"პირველობა ურთულესი მოვალეობაა" - პატრიარქს "ხალხის რჩეულის" ჯილდო გადაეცა

"პირველობა ურთულესი მოვალეობაა" - პატრიარქს "ხალხის რჩეულის" ჯილდო გადაეცა

საქართველოს კულტურის პალატამ სპეციალური ჯილდო "ხალხის რჩეული" დააწესა. საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად, პირველი საპატიო ჯილდო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია საპატრიარქოში გაიმართა. უწმინდესსა და უნეტარესს, "ხალხის რჩეულის" ჯილდო საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა გადასცა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრი თედო კობახიძე, მომღერალი ნანი ბერეგვაძე და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები დაესწრნენ. პატრიარქმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირველობა ურთულესი მოვალეობაა.

"დიდი მადლობა ამ დიდი პატივისთვის. პირველობა ურთულესი მოვალეობაა, პირველი მუდამ სამიზნეა და ამ 38 წლის მანძილზე მე ვიყავი და ვარ სამიზნე. მინდა უფრო მხატვრულად გამოვსახო ჩემი პირველობა. ცხვრის ფარა გინახავთ თქვენ, ცხვარი მიდის და სულ ბოლოში არიან კოჭლები. მეცხვარე შეაბრუნებს ცხვარს და კოჭლები ხდებიან პირველები, აი ამას მივეკუთვნები მე. პირველობა ძნელია, მაგრამ ვიღაც ხომ უნდა იყოს სამიზნე, ღმერთმა ეს მე მარგუნა. ეკლესიამ რთული გზა გამოიარა, ჩემი პირველ მიზანი იყო გავერთიანებულიყავით. ერთ წინასწარმეტყველს ეუბნება უფალი, შენ ჩასახული არ იყავი დედის მუცელში, როდესაც მე შენ გიცნობდიო, ასე რომ ჩვენ გვიცნობს უფალი. მადლობელნი ვართ უფლის", - ბრძანა ილია მეორემ.

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, "ხალხის რჩეულის" ჯილდო ყოველწლიური გახდება და ყოველი წლის ბოლოს ერთ რჩეულ პიროვნებას გადაეცემა.

"ხალხის რჩეულის" ჯილდო, რომელიც საქართველოს კულტურის პალატამ დააწესა, გადაეცა ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა გამოკითხვა და საქართველოს მოსახლეობის თითქმის 100 %-მა აღიარა, რომ ეს ჯილდო ეკუთვნის ილია მეორეს. ჯილდო არის ყოველწლიური და ყოველი წლის ბოლოს ის იმ ღირსეულ ადამიანს გადაეცემა, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს", - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია