მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ იცის კაცობრიობამ, თუ რას აღნიშნავს ახალ წელს
რატომ არ იცის კაცობრიობამ, თუ რას აღნიშნავს ახალ წელს

2016 წლის პირ­ველ იან­ვარს ახა­ლი წელი დად­გე­ბა, მაგ­რამ ახა­ლი წელი სა­ი­დან? რო­მე­ლი მოვ­ლე­ნი­დან? რო­მე­ლი თა­რი­ღი­დან იწყებს და­სა­ბამს ახა­ლი ერა? ქრის­ტეს შო­ბი­და­ნო, გი­პა­სუ­ხებთ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო. მაგ­რამ თუ ახა­ლი ერა ქრის­ტეს შო­ბი­დან იწყე­ბა, მა­შინ რა­ტომ დგე­ბა შობა ერთი კვი­რით ადრე, ვიდ­რე ახა­ლი წელი?

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი რო­მი­დან და­ი­წყო, სა­დაც წლის მთა­ვა­რი დღე­სას­წა­უ­ლი სა­ტურ­ნა­ლი - დრო­ის ღმერ­თის დღე­სას­წა­უ­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც 17 დე­კემ­ბერს იწყე­ბო­და და ერთ კვი­რას გრძელ­დე­ბო­და. დრო­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში ბა­ტო­ნე­ბი მო­ნებ­თან ერ­თად უს­ხდე­ბოდ­ნენ მა­გი­დას, მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლას წყვეტ­დნენ, ეწყო­ბო­და კარ­ნა­ვა­ლე­ბი, ხალ­ხი სა­ჩუქ­რებს ჩუქ­ნი­და ერ­თმა­ნეთს, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა იკ­რძა­ლე­ბო­და.

ეს ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი დღე­სას­წა­უ­ლი იყო, რო­მელ­საც მოყ­ვე­ბო­და ახა­ლი წელი, ია­ნუ­სის დღე­სას­წა­უ­ლი. ია­ნუ­სი ორ­სა­ხი­ა­ნი ღმერ­თი იყო, ერთი სა­ხით ის წარ­სულს გა­დაჰ­ყუ­რებ­და, მე­ო­რე­თი - მო­მა­ვალს. ქრის­ტი­ა­ნო­ბის მოს­ვლას­თან ერ­თად ტრა­დი­ცი­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი ახა­ლი რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბით იც­ვლე­ბო­და.

ამას­თან, რო­მა­ე­ლე­ბი რომ არ გა­ნე­რის­ხე­ბი­ნათ ახა­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბით, ცდი­ლობ­დნენ ახა­ლი და ტრა­დი­ცი­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის შე­ერ­წყათ. სწო­რედ ამი­ტომ ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი დღე­სას­წა­უ­ლი - ახა­ლი წელი და შობა ზამ­თარ­ში გა­და­ი­ტა­ნეს. შო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი ქრის­ტი­ა­ნებ­შიც ერთ კვი­რას გრძელ­დე­ბო­და და ახა­ლი წლით მთავ­რდე­ბო­და. ყვე­ლა­ფე­რი ლო­გი­კუ­რად იყო და თან არც იყო - მა­შინ რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს შო­ბის 25 დე­კემ­ბერს აღ­ნიშ­ვნა და არა მი­სით ახა­ლი წლის და­წყე­ბა? გა­მო­დის, ქრის­ტე რვა დღით ადრე და­ი­ბა­და იმ ერამ­დე, რო­მე­ლიც მისი შო­ბი­დან აით­ვლე­ბა.

საქ­მე ის არის, რომ ახა­ლი ერა ქრის­ტეს შო­ბი­დან არ და­წყე­ბუ­ლა. ის სხვა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლით და­ი­წყო. ქრის­ტეს წინ­დაც­ვე­თის დღი­დან. იე­სოს, რო­გორც ებ­რა­ელს შე­ე­ფე­რე­ბო­და, მერ­ვე დღეს ჩა­უ­ტა­რეს წინ­დაც­ვე­თა. იუ­დე­უ­რი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ამ მო­მენ­ტში ვაჟი ღმერ­თს უერ­თდე­ბა. რაც იე­სოს შემ­თხვე­ვა­ში მა­მის და შვი­ლის ერ­თო­ბას ნიშ­ნავ­და. ათას­წლე­ულ­ზე დიდი ხნის მან­ძილ­ზე სწო­რედ ქრის­ტეს წინ­დაც­ვე­თის დღე იყო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს მთა­ვა­რი დღე­სას­წა­უ­ლი. ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქრო­ბე­ბის დროს წელ­თაღ­რი­ცხვა ქრის­ტეს წინ­დაც­ვე­თი­დან იწყე­ბო­და. წიგ­ნებ­ში ასე­ვეა აღ­წე­რი­ლი: ესა და ეს ამ­ბა­ვი მოხ­და ქრის­ტეს წინ­დაც­ვე­თი­დან ამა და ამ დრო­ის შემ­დეგ. და ასეც უნდა იყოს, რად­გან ახა­ლი ერა ათ­ვლას სწო­რედ ქრის­ტეს წინ­დაც­ვე­თის დღი­დან იღებს.

