრავალი კრიტიკული თუ მხარდასაჭერი კომენტარი, აკრიტიკებდნენ კულტურის სამინისტროს, ქართულ არაორგანიზებულობას, თავად მსახიობს... დიდი პოპულარობა „ფეისბუქში“ გავრცელებულმა ვინმე ზურა ჯიჯიაშვილის კრიმინალურმა სატირამ მოიპოვა, რომელშიც პოსტის ავტორი "კაიფში" მყოფი მიშა მესხის თვალით დანახულ "ოსკარს" აღწერდა. თუმცა იყო ბევრი სამადლობელი და სიამაყით სავსე პოსტიც. "მაგათი დედაც მოვ...ან, მეძინა, ხომ არ ჩავიფსი", - ასე გამოეხმაურა კრიტიკოსებს თავად მსახიობი სამშობლოში დაბრუნებისა და გამოძინების შემდეგ. - როგორც იქნა, ჯიგრებო, გავიღვიძე. ძალიან გული დამწყდა, რომ ოქროს ბიჭი ვერ ჩამოგიტანეთ, მაგრამ რას იზამ, ცხოვრებაა ასეთი, ხან გაგიმართლებს, ხან ვერა. ძალიან მიყვარხართ, არ ვიცი ბოდიში მოსახდელია თუ არა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდოდა გამეხარებინა ჩემი ერი. როგორც ბაბუაჩემი ახარებდა ჩვენს პატარა ერს, ანდა თუნდაც ჩვენი "დინამოს" 1981 წლის თასების თასის გამარჯვების დროს, რადგან მე ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ჩვენ სამმილიონიან ქვეყანაში, თუნდაც ერთი კაცის გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ვეცდებით, რომ შემდეგში ჩამოგიტანოთ ეს ოქროს ბიჭი"...

სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორება

თუ 2014 წელს ყველაზე პოპულარული წყვილი მსახიობი ია ფარულავა და გიტარისტი ტარიელ სუარი იყვნენ, 2015-ში ეს სტატუსი მათ მოცეკვავე სალომე ჭაჭუამ და მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ ჩამოართვეს. წყვილის მიმართ ინტერსი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩენისა და 2014 წელს ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინებული სასიყვარულო ისტორიის შემდეგ გაიზარდა. თუმცა, სამწუხაროდ, სალომესა და გიორგის ერთობლივი ცხოვრება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა - მათ ურთიერთობაში პრობლემების შესახებ ხმების გავრცელება ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო, მაგრამ დაშორებას არცერთი ადასტურებდა. მიზეზად გიორგის მექალთანეობას, ლამაზმანებთან მიმოწერას და სალომეს მეტისმეტად გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს ასახელებდნენ, რის გამოც მოცეკვავე ხშირად უხასიათობას ავლენდა. გავრელებულ ინფორმაციას ცოლ-ქმარი ჭორებს უწოდებდა, თუმცა მოგვიანებით ორივე მათგანმა აღიარა, რომ ერთად აღარ იყვნენ. წყვილის პირადი ცხოვრებით დაინტერესებულებს ჭორაობის საბაბს გიორგის "ფეიბუქის" გვერდზე უცნობ თუ ცნობილ გოგონებთან გადაღებული ყოველი მორიგი ფოტოს გამოქვეყნება აძლევდა. არაერთი სტატია დაიწერა ვარდოსანიძისა და მსახიობ ნინი ონიანის რომანის შესახებ, რომელიც ქართველმა მაყურებელმა საკმაოდ თამამი როლებით გაიცნო. როგორც თავად ვარდოსანიძე ამბობს, მისი გული ჯერჯერობით თავისუფალია და სერიოზულ ურთიერთობას მომავალში უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდება.

ბევრს საუბრობენ ასევე ცეკვებში სალომეს ახალი პარტნიორზეც, თუმცა როგორ თავად სალომე აცხადებს, უკრაინელ მაქს რიჟიკოვთან მხოლოდ მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. ისინი მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეთა 50-ეულში მოსახვედრად იბრძვიან და ერთად ძალიან დიდ დროს ატარებენ.

ბოლო დროს გავრელებულ ინტერვიუებში სალომემაც და გიორგიმაც აღიარეს, რომ ოჯახის დანგრევა ორივესთვის ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ და ერთმანეთის გულშემატკივრებად რჩებიან.

მამულიჩას დაკავება

ქართული შოუ-ბიზნესის კიდევ ერთ პოპულარულ წყვილად მომღერალი ლელა წურწუმია და პროდუსერი კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა, მიიჩნევა. გასული წელი მათ გულშემატკივრებს, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, მამულიჩას დაკავებით დაამახსოვრდათ. 18 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა პროდუსერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ჩხრეკისას მისი ხელბარგიდან და პირადი საფულიდან 5.591 გრკოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. 0,2048 გრ "ექსტაზი" ამოიღეს. კოკაინის მოხმარების ფაქტი პროდუსერს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგადაც დაუდგინდა. მოგვიანებით მამულიჩას დაკავების ამსახველი კადრებიც გავრცელდა. მან წარდგენილი ბრალდება აღიარა, თუმცა 2-თვიანი სასამართლო გარჩევების შემდეგ პატიმრობა 15 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა.

საქმე ძალიან რეზონანსული აღმოჩნდა. პროდუსერს მხარდაჭერას უამრავი ცნობილი ადამიანი უცხადებდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დაკავების პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობდნენ: "ლელა რომ სააკაშვილის ფანი იყო ეს თავად ლელას ყველა ფანმა იცოდა. მამულიჩა კი ამ პოლიტიკური ნიშნით უცებ ბარიგად გამოცხადდა", - წერდა ბიზნესმენი ვახტანგ რჩეულიშვილი.

ლელა წურწუმია სასამართლო პროცესებს არ დასწრებია, თუმცა მეუღეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ამხნევებდა. გათავისუფლების შემდეგ მამულიჩამ გულშემატკივრებსა და კრიტიკოსებს "ფეისბუქით" არაერთხელ მიმართა. "ჩემი თავი მამულიჩა მეგონა და, თურმე, პაბლო ესკობარი ვყოფილვარ…", - წერდა კრიტიკოსებს კახა მამულაშვილი. მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ამ სკანდალით უამრავ ძვირფას ადამიანს ტკივილი მიაყენა და პრობლემა შეუქმნა. მისი თქმით, საქართველოში არასდროს შემოუტანია ნარკოტიკული საშუალებები, თუმცა უცხოეთში კოკაინი გაუსინჯავს.

"საზოგადოებისთვის საშიში აღარ ხარო - მითხრეს და გირაოთი გამომიშვეს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩემი ნარკოტიკი არის ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახი და ყველაზე მთავარი - ლელა წურწუმია, რომელსაც უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის", -მამულიჩამ ხალხს ყველაზე მეტად ამ სიტყვებით დაამახსოვრა თავი.

გაგრძელება

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თორნიკე ყიფიანი გახდა

ახალი წლის ივენთზე, სადაც ცნობილი ამერიკელი დიჯეი Joe Claussell დაუკრავს, ბილეთების რაოდენობა იწურება

2019 წლის გახმაურებული ქორწილები და ცნობილების შვილები, რომლებიც გასულ წელს დაიბადნენ