სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის განახლებული ანძა საზეიმოდ აინთო
თბილისის განახლებული ანძა საზეიმოდ აინთო

თბი­ლი­სის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ანძა სა­ზე­ი­მოდ აინ­თო. 2016 წელს თბი­ლი­სის ანძა ახა­ლი გა­ნა­თე­ბე­ბით ხვდე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან ან­ცო­ბეს, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით , თბი­ლი­სის მერი და­ვით ნარ­მა­ნია, ვიცე-მერ ლაშა აბა­ში­ძეს­თან და შპს "სი­ნათ­ლის ქა­ლა­ქის" დი­რექ­ტორ თორ­ნი­კე კი­ზი­რი­ას­თან ერ­თად "სა­ა­ხალ­წლო ქა­ლაქს" ეწ­ვია და იქ მი­სულ სტუმ­რებს სი­ტყვით მი­მარ­თა. და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის ან­ძა­ზე სა­ნა­თე­ბი სრუ­ლად შე­იც­ვა­ლა და ახა­ლი, 194 ცალი ფლეშ-სა­ნა­თი და­მონ­ტაჟ­და, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ანძა სხვა­დას­ხვა ფე­რად, ახა­ლი დი­ზა­ი­ნით გა­ნათ­დეს. ამას­თან, "სა­ა­ხალ­წლო ქა­ლაქ­ში" ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო სპე­ცი­ა­ლუ­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­დეო რგო­ლი, რო­მელ­შიც ახა­ლი ფლეშ-სა­ნა­თე­ბის მონ­ტა­ჟის პრო­ცე­სი და ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იყო ასა­ხუ­ლი.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის , რომ ასე­თი გა­ნა­თე­ბა ჩვენს რე­გი­ონ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს და ჩვენ ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე ვიქ­ნე­ბით ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც. ამით ქა­ლა­ქის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა და ქა­ლა­ქის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა იზ­რდე­ბა, რაც ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის­თვის სხვა­ნა­ირ გან­წყო­ბას ქმნის",- გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

იხი­ლეთ ვი­დეო

თბი­ლი­სის მე­რი­ამ, ან­ძის ახალ გა­ნა­თე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე უმ­სხვი­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ას მი­მარ­თა. შე­თა­ვა­ზე­ბის მი­ზა­ნი, გო­ნივ­რულ ვა­და­ში მა­ღალ ხა­რისხსა და შე­და­რე­ბით და­ბალ ფას­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის მი­ღე­ბა იყო. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის მიერ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა კრი­ტე­რი­უ­მი იტა­ლი­ურ­მა კომ­პა­ნი­ამ - "გრი­ვე­ნი" და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. კომ­პა­ნი­ას "გრი­ვე­ნი" ფა­სა­დე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ გა­ნა­თე­ბა­ში 25 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. იტა­ლი­ურ­მა კომ­პა­ნი­ამ პირ­ველ­მა და­ი­წყო დიდი სიმ­ძლავ­რის ლედ სა­ნა­თე­ბის წარ­მო­ე­ბა და ამ­ჟა­მად დარ­გში ბაზ­რის ლი­დე­რია. მსოფ­ლი­ოს მაშ­ტა­ბით, კომ­პა­ნი­ას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქვთ არა­ერ­თი დიდი პრო­ექ­ტი - "გრი­ვე­ნის" მიერ იყო გა­ნა­თე­ბუ­ლი ეფი­ე­ლის კოშ­კი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, საფ­რან­გე­თის ევ­რო­კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, ასე­ვე, კომ­პა­ნი­ის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა გი­ზას პი­რა­მი­დე­ბის გა­ნა­თე­ბა, ოლიმ­პი­უ­რი სტა­დი­ო­ნი ბა­ქო­ში, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ანძა სოჭ­ში, ბელ­გო­როდსა და კრას­ნო­დარ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო იტა­ლურ კომ­პა­ნი­ას "გრი­ვე­ნი" ჰყავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ინ­ჟინ­რე­ბი გა­ნა­თე­ბის დარ­გში, ასე­ვე, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უნი­კა­ლურ პრო­ექ­ტებს ქმნი­ან. კომ­პა­ნია სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მოხ­დეს სა­ნა­თე­ბის ად­გილ­ზე მი­წო­დე­ბა და მონ­ტა­ჟი. "გრი­ვე­ნი"-ს მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა­სა და 10 წლი­ან გა­რან­ტი­ა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. დე­და­ქა­ლა­ქის ანძა 5 000 ცალი "ფლეშ" სა­ნა­თის­გან შედ­გე­ბო­და, რო­მე­ლიც 2010 წელს და­მონ­ტაჟ­და. სა­ნა­თე­ბის არას­წო­რი სტან­დარ­ტე­ბით და­მონ­ტა­ჟე­ბის გამო მათ­გან, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი მწყობ­რი­დან იყო გა­მო­სუ­ლი. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ძვე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, არც სა­ნა­თე­ბის სა­გა­რან­ტიო პე­რი­ო­დი და არც ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში სა­ჭი­რო სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თბილისის განახლებული ანძა საზეიმოდ აინთო