რა­ტომ შე­იც­ვა­ლა ეს ყო­ვე­ლი­ვე? რო­გორ და­ი­ვი­წყა კა­ცობ­რი­ო­ბამ, რას აღ­ნიშ­ნავს ზუს­ტად ახა­ლი წლის დად­გო­მი­სას და სა­ი­დან იწყე­ბა ახა­ლი ერის ათ­ვლა? რა­ტომ აღა­რაა შო­ბი­დან ახალ წლამ­დე დღე­ე­ბი საკ­რა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის? რა­ტომ და­ტო­ვა ეკ­ლე­სი­ამ ამ ერ­თა­დერთ შემ­თხვე­ვა­ში სა­მე­ურ­ნეო ჩვე­უ­ლე­ბე­ბი? - ნაძ­ვის ხე­ე­ბი, თოვ­ლის ბა­ბუა, სან­ტა კლა­უ­სის სა­ჩუქ­რე­ბით, ელ­ფე­ბი, თოვ­ლის კა­ცე­ბი. ეს კი­თხვა კარ­გად შეს­წავ­ლილ პა­სუხს სა­ჭი­რო­ებს.

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ანა­ლი­ზის გა­რე­შეც ნა­თე­ლია: ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტის და­მალ­ვა მხო­ლოდ ერთი რა­მით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი: ან­ტი­სე­მი­ტიზ­მით. რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მკი­თხვე­ლი, რო­მე­ლიც ახალ აღ­თქმას წა­ი­კი­თხავს, მივა იმ დას­კვნამ­დე, რომ ნა­ციზ­მის და ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის პირ­ველ­წყა­როს ან­ტი­სე­მი­ტიზ­მი წარ­მო­ად­გენს.

ძვე­ლი, რე­ლი­გი­უ­რი ომე­ბის სამ­ყა­რომ ხომ არ იცო­და რა­სობ­რი­ვი სი­ძულ­ვი­ლის შე­სა­ხებ. ამი­ტომ არ­სე­ბობ­და ბარ­ბა­რო­სი და მი­წათ­მოქ­მე­დი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბი (ეგ­ვიპ­ტე, ჩი­ნე­თი, ინ­დო­ე­თი). სამი ათა­სი წლის მან­ძილ­ზე არ არ­სე­ბობ­და ნა­ციზ­მი და რე­ლი­გი­უ­რი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბა. არ არ­სე­ბობ­და რე­ლი­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის და­პი­რის­პი­რე­ბა ძველ სამ­ყა­რო­ში ებ­რა­უ­ლი და ბარ­თლო­მე­სე­უ­ლი ღა­მის მსგავ­სი, რო­მე­ლიც გახ­ლდათ ის­ლა­მუ­რი, ირ­ლან­დი­უ­რი და სხვა რე­ლი­გი­უ­რი ტე­რო­რიზ­მის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი. ასეა თუ ისე, კა­ცობ­რი­ო­ბამ დროა გა­იხ­სე­ნოს, რას აღ­ნიშ­ნავს ახალ წელს 31 დე­კემ­ბრი­დან 1 იან­ვრამ­დე. და რამ­დე­ნად ლო­გი­კუ­რად მი­უდ­გე­ბა ამ სა­კითხს, ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი სა­ერ­თო მო­მა­ვა­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია liveinternet.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ არ იცის კაცობრიობამ, თუ რას აღნიშნავს ახალ წელს

რატომ არ იცის კაცობრიობამ, თუ რას აღნიშნავს ახალ წელს

2016 წლის პირველ იანვარს ახალი წელი დადგება, მაგრამ ახალი წელი საიდან? რომელი მოვლენიდან? რომელი თარიღიდან იწყებს დასაბამს ახალი ერა? ქრისტეს შობიდანო, გიპასუხებთ ცივილიზებული სამყარო. მაგრამ თუ ახალი ერა ქრისტეს შობიდან იწყება, მაშინ რატომ დგება შობა ერთი კვირით ადრე, ვიდრე ახალი წელი?

რასაკვირველია, ყველაფერი ძველი რომიდან დაიწყო, სადაც წლის მთავარი დღესასწაული სატურნალი - დროის ღმერთის დღესასწაული გახლდათ, რომელიც 17 დეკემბერს იწყებოდა და ერთ კვირას გრძელდებოდა. დროის ამ მონაკვეთში ბატონები მონებთან ერთად უსხდებოდნენ მაგიდას, მოსწავლეები სწავლას წყვეტდნენ, ეწყობოდა კარნავალები, ხალხი საჩუქრებს ჩუქნიდა ერთმანეთს, დამნაშავეების სიკვდილით დასჯა იკრძალებოდა.

ეს ყველასთვის საყვარელი დღესასწაული იყო, რომელსაც მოყვებოდა ახალი წელი, იანუსის დღესასწაული. იანუსი ორსახიანი ღმერთი იყო, ერთი სახით ის წარსულს გადაჰყურებდა, მეორეთი - მომავალს. ქრისტიანობის მოსვლასთან ერთად ტრადიციული დღესასწაულები ახალი რელიგიური დღესასწაულებით იცვლებოდა.

ამასთან, რომაელები რომ არ განერისხებინათ ახალი სარწმუნოებით, ცდილობდნენ ახალი და ტრადიციული დღესასწაულები ერთმანეთისთვის შეერწყათ. სწორედ ამიტომ ყველაზე ნათელი დღესასწაული - ახალი წელი და შობა ზამთარში გადაიტანეს. შობიდან დაწყებული დღესასწაულები ქრისტიანებშიც ერთ კვირას გრძელდებოდა და ახალი წლით მთავრდებოდა. ყველაფერი ლოგიკურად იყო და თან არც იყო - მაშინ რატომ გადაწყვიტეს შობის 25 დეკემბერს აღნიშვნა და არა მისით ახალი წლის დაწყება? გამოდის, ქრისტე რვა დღით ადრე დაიბადა იმ ერამდე, რომელიც მისი შობიდან აითვლება.

საქმე ის არის, რომ ახალი ერა ქრისტეს შობიდან არ დაწყებულა. ის სხვა ქრისტიანული დღესასწაულით დაიწყო. ქრისტეს წინდაცვეთის დღიდან. იესოს, როგორც ებრაელს შეეფერებოდა, მერვე დღეს ჩაუტარეს წინდაცვეთა. იუდეური ტრადიციის მიხედვით, ამ მომენტში ვაჟი ღმერთს უერთდება. რაც იესოს შემთხვევაში მამის და შვილის ერთობას ნიშნავდა. ათასწლეულზე დიდი ხნის მანძილზე სწორედ ქრისტეს წინდაცვეთის დღე იყო ქრისტიანული სამყაროს მთავარი დღესასწაული. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს წელთაღრიცხვა ქრისტეს წინდაცვეთიდან იწყებოდა. წიგნებში ასევეა აღწერილი: ესა და ეს ამბავი მოხდა ქრისტეს წინდაცვეთიდან ამა და ამ დროის შემდეგ. და ასეც უნდა იყოს, რადგან ახალი ერა ათვლას სწორედ ქრისტეს წინდაცვეთის დღიდან იღებს.

რატომ შეიცვალა ეს ყოველივე? როგორ დაივიწყა კაცობრიობამ, რას აღნიშნავს ზუსტად ახალი წლის დადგომისას და საიდან იწყება ახალი ერის ათვლა? რატომ აღარაა შობიდან ახალ წლამდე დღეები საკრალური ხასიათის? რატომ დატოვა ეკლესიამ ამ ერთადერთ შემთხვევაში სამეურნეო ჩვეულებები? - ნაძვის ხეები, თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსის საჩუქრებით, ელფები, თოვლის კაცები. ეს კითხვა კარგად შესწავლილ პასუხს საჭიროებს.

პროფესიონალური ანალიზის გარეშეც ნათელია: ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტის დამალვა მხოლოდ ერთი რამით იყო გამოწვეული: ანტისემიტიზმით. რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, მკითხველი, რომელიც ახალ აღთქმას წაიკითხავს, მივა იმ დასკვნამდე, რომ ნაციზმის და ნაციონალიზმის პირველწყაროს ანტისემიტიზმი წარმოადგენს.

ძველი, რელიგიური ომების სამყარომ ხომ არ იცოდა რასობრივი სიძულვილის შესახებ. ამიტომ არსებობდა ბარბაროსი და მიწათმოქმედი ცივილიზაციები (ეგვიპტე, ჩინეთი, ინდოეთი). სამი ათასი წლის მანძილზე არ არსებობდა ნაციზმი და რელიგიური შეუწყნარებლობა. არ არსებობდა რელიგიური ხასიათის დაპირისპირება ძველ სამყაროში ებრაული და ბართლომესეული ღამის მსგავსი, რომელიც გახლდათ ისლამური, ირლანდიური და სხვა რელიგიური ტერორიზმის ფუძემდებელი. ასეა თუ ისე, კაცობრიობამ დროა გაიხსენოს, რას აღნიშნავს ახალ წელს 31 დეკემბრიდან 1 იანვრამდე. და რამდენად ლოგიკურად მიუდგება ამ საკითხს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი საერთო მომავალი.

მომზადებულია liveinternet.ru-ს მიხედვით.

ცნობილია როდის აღდგება გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება

სტიქია საჩხერეში - ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას ნათესები გაუნადგურა (ფოტოები)

განიხილება თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა? - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პასუხი