კვირიკაშვილი ინტერნეტ-კაზინოების წინააღმდეგ - აიკრძალება ონლაინ აზარტული თამაშები?!

კვირიკაშვილი ინტერნეტ-კაზინოების წინააღმდეგ - აიკრძალება ონლაინ აზარტული თამაშები?!

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ე.წ. ინტერნეტ-კაზინოების მიმართ ძალიან მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს.

"აზარტულ თამაშებს რაც შეეხება, თქვენ ახსენეთ ინტერნეტ-კაზინოები. მე საფუძვლიანად შევისწავლი ამ საკითხს. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და შევეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს, თავიდან იქნას აცილებული", - განაცხადა კვირიკაშვილმა დღეს მიმდინარე პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

რაც შეეხება ფიზიკურ კაზინოებს, კვირიკაშვილის თქმით, თუ არის რაიმე ტიპის დამატებითი რეგულაცია საჭირო, მთავრობა ამას შეისწავლის, თუმცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ ბიზნესს არაფერი უნდა დაემუქროს, რადგან ის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