თბილისის განახლებული ანძა საზეიმოდ აინთო

თბილისის განახლებული ანძა საზეიმოდ აინთო. 2016 წელს თბილისის ანძა ახალი განათებებით ხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან ანცობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით , თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და შპს "სინათლის ქალაქის" დირექტორ თორნიკე კიზირიასთან ერთად "საახალწლო ქალაქს" ეწვია და იქ მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის ანძაზე სანათები სრულად შეიცვალა და ახალი, 194 ცალი ფლეშ-სანათი დამონტაჟდა, რაც საშუალებას იძლევა ანძა სხვადასხვა ფერად, ახალი დიზაინით განათდეს. ამასთან, "საახალწლო ქალაქში" ნაჩვენები იყო სპეციალურად დამზადებული ვიდეო რგოლი, რომელშიც ახალი ფლეშ-სანათების მონტაჟის პროცესი და ტექნიკური სამუშაოები იყო ასახული.

"მნიშვნელოვანია ის , რომ ასეთი განათება ჩვენს რეგიონში პრაქტიკულად არ არსებობს და ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე ვიქნებით ამ თვალსაზრისითაც. ამით ქალაქის მომხიბვლელობა და ქალაქის მიმზიდველობა იზრდება, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია და თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის სხვანაირ განწყობას ქმნის",- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

იხილეთ ვიდეო

თბილისის მერიამ, ანძის ახალ განათებასთან დაკავშირებით, რამდენიმე უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიას მიმართა. შეთავაზების მიზანი, გონივრულ ვადაში მაღალ ხარისხსა და შედარებით დაბალ ფასზე ორიენტირებული წინადადების მიღება იყო. დედაქალაქის მერიის მიერ გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი იტალიურმა კომპანიამ - "გრივენი" დააკმაყოფილა. კომპანიას "გრივენი" ფასადების არქიტექტურულ განათებაში 25 წლიანი გამოცდილება აქვს. იტალიურმა კომპანიამ პირველმა დაიწყო დიდი სიმძლავრის ლედ სანათების წარმოება და ამჟამად დარგში ბაზრის ლიდერია. მსოფლიოს მაშტაბით, კომპანიას განხორციელებული აქვთ არაერთი დიდი პროექტი - "გრივენის" მიერ იყო განათებული ეფიელის კოშკი 6 თვის განმავლობაში, საფრანგეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის აღსანიშნავად, ასევე, კომპანიის სახელს უკავშირდება გიზას პირამიდების განათება, ოლიმპიური სტადიონი ბაქოში, სატელევიზიო ანძა სოჭში, ბელგოროდსა და კრასნოდარში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო იტალურ კომპანიას "გრივენი" ჰყავს პროფესიონალი ინჟინრები განათების დარგში, ასევე, არქიტექტორები, რომლებიც უნიკალურ პროექტებს ქმნიან. კომპანია საშუალებას იძლევა, მოხდეს სანათების ადგილზე მიწოდება და მონტაჟი. "გრივენი"-ს მომსახურებები, ადგილობრივი ტექნიკური პერსონალის გადამზადებასა და 10 წლიან გარანტიასაც ითვალისწინებს. დედაქალაქის ანძა 5 000 ცალი "ფლეშ" სანათისგან შედგებოდა, რომელიც 2010 წელს დამონტაჟდა. სანათების არასწორი სტანდარტებით დამონტაჟების გამო მათგან, დაახლოებით, ნახევარზე მეტი მწყობრიდან იყო გამოსული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძველი ხელშეკრულების პირობებში, არც სანათების საგარანტიო პერიოდი და არც ექსპლუატაციის პერიოდში საჭირო სარემონტო სამუშაოები იყო გათვალისწინებული.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია